Category Archives: უაზრობა

მინდოდა დამეწერა

აი როგორც იქნა გადავწყვიტე დამეწერა იმ არარსებულ ემოციებზე, რომელსაც ეხლა განვიცდი. თანაც მშვენიერი მიზეზი მაქ არ გამაჩნდეს არანაირი ემოცია. მე ხო დღეს მაღლივში ვიმყოფებოდი, სადაც თვით ზე ემოციური და ექსპრესიული ადამიანებიც კი დამუნჯებულ, ჩამქრალ ვულკანებს ემსგავსებიან.

ალბათ გიკვირთ ჩემი გენიალური აზრების კვლავ აღმოჩენა იმ საოცარი ბლოგის “ფურცლებზე”, რომლის არსებობა დიდი ხანია დაგავიწყდათ. წაიკითხეთ მეტი >

Advertisements

M.K-ს ღიმილ-კამპანია სტუმრად teennewson-თან

სიცილი და ღიმილის ნებისმიერი ფორმა რომ სიცოცხლეს ახანგრძლივებს, დარწმუნებული ვარ, ეს უკვე იცი.

მაგრამ მაინც მოღუშული სახით დადიხარ ქუჩაში, არ გიხარია ტროტუარზე მობაჯბაჯე მტრედების დანახვა და არც ახალფეხადგმულ ბავშვს უღიმი, შენს წინ რომ მობანდალებს.

რატომ?

ალბათ იმავე მიზეზით, რომლის გამოც ყოველდღე (ან დღეში რამდენჯერმე) ყიდულობ კოლოფს წარწერით „მოწევა კლავს“–შენ დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებ ჯანმრთელობას, იმიტომ რომ შენი ცხოვრებაა და როგორც გაგიხარდება, ისე მოიქცევი.

არ ვაპირებ (ახლა და ამ პოსტში) ნიკოტინის საწინააღმდეგო კამპანიის გატარებას. ჩემს უპირველეს მოვალეობად ღიმილისა და პოზიტიური განწყობის გავრცელება მიმაჩნია და სწორედ ამაზე მინდა გესაუბრო. წაიკითხე მეტი >


იპოვე სექსუალური პარტნიორი

ქორწილი, გათხოვება, სექსი ისევ რჩება ქართველების ერთ-ერთ მთავარ პრობლემად. ოო, რამდენ მათგანს სწადია ამ სურვილების ასრულება, მაგრამ პრინციპში ეს ვის არ სწადია. არ მითხრა, რომ შენ არა? არ დაგიჯერებ. (ოდესმე მაინც მოგინდება)

ეს მარადიული პრობლემა თუ არა სურვილია, რომელიც ყველა ადამინში ცოცხლობს, მაგრამ ზოგიერთ მათგანში განსაკუთრებით იფეთქებს ხოლმე მთელი თავისი ძლიერებით და ანთავისუფლებს თავის მომაკვდინებელ, ვნებისამღვძრელ სექსუალურ ფანტაზიებს. წაიკითხე მეტი >


ჰეი, გამარჯობა იდიოტო

 ჰეი გამარჯობა იდიოტო…  ხო სწორად გაიგე… შენ 21-ე საუკუნის ნამდვილი იდიოტი ხარ…
არა არაფერი გეშლება ნამდვილად შენ მოგმართავ …..

მოგმართავ რა შენ, არ იგულისხმო, რომ აუცილებლად შენ ხარ იდიოტი, არა ამას შენ ვერ გკადრებ,  უბრალოდ ეს პოსტი ნამდვილ იდიოტებს ეძღვნებათ…. ისინი ხომ დღევანდელობაში ნამდვილად არ გვაკლია…

მოკლედ აიხლართეთ გეტყობათ… ვერ გაერკვიეთ… ზოგ თქვენგანს უკვე დაბურძგლა, რადგან გგონია, რომ ამ პოსტით მას მივმართავ, მაგრამ ეს ასე არ არის, რათქმაუნდა თუ შენ თავს იდიოტად არ მიიჩნევ…

იდიოტობა ძალიან რთული ცნებაა და მისი ტარება დიდ ტვირთს გულისხმობს….
ბოლოს და ბოლოს ყველას ხომ არ შეუძლია გამორჩეულად განსაკუთრებული ნატურა, ეგრეთწოდებული იდიოტი იყოს ?! წაიკითხე მეტი >


უაზრობა-ბლოგინგი-უაზრობა

მაშინ როდესაც არ იცი რაზე დაწერო, მაშინ როდესაც ფიქრობ, რომ გამოგელია ფანტაზიის უნარი და შენი შესაძლებლობები ამოწურულია, უნდა დაწერო არაფერი, აი ისეთი არაფერი, რომელსაც ეხლა მე ვწერ…  მოკლედ ზუსტად 18 დღეა, რაც ბლოგერობას მივყავი ხელი. ამ პერიოდში დავწერე 34 პოსტი. ზოგს ეს რიცხვი ბევრი გგონია, ზოგს ცოტა.. მაგრამ მე თუ მკითხავთ ცოტაა, იმასთან შედარებით რისი დაწერაც მინდოდა. საერთოდ ვფიქრობ, რომ პოსტების რაოდენობით არ განისაზღვრება ბლოგის წარმატებულება, კი მართალია რაც უფრო ბევრი პოსტია, მით მეტია მომხმარებელი, მაგრამ თუ პოსტში არ ჩადე რაიმე ღირებული აზრი და ვერ გადაეცი მკითველს ის ემოცია , რასაც გრძნობ ის პოსტი აუცილებლად აბსურდული გამოვა… აი ეს პოსტიც ასეთი აბსურდულია..  ეს პოსტი ნამდვილად არ მიემატება დანარჩენი პოსტების რიცხვს, რადგან ეს უბრალოდ უაზრობაა… მაგრამ ამ ქვეყანაზე ხომ ბევრი რამ უაზრობაა და ადამიანები მაინც ჩავდივართ ამ საოცარ უაზრობებს….
მოდი მაინც გადავუხვევ ამ უაზრობიდან და ცოტა ბლოგერობასაც შევეხები…. წაიკითხე მეტი >


infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: