Category Archives: ჩემი ჩანახატები-ლექსები

დღე პირველი

დღე პირველი, როცა ვიგრძენი შიში, იმისა რის გაკეთებასაც ვაპირებდი. დღე პირველი, როდესაც ვიგრძენი შემეძლო გამეკეთებინა ღირებული, საკუთარი თავისთვისაც და სხვა ადამიანებისთვისაც და დღე პირველი, როდესაც მთელი არსებით შევიგრძენი ბედნიერება და ის ამაოება, რომლითაც ყოველდღე ვსაზრდოობ.

აჰა, გათენდა ის პირველი დღე, როდესაც ემოციების მთელი კოლონა გაცოცხლდა ჩემში და სითბოების ნეტარი ძალა ჩამეღვარა მთელ სხეულში, რომელიც აგერ უკვე რამდენიმე დღეა თან მდევს და არ მანებებს ვიფიქრო ამა ცხოვრების ამაოებებზე. არამედ მაიძულებს ვიყო ისეთი არსება, რომელიც იმსახურებს იწოდებოდეს ადამიანად და არა გამოუსადეგარ, უსულო, ხორცშესხმულ არსებად.

პირველი წუთები იყო შიშნარევი, შემდეგი წუთები კი სევდანარევი და ბედნიერებით აღსავსე.

თვალები გამალებით მისჩერებოდნენ და ცდილობდნენ გარეთ არ გამოეშვათ სველი ემოციები. გული უჩვეულოდ ჩქარა სცემდა და არაამქვეყნიურ ხმაურს გამოსცემდა. ცდილობდა ბედნიერების გრძნობა, რომელსაც ის ამ წუთებში განიცდიდა სხვა ორგანოებისთვისაც გადაეცა. წაიკითხე მეტი >

Advertisements

პროფესიული გზაჯვარედინი

შენ წინ გზაჯვარედინია, არ იცი საით წახვიდე. რას დაუკავშირო ის უხილავი ძაფი, რომელიც შენი ტვინიდან იწყება და შენს მომავალ ცხოვრებას უკავშირდება…
ირგვლივ იხედები და შუქნიშნების ნაცვლად ხედავ წარწერებს შენთვის ნაცნობს და ჯერ კიდევ მიუწვდომელს. ხო სწორად მიხვდი ამ აბრებზე დიდი ასეობით გამოკვეთილად წერია პროფესიები, რომლებიც შენს გონებაში ერთმანეთს მონაცვლეობით მუდამ სტიქიურად ბრუნავდნენ და არ აცლიდნენ ერთმანეთს მთავარი ადგილის დაკავებას. ხან ერთი პროფესია მოექცეოდა შენი გონების ზენიტში, ხან მეორე და ასე გრძელდებოდა უსასრულოდ. წაიკითხე მეტი >


მახსოვს ვინატრე

აი დადგა დღე, როდესაც მივხვდი, რომ გავიდა კიდევ ერთი მრავლის მომცველი და ზოგჯერ ერთფეროვნად მიმავალი 2011 წელი. დავფიქრდი და კიდევ ერთხელ დავაკლიკე ადამიანური შესაძლებლობების მაკონტროლებელ ღილაკს, მივუთითე ფუნქცია ”გადახვევა” და დავბრუნდი ამა წლის დასაწყისში. ყველაფერი უჩვეულოდ დაიწყო.
მახსოვს, იმედით აღსავსე თვალებით შევეგებე ახალ, საოცრებათა მომლოდინე, სიყვარულით აღსავსე  2011 წელს.

მახსოვს ველოდი რაღაც ახალს, უჩვეულოს, გულში ჩამწვდომს და გამაოგნებელი ხმის გამომცემს. ისეთი ხმისას, შიგნიდან, რომ გაწვება და მთელი არსებით ითხოვს გამოშვებას, თავისუფლებით დაკმაყოფილებას და არაადამიანური წარმოუდგენლად მიმზიდველი გრძნობების შეგრძნობას. წაიკითხე მეტი >


გაიღიმე, ცხოვრება გრძელდება !

მაინც რა ვართ ადამიანები ? ჩვენ ხომ ხშირ შემთხვევაში არ ვაფასებთ იმას რაც ძვირფასია, რაც მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის კეთილი ნებით მოგვიპოვებია.

გაგაჩნია და მაინც არ იღიმი, არ ხარ კმაყოფილი შენი ცხოვრებით.
დაბღვერილი სახით დაიარები ქუჩაში, უკმაყოფილებას ასხივებ და თრგუნავ შენს გარშემომყოფებს …

შენ კი არ იცი, იქვე შენს გვერდით რამდენი ადამიანი არსებობს, რომელიც საკუთარი ცხოვრების მძიმე ტვირთს ატარებს. მას ხომ შენნაირად არ გაუმართლა ცხოვრებაში. მან ხომ მრავალი ტანჯვა გამოიარა, მაგრამ შენგან განსხვავებით არ გაბოროტებულა, ისევ შეინარჩუნა გრძნობები, რომელიც ეხმარება ცხოვრების გაგრძელებაში.
წაიკითხე მეტი >


ბარიერი სახელად ”განსხვავებულობა”

მივდიოდი უმისამართოდ, არ ვიცოდი რაზე ვფიქრობდი , საით მიმაქროლებდა უკიდეგანო ფიქრთა მორევი, რომელიც იმ წუთში ჩემს თავში ცუნამივით ბორგავდა და ტრიალებდა.

მივდიოდი და ვფიქრობდი: რა განსხვავებულია ის ყველაფერი რაც ჩემს გარშემო არსებობს, რა განსხვავებულია ცხოვრება სხვა ადამიანების ხედვაში…

ვფიქრობდი რა განსხვავებუად კიდევ უფრო ვრწმუნდებოდი ჩემს განსხვავებულებაში…

ნაბიჯს კიდევ უფრო ვუჩქარებდი და მასთან ერთად სუნთქვა მიჩქარდებოდა, სისხლი თავში ადიოდა და ტვინს აიძულებდა უფრო გამალებით ემუშავა. ირგვლივ არ ვიყურებოდი, კონკრეტული მიმართულება მქონდა არჩეული, რომელიც არ ვიცი საით მიდიოდა, უკიდეგანო იყო ჩემი გზა, ისევე , როგორც ჩემი აზრები. წაიკითხე მეტი >


ურითმოდ გარითმული ლექსები

…..

მე დავხატავ ზეცას
ციურს, ნათელს და შენსავით ბნელსაც
ზეცას ისეთს, რომ სამყაროს შენსას
არ ადარებ სხვის უბიწო ხელსაც
მე დავხატავ მთელ სამყაროს ჩემსას
ფერადს, პირქუშს და შენსავით ბნელსაც.
წაიკითხე მეტი >


ხვეულად შლილი მაისის ვარდი

ლექსი დაწერის მცდელობა.. კრიტიკულად არ შეაფასოთ, მე ხომ პოეტი არ ვარ.. :)))

  • ხვეულად შლილი მაისის ვარდი
  • და გაზაფხულის სურნელი ნაზი,
  • თეთრი ბულბულის გალობა, სტვენა
  • და საამური ფერთა სინთეზი,
  • მაისის წვიმა ჟინჟლად მოსული
  • და მიწა მისით მოსილი
  • გადაიფარავს წვიმის საბურავს
  • მზის სხივთა ცხუნვის ამრიდავს,
  • ეს საამური სურათი ქვეყნის
  • გამოაღვიძებს მიმალურ გრძნობებს
  • ვით წვიმა დამზრალ ყვავილებს…
  • აღიმართება დიდი ზვირთები,
  • ჩაიხლართება გულის სიღრმეში,
  • თითქოს სწადიან გულის ტაცება
  • ამქვეყნიური ამაოებისგან… 

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: