Category Archives: საინტერესო

ახალი მედიის ინსტრუმენტები

ახალმა მედიამ ჟურნალისტიკაში გარდატეხა მხოლოდ შინაარსობრივი თვალასაზრისით არ მოახდინა. მთავარი წვილი ახალი მედიის ინტრუმენტებს მიუძღვით, რომელთაც სრულიად შეცვალეს თანამედროვე ჟურნალისტის მიდგომა ამბის გაშუქებისადმი.
ცოტა თქვენგანმა თუ იცის შემდეგი ინტერნეტ სერვისები : Dropbox, Google Drive, Soundcloud, Wunderlist, storify და Qik. ზოგიერთი მათგანს იცნობთ კიდეც, მაგრამ იყენებთ კი, მის სრულ შესაძლებლობებს?
dropbox
Dropbox – ეს არის ონლაინ მეხსიერების ბარათი. ძალიან კარგი საშუალება დისტანციურად ფაილების მიმოცვილსათვის და ასევე მათი რედაქტირებისათვის. თქვენ ასევე შეგიძლიათ დიდი ზომის ფაილი გაუზიაროთ მეგობარს, ისე რომ მას არ დასჭირდეს Dropbox – ზე  დარეგისტრირება.

Google Drive – ეს არის უსაზღვრო შესაძლებლობების და პლაგინების მქონე ინტერნეტ გიგანტის სერვისი. ამჯამად, Drive-ის ერთ-ერთ პროგრამაზე – WeVideo-ზე შევჩერდები. ამ პროგრამის გამოყენების შემდეგ, კითხვას – საჭიროა თუ არა ჩავწეროთ კომპიუტერში სპეციალური პროგრამა ვიდეოს დასამონტაჟებლად, შეგვიძლია უარყოფითი პასუხი გავცეთ.

Wunderlist – დღეიდან შეგიძლია დაივიწყოთ  To Do ლისტის შესამქნელად გამოყენებული ბლოკნოტები. ახლა ეს ისეთი მარტივი და მოსახერხებელია, ადვილად შესაძლებელია თქვენი მუშაობა ორმაგად ნაყოფიერი გახდეს. ამ პროგრამის მეშვეობით შეძლებთ დაგეგმოთ  დღის განრიგი, გაუზიაროთ იგი მეგობრებს და ძალიან მარტივად შექმნათ თქვენი ორგანიზაციის გასაკეთებლი საქმეების სია, რომელსაც ყველა თანამშრომელი ერთდროულად იხილავს.

storify – უნიკალური Web პლატფრომა, სადაც ქმნით თქვენ ონლაინ მედია არხს და იწყებთ მაუწყებლობას.  საქმე იმაზე მარტივადაა ვიდრე ეს ჩვენ შეიძლება გვეგონოს. ამ სერვისის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ სტატია, ისე რომ მულტიმედიური ინფორმაციის მოსაძიებლად არ დაგჭირდეთ ახალი სამუშაო ტაბის გახსნა. გჭირდებათ ვიდეო, სურათი, სოციალური ქსელიდან კომენტარების ამოღება ან ნებისმიერი სხვა ინფორმაციის მიღება? თქვენ ეს ყველაფერი storify-ის სამუშაო პანელში დაგხვდებათ.

Qik – მობილური ტელეფონით ან მცირე მეხსიერების მქონე კამერით ვერ ჩავწერთ დიდი მოცულობის ვიდეოს. ამ დებულების გასაბათილებლად საჭიროა მხოლოდ ერთი ინტერნეტ სერვისი – Qik.  ამ პროგრამის მეშვეობით თავისუფლად შეგვიძლია ჩავიწეროთ დიდი მოცულობის ვიდეო, რომელიც შეინახება პირდაპირ ინტერნეტ სივრცეში, თანაც კამერის დაზიანების შემთხვევაში დაზღვეულები ვიქნებით ვიდეოს დაკარგვისაგან.

Soundcloud – ეს არის ონლაინ აუდიო შემნახველი საკანი, ფლეიერი და ძალიან კარგი უფასო საშუალება, ავტვირთოთ აუდიო ფაილები და შემდეგ უპრობლემოდ ჩავსვათ იგი ჩვენს საიტზე. მაგალითისთვის, აქვე განახებთ გადმოტანილი აუდიო ფაილების ვერსიებს.

გიორგი ურუშაძე

Advertisements

Adress – იშოპინგე 1 ლარად

საქართველოში არც თუ ისე ხშირი მოვლენაა, სამოსის ბიზნესში მომხმარებლების განებივრება, სხვადასხვა აქციებით. არის სადღესასწაულო ფასაკლებები, მაგრამ არც თუ ისე ხშირად და თანაც შედარებით დაბალპროცენტიანი. Adress-მა კი ბაზარზე სიახლე შემოიტანა. კომპანია, რომელიც საკუთარ ქსელში 7 მაღაზიას აერთიანებს: 1)123 – პეკინის 11;  2)Etam – პეკინის 5, ჭავჭავაძის 16  3)Promod- პეკინის 5;  4)DPAM – ჭავჭავაძის 12;  5)Celio – პეკინის 5;  6)Tom Tailor – პეკინის 5;  7)Gerry Weber – პეკინის 23, იწყებს აქციას – “ნებისმიერი შენაძენი 1 ლარად”.

გრანდიოზული აქციის არსი შემდეგში მდგომარეობს: ყოველი მეხუთე მყიდველი, არა რომელიმე ერთეული მაღაზიის მეხუთე, არამედ Adress-ის ქსელში მეხუთე მომხმარებელი ხდება აქციის გაამრჯვებული და 1000 ლარამდე ღირებულების პროდუქციას იღებს მხოლოდ 1 ლარად. დიახ, არ მოგესმათ. ეს არ არის კლიენტების მოტყუებისათვის განკუთვნილი ფანდი, ეს რეალობაა, რომელიც ისედაც სასიამოვნო პროცესს – შოპინგს, ორმაგად საინტერესოს და სახალისოს ხდის. აქცია Adress-ის 5 წლის თავს ეხმაურება.

მაღაზიები გათვლილია ყველა გემოვნების, ასაკისა და ორივე სქესის წარმომადგენლებისათვის. ამიტომ თქვენ არ იზღუდებით. 12-დან 21 დეკემბრის ჩათვლით შოპინგობთ მხოლოდ 1 ლარად.

Adress-ის აქციამ მთელი თბილისი მოიცვა, ცნობისმოყვარე თვალები მაღაზიის ვიტრინებს დაკვირებით უყურებს და ვერ გაურკვევია, შევიდეს თუ არა. ფიქრობს, იქნებ მატყუებენ, ვინ რას მოგვაგებინებსო. მაგრამ გეტყვით, რომ ეს, ასე არაა. შედით, იყიდეთ და გახდით შემდეგი იღბლიანი. ამ დროსათვის ქსელს, 30-ზე მეტი გამარჯვებული ჰყავს. ვინ იცის, იქნებ შემდეგი, შენ ხარ.

გამარჯვებულს სპეციალური პროგრამა ავლენს, რომელიც საერთოა Adress-ის შვიდივე მაღაზისაათვის. ნებისმიერ მაღაზიაში ნივთის შეძენისას, ჩვეულებრივ იხდით ფულს, ელოდებით ჩეკს, რომელზეც გამარჯვების შემთხვევაში ეწერება – გილოცავთ, ჯამი – 1 ლარი.


დღეიდან ისევ…..

20121127-005202.jpg

და აი, ვიწყებ……

დიდი ხანია ჩემი კლავიატურა ბლოგის რითმებზე არ აწკაპუნებულა, სწორედ ამიტომ მკითხველის წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი იმ დღიდან დავიწყო მოყოლა, როცა ბლოგის კარები გამოვიხურე, ბლოგოთახში შუქი ჩავაქრე, თუმცა ოდნავ მბჟუტავი სინათლე მაინც დავტოვე უკან დასაბრუნებელი გზის საპოვნელად.

ბლოგი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე ენერგიულად და ყოველდღიური პოსტებით დაიწყო, ბოლო პერიოდია გამოეთხოვა აქტიურ ცხოვრებას და მინებდა საკუთარი პატრონის სიზარმაცეს. თუმცა ვცრუობ, საქმე არაა სიზამრაცეში, პირიქით ბევრ პროექტში მოვინდომე ჩართვა, რამაც შეიწირა ჩემი საყვარელი საქმიანობა. მაგრამ ამ პერიოდს წერის გარეშე მაინც არ ჩაუვლია. ხანდახან აქ, ხანდახან რვეულში ჩანახატად ვაკეთებდი ხოლმე მოკლე შენიშვნებს თუ პოსტებს. ერთ-ერთმა ასეთმა უცაბედმა საკონკურსო პოსტმა წარმატებაც კი მომიტანა და დამარწმუნა, რომ უნდა ვწერო, რადგან საქმე, რომელიც სიამოვნებას განიჭებს და ამავდროულად გიფასდება კიდეც ძალიან მნიშვნელოვანია.

საუბარია ბლოგზე განთავსებულ პოსტზე – “შემოხაზე შენი თავისუფალი არჩევანი” . რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების ბლოგერთა კონკურსში გაიმარჯვა და ამით დიდი ბედნიერება მომანიჭა. მოვიპოვე მშვენიერი ipad 2, რომლის საშუალებითაც ახლა ამ პოსტს ვწერ. თანაც საშუალება მომეცა შევხვედროდი აშშ-ს ელჩს. ეს ხომ ყოველდღე არ ხდება. ძალიან მაგარი გრძნობა, როცა შენი დაწერილი პოსტი წარმატებას მოგიტანს და შეიგრძნობ რომ ეს ყველაფერი მხოლოდ შენი დამსახურებაა.

ამას გარდა, მუდამ ვფიქრობდი იმაზე თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა ქართულ მედია სივრცეში ისეთის, რაც დღემდე საქართველში არაა კარგად ფეხმოკიდებული და განვითარებული. ამ ძიებაში აღმოვაჩინე, რომ არ არსებობს სტუდენტებისათვის განკუთვნილი თანამედროვე, ახალგაზრდული მედია საშუალება, რომლის დახმარებითაც სტუდენტები შეძლებენ უწყვეტ რეჟიმში მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, დეკემბრიდან მე და ჩემი გუნდი წარმოგიდგენთ ახალ, სტუდენტურ, ახალგაზრდულ, თანამედროვე ელექტრონულ და ბეჭდურ ჟურნალს – Tsutimes. სახელიდანვე გამომდინარე მიხვდებით, რომ ჟურნალი თსუ-ს კედლებში ყალიბდება.

აი, ასე მიედინება ჩემი ცხოვრება. დღეიდან შევეცდები მკითხველს თავი შევახსენო, როგორც ჩემი ბლოგის საშუალებით, ისე აწ უკვე tsutimes – ის ფურცლებიდან.

20121127-012111.jpg


შემოხაზე შენი თავისუფალი არჩევანი

იბადები არჩევანის უფლებით. იზრდები და ხვდები, რომ შენი არჩევანი წარმართავს შენს ცხოვრებას. სრულდები 18 წლის და კიდევ ერთხელ ნათლად გაიაზრებ, რომ შენს არჩევანს შეუძლია წარმართოს არა მარტო შენი, არამედ მთლიანად ქვეყნის ბედი.

თავისუფალი ნება, თავისუფალი არჩევანი ის ძირითადი ღირებულებებია, რომელიც ყველა ჩვენგანს გვაგრძნობინებს, რომ ვართ ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე მოიწყოს ცხოვრება ისე, როგორც ეს მას სურს.

ეს ყველაფერი ძალიან მარტივად ჟღერს. ადვილია ილაპარაკო თავისუფალ ნებაზე თუ არჩევანის გაკეთებაზე, როცა მას წინ არაფერი ეღობება.

დაბადების ადგილი: საქართველო
სახელი და გვარი: გიორგი ურუშაძე
წლოვანება: 19 წლის.
დიახ, ეს ჩემი პირადი მონაცემებია. ადვილი მისახვედრია, რომ წელს პირველად მომიწევს არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მაგრამ კითხვა: მომიწევს? არა, რატომ.. მე ხომ არ ვარ ვალდებული წავიდე არჩევნებზე. მაშ, რამ უნდა გადამადგმევინოს ეს ნაბიჯი ?

სინამდვილეში პასუხი ნათელია. მე უნდა დავიჯერო, რომ ჩემი არჩევანი არ დარჩება მხოლოდ ჩემ პირად საკუთრებად და ის შეუერთდება ყველა თავისუფალი მოქალაქის თავისუფალ ნებას, იქცევა ერთ მთლიან გამოვლინებად საქართველოს მოსახლეობის ნებისა. მაგრამ ამ ყველაფერს ხელს უშლის ის მწარე გამოცდილება და წარსული, რამაც ქართველების ცნობიერებაში ღრმა კვალი დატოვა. გაყალბებული არჩევნები, მოპარული ხმები და წართმეული არჩევანის უფლება. ეს ის მწარე რეალობაა, რომელიც ქართველებს დღემდე აბრკოლებს და უკარგავს არჩევნებზე წასვლის სტიმულს.

ხალხის გარკვეულ ნაწილს ჰგონია, რომ არჩევნებზე წასვლა უბრალოდ, დროის კარგვაა. რადგან მათი აზრით ყველაფერი წინასწარ გადაწყვეტილია და ზედა ეშელონებში უკვე განაწილებული აქვთ პროცენტული მაჩვენებლები ამა თუ იმ პარტიისა.

ხალხის ნდობის დაბრუნება. აი, რა არის გამოსავალი. აი, მიზეზი რის გამოც ხალხი არჩევნებზე წავა. მაგრამ ეს ხომ არაა მარტივი. მათ ჯერ კიდევ არ უგემიათ ბოლომდე სამართლიანი არჩევნების გემო, ამიტომ ძნელია მხოლოდ დაპირებებით მოხიბლო და ამით ისე განაწყო ისინი, რომ მათ ეს მორიგი ტყუილი არ ეგონოთ.

ამიტომ მე როგორც ერთ–ერთი მათგანს მთავარ გამოსავლად მიმაჩნია პროგრამა: „ჩემი პირველი არჩევნები“.

ახლა, კი ავხსი თუ რას გულისხმობს ეს პროგრამა. ჩვენ, იმ ადამიანებს, რომლებიც წელს პირველად ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას შეგვიძლია წამოვიწყოთ საყოველთაო კამპანია, რომლის პირდაპირი სამიზნე იქნება ის ხალხი, რომელიც არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.  კამპანია იწარმოებს შემდეგი ლოზუნგებით:

ლოზუნგი პირველი, სამიზნე – ახალგაზრდობა

„გააკეთე შენი პირველი არჩევანი ქვეყნის სასიკეთოდ“.

ლოზუნგი ორი, სამიზნე – სრულიად საქართველოს მოსახლეობა.

„წადი არჩევნებზე და კვლავ იწამე არჩევანის თავისუფლება“

ამ პროგრამის დახმარებით ერთ მხრივ ავიყოლიებთ ახალგაზრდობის იმ ნაწილს, რომელიც წელს პირველად აკეთებს საკუთარ არჩევანს, მეორე მხრივ კი საქართელოს მოსახლეობას დავაფიქრებთ. მე მჯერა, რომ ისინი იწამებენ ახალგაზრდობის მონდომებას. წავლენ არჩევნებზე არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ საკუთარი შვილების მომავლის გამო. ცდა ნამდვილად ღირს, რადგან სხვა გზას მე ვერ ვხედავ. ისინი შეისმენენ საკუთარი შვილების მოწოდებას და მათი გულისთვის გადაგამენ სწორ ნაბიჯს, წავლენ არჩევნებზე.

როცა ამ კონკურსის შესახებ შევიტყვე და გავიგე მისი მიზანი. ბევრი ვიფიქრე თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა. პასუხის მისაღებად ისევ ხალხს მივმართე. დავუსვი კითხვა: რა გზით შეიძლება არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მათი წახალისება?  მათი პასუხები სხვადასგვარი იყო, თუმცა ძნელი არ იყო იმის გამოცნობა, რომ მათ ვერანაირი დაპირება ვერ მოხიბლავდა, თუ ის წამოსული იქნებოდა მთავრობის, ან რომელიმე კანდიდატის მხრიდან. სწორედ ამიტომ ახალგაზრდობა მიმაჩნია იმ ძალად, რომელსაც შეუძლია ხალხი კეთილგანაწყოს ამ პროცესის მიმართ და მისცეს სტიმული 1 ოქტომბერს წავიდეს არჩევნებზე და შემოხაზოს საკუთარი რჩეული. ჩვენ, ახლაგაზრდობამ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენთვის სასურველი მომავლისათვის.


მოკლედ გაუჩინარებაზე და იმამ ხომეინის საღამოზე

ბოლო ხანებია ამ ბლოგს გულის ცემა შეუწყდა და ჰაერივით საჭირო პოსტები შემოაკლდა, მაგრამ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა თავისი მიზეზები აქვს.  ჯერ ერთ მხრივ სწავლა და მეორე მხრივ სხვა მრავალი საინტერესო საქმე უნივერსიტეტში, რომელმაც მომწყვიტა ბლოგ სფეროს და სხვა პოლუსისკენ გადამამისამართა, სადაც წერისთვის დრო სულ უფრო ცოტა რჩება.
ალბათ, ერთ დღეს ისევ აქტიურად დაგიბრუნდებით, თანაც საკმაოდ სერიოზული გეგმები მაქვს ბლოგის გარდაქმნასთან დაკავშირებით. აი, ჩამთავრდეს საგამოცდო პერიოდი და უსაქმურობის ჟამს კვლავ ჩავეფლობი ბლოგმაჟორულ სივრცეში.
ახლა, კი იმ საკითხს მივხედავ, რის გამოც ამ პოსტის დაწერა გადავწყვიტე.

დღეს ანუ 5 ივნისს ირანის კულტურულ წარმომადგენლობაში, გაიმართა ცნობილი ირანელი პოეტის და საზოგადო მოღვაწის იმამ ხომეინის პოეზიის საღამო. რომელიც მერწმუნეთ ჩვეულებრივ მოვლენას ნამდვილად არ წარმოადგენდა, გამომდინარე იქ დამსწრე საზოგადებიდან. ჩემ გარშემო მიმოიარებოდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორიც არის: მაგალი თოდუა, ჯემშიდ გიუნაშვილი და ვახუშტი კოტეტიშვილის მეუღლე ქალბატონი მზეო, რომელმაც ბუმბერაზი ირანისტის ცხოვრების მცირე მონაკვეთი გააცოცხლა. წაიკითხეთ მეტი >


სპარსული ახალი წელი თბილისში

ბლოგის მკითხველებისათვის ჩემ პროფესიასთან დაკავშირებული პოსტები აღარ უნდა იყოს უცხო, რადგან ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ ბევრი სტატია გამოვაქვეყნე აღმოსავლეთმცოდნეობაზე და ზოგადად აღმოსავლურ ტრადიციებსა თუ კულტურაზე.

ამჯერად მინდა შევეხო – ნოვრუზობას, ეგრეთწოდებულ –  სპარსულ ახალ წელს. რომელიც სულ რაღაც 6 დღის წინ აღინიშნა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში მცხოვრებ შიიტ მოსახლეობაში. განსაკუთრებით სოფელ გომბორში, თბილისსა და სხვა მუსლიმებით დასახლებულ პუნქტებში.
ამ დღესასწაულს ხშირად მიაკუთვნებენ  მუსლიმური დღესასწაულების რიგს, მაგრამ მას არ აქვს პირდაპირი კავშირი ისლამთან. ნოვრუზი არის ახალი წელი მზის კალენდრით, რომელიც ემთხვევა გაზაფხულის ბუნიობას. ის აღინიშნება მზის კალენდრით ფარვარდინის თვის პირველ დღეს, ხოლო გრიგორიანული კალენდრით, 21-22 მარტს. წელს გამონაკლისი იყო ნაკიანი წელიწადის გამო და აღინიშნა 20 მარტს, 8 საათსა 14 წუთსა და 27 წამს. მოგეხსენებათ დროის ზუსტ გამოთვლას ამ დღესასწაულისა დიდი მნიშვნელობა აქვს. წაიკითხე მეტი >


სუფიზმი

სუფიზმი, თასავუფი [სუფ, ~მატყლი~, ~უხეში მატყლის ქსოვილი~, თასავვუფ – ~მატყლის ტანისამოსში გამოწყობა~, სინონიმია ტარიკა – ~გზა~, ~მისტიკური გზის~, ~მისტიკური შემეცნების სისტემის, მეთოდის~ მნიშვნელობით] – ასკეტურ-მისტიკური მიმდინარეობა ისლამში. მკვლევარები სუფიზმში ქრისტიანული, ირანული თუ ინდური რელიგიების კვალს ხედავენ. თვითონ სუფი ავტორები ყოველთვის ხაზს უსვამდნენ სუფიზმის ისლამურ წარმომავლობას.
სუფიზმის არსებობის პირველ ეტაპზე (VIII ს. შუა ხანებიდან IX ს. დასაწყისამდე) იგი უმთავრესად ასკეტიზმის იდეების გამომხატველი იყო. ტერმინები თასავუფი და სუფი ჯერ არ გამოიყენებოდა. წაიკითხე მეტი >


დღე პირველი

დღე პირველი, როცა ვიგრძენი შიში, იმისა რის გაკეთებასაც ვაპირებდი. დღე პირველი, როდესაც ვიგრძენი შემეძლო გამეკეთებინა ღირებული, საკუთარი თავისთვისაც და სხვა ადამიანებისთვისაც და დღე პირველი, როდესაც მთელი არსებით შევიგრძენი ბედნიერება და ის ამაოება, რომლითაც ყოველდღე ვსაზრდოობ.

აჰა, გათენდა ის პირველი დღე, როდესაც ემოციების მთელი კოლონა გაცოცხლდა ჩემში და სითბოების ნეტარი ძალა ჩამეღვარა მთელ სხეულში, რომელიც აგერ უკვე რამდენიმე დღეა თან მდევს და არ მანებებს ვიფიქრო ამა ცხოვრების ამაოებებზე. არამედ მაიძულებს ვიყო ისეთი არსება, რომელიც იმსახურებს იწოდებოდეს ადამიანად და არა გამოუსადეგარ, უსულო, ხორცშესხმულ არსებად.

პირველი წუთები იყო შიშნარევი, შემდეგი წუთები კი სევდანარევი და ბედნიერებით აღსავსე.

თვალები გამალებით მისჩერებოდნენ და ცდილობდნენ გარეთ არ გამოეშვათ სველი ემოციები. გული უჩვეულოდ ჩქარა სცემდა და არაამქვეყნიურ ხმაურს გამოსცემდა. ცდილობდა ბედნიერების გრძნობა, რომელსაც ის ამ წუთებში განიცდიდა სხვა ორგანოებისთვისაც გადაეცა. წაიკითხე მეტი >


”იესო ძე კაცისა”

ამ წიგნის ხელში აღება და ჩემი წიგნიერების სამყაროში გადასროლა წამიერად მოხვდა. პირველი შეხება, მართლაც საოცარი იყო.
სათაურიდანვე გამომდინარე ვხვდებოდი, რომ რაღაც განსხვავებული მეკავა ხელთ, თანაც ისე, რომ შემეძლო ამ განსხვავებულს ჩავწვდომოდი და უფრო ღრმად შემეგრძნო, ისე, როგორც სხვა ნებისმიერი  უზომოდ საინტერესო წიგნი.
სათაური ასე თუ ისე მეტყველებს მის შინაარსზეც. თავიდანვე გეტყვით, რომ ყველაფერი გამოგონილია და არ შეეფრება სინამდვილეს. იგი მხოლოდ ავტორისეული წარმოსახვის ნაყოფია, რომელიც საკუთარი ინტერპრეტაციით უცნაურად აცოცხლებს სახარებისეულ პასაჟებს და სხვადასხვა ადამიანის მიერ დანახულ ისეოს წარმოგვიდგენს. თითქმის იდეალურ წონასწორობას ინარჩუნებს თეოლოგიაში. აქ გადმოცემულია როგორც იესოს მოკეთეთა მონაყოლი, ასევე პირიქით. წიგნში იესოზე მოგვითხრობენ მისი თანამედროვენი მოციქული მათე თუ ფილიმონი – ბერძენი ჯალაექიმი, მარიამ მაგდალინელი, პოეტი იერუსალიმიდან, პეტრე თუ ფილოსოფოსი წაიკითხე მეტი >


თსუ – კრიტიკის ობიექტი

ქართულ ბლოგსფეროში თითქმის ყველა სტუდენტის ბლოგზე წააწყდებით სტატიას, სადაც გაფაციცებული მსჯელობა მიდის საკუთარ უნივერსიტეტზე. მათ შორის ბლოგერ-სტუდენტების მთავარი ობიექტია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც მეტწილად კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული. ალბათ უფრო ადვილია აკრიტიკო ან პირიქით მართლაც ხდება რაღაც ისეთი, რაც მათ აიძულებთ წერონ იმ უარყოფით მხარეებზე, რაც სწავლის პერიოდში დაბრკოლებად ექცევათ და მათივე თქმით სრულყოფილი განათლების მიღებაში მთავარი წინაღობის როლს თამაშობს.

მე პირადად ერთ საინტერესო ტენდეციას დავაკვირდი. ასეთი სახის სტატიები გამოცდების პერიოდში უფრო იმრავლებს ხოლმე და მთელი კრიტიკული ელფერით ედება სტუდენტურ ბლოგებს. არ ვიცი ეს რას მივაწერო: გამოცდების დეპრესიულ პერიოდს, ქულებით უკმაყოფილო სტუდენტების რეაქციას თუ წრფელ გულისტკივილს საკუთარი უნივერსიტეტის პრობლემებისადმი. რათქმაუნდა სამივე კატეგორიის ადამიანებს წააწყდებით, რომლებიც ზოგჯერ სიზუსტით და მთელი რიგი რეალური პრობლემების აღწერით შემოიფარგლებიან, ზოგჯერ კი გადამლაშებული სარკაზმით, საკუთარ თავს მსხვერპლის როლში წარმოგვიდგენენ და  უცოდინარობასაც კი უნივერსიტეტს მიაწერენ. წაიკითხე მეტი >


infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: