Category Archives: პოლიტიკა

საპარლამენტო შიმშილის თამაშები

newparliamentchamber-kutaisi-may26პოლიტიკური კატა–თაგვობანა სცილდება პარლამენტის “სოლიდურ” საზღვრებს და კომიკურ ელფერს იძენს.  სკამებზე მონადირე “პატრიოტები” ტრიბუნას იყენებენ, არა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისათვის, არამედ პირად მტრობაზე დამაყრებული საკითხების განხილვისათვის.  თუმცა, ყველაფერს გაგებით უნდა მოვეკიდოთ. დავაცადოთ, ჯერ კარგად მოიფხანონ ენები და ჩაალპონ ერთმანეთი პოლიტიკურ ჭაობში და მერე იქნებ ხალხისთვისაც მოიცალოს, რომელიმე მხარემ – პოზიციამ თუ ოპოზიციამ.

დღევანდელი საპარლამენტო დებატები მაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ ჯერ  კიდევ კარგა ხანი მოგვიწევს გამგებიანი ძიებისა და დეიდების როლის მორგება. ჯერ კიდევ წინაა ოცნებების ასრულებით გამოწვეული ნეტარება.

კოჰაბიტაცია – ამ სიტყვის პანიკურმა გამოძახილმა და მისმა მუდმივმა გამეორებამ პოლიტიკური ოპონენტების მიერ, მოგვცა მხოლოდ და მხოლოდ ახალი  ფრანგული სიტყვა ქართულ ლექსიკაში. თანამშრომლობა არ შედგა და ალბათ არც შედგება თუ იგივე ტემპებით გაგრძელდა ქვეყნის “განვითარებაზე” ზრუნვა.

ჩვენ არ გვყვავს პოლიტიკოსები, ჩვენ გვყვავს შოუმენები. რომელთა ადგილი Comedy TV –ზე უფროა, ვიდრე პარლამენტში. როგორ შეიძლება სერიოზულად აღიქვა მათი გამოსვლა, როცა ისინი საუბრობენ ერთმანეთზე და არა ქვეყანაზე და ხალხზე.

ისინის საუბრობენ ერთამანეთის მიმართ ზეწოლაზე. ისინი საუბრობენ დაპირებებზე. მაგრამ ისინი არ საუბრობენ შედეგებზე, განსახორციელებელ ნაბიჯებზე.  პოზიციის მთავარი თავდაცვითი არგუმენტია 1 ოქტომბერს განხორციელებული ხალხის ნების გამოვლინება და მათი გამარჯვება. მაგრამ, მათ ავიწდყებათ, რომ სწორედ ეს ხალხი აკვირდება მათ მიერ განხორციელებულ ნაბიჯებს და სწორედ ამ ხალხს შეუძლია შეცვალოს მთავრობა, ისევე როგორც ეს ოქტომბერში გააკეთა.

Advertisements

არჩევნები – 2012

დილის 7 საათი, სოფელი დიღომი, საარჩევნო ოლქი #3,უბანი 56. არჩევნები 2012 ოფიციალურად გახსნილად ცხადდება. დილის 8 საათიდან ამომრჩეველთა ნაკადი უწყვეტად მოედინება. წელს, მათი რაოდენობა უპრეცედენტოა. ისინი ერთი მიზნის გარშემო ერთიანდებიან. ეს საკუთარი, თავისუფალი არჩევანის დაფიქსირება გახლავთ.

ჩემი მოვალეობაა პირნათლად დავაკვირდე არჩევნების მიმდინარეობის პროცესს და ვუზრუნველყო მისი გამჭირვალობა. ვფიქრობ, რთული მისიაა იმ ისტორიის გათვალისწინებით, რამაც ქართველების გონებაში ღრმა კვალი დატოვა.  მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, არჩევნები 2012 თითქმის იდეალურად მიმდინარეობს. არ შეინიშნება არცერთი გაყალბების მცდელობა. იგი სრულიად ჯდება განვითარებული, დემკრატიული ქვეყნების სტანდარტებში. ეს, ჩვენთვის სიახლეა.

მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესი მშვიდად მიმდინარეობდა, თუმცა, იყო რამდენიმე პროვოკაციის მცდელობა. კონკრეტულად, ობიექტური მედიის მექად შერაცხულმა ინფო9-ს ჟურნალისტმა სცადა საარჩევნო უბანზე არეულობის შემოტანა და ამით “გემრიელი” კადრების მოპოვება, თუმცა მისი ეს მცდლეობა კრახით დასრულდა. აღსანიშნავია ისიც, რომ “ქართულ ოცნებას” წარმომადგენლები ჰყავდა არა მარტო პარტიის სახელით, არამედ სხვადასხვა ორგანიზაციის სახელითაც. მაგალითად ” ქალი და არჩევანი”-ის წარმომადგენელი სრულებით არ მალავდა, რომ იგი პარტიული იყო და არჩევნებზე ოცნების ინტერესების დაცვას არ ერიდებოდა. სხვა ოცნების წარმომადგენლებიც ცდილობდნენ საარჩევნო პროცესში ზოგჯერ მართლაც, რომ არაფრისმთქმელი ხარვეზების აღმოჩენას და მათ გაფეტიშებას. “ქართულ ოცნებას” საკუთარი ოპერატორი ემსახურებოდა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში განუწყვეტლივ იღებდა. მათგან განსხვავებით, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები სიმშვიდით გამოირჩეოდნენ. ალბათ, მათ ისედაც იცოდნენ ის სურათი, რაც ხმების დათვლის შემდეგ დაიხატა.

ერთი თვალის შევლებაც საკმარისი იყო საარჩევნო უბანზე,  რომ მიმხვდარიყავი თუ საით, ვის გაამრჯვებისკენ მიექანებოდა პროცესი”ქართული ოცნება” ხალხის საერთო რჩეული იყო, თუმცა არა მისი მაჟორიტარები. ისინი ხმას აძლევდნენ ბიძინა ივანიშვილს და არა მის გუნდს. ისინი დაუფარავად აღნიშნავდნენ, რომ დავით უსუფაშვილს, რომელიც საბურთალოზე იყრიდა კენჭს, არადროს არ მისცემდნენ ხმას, რომ არა ივანიშვილი.

საღამოს, 8 საათზე საარჩევნო უბანი დაიხურა და დაიწყო ხმების დათვლა. ყოველ წამს, ყურში ერთი ხმა ჩამესმოდა: “მაჟორიტარი 41, პროპორციული 41”. აქ-იქ თუ გაიგონებდი 5 იანს ან კიდევ უფრო იშვიათად სხვა ციფრს. ამ ყველაფრის ამსხაველი ვიდეო მასალაც მაქვს, მაგრამ არ ვთვლი საჭიროდ მის გამოქვეყნებას.

შუა ღამისას ხმების დათვლაც დამთავრდა. საბოლოო შედეგები კი ამ უბანზე შემდეგნაირად გამოიყურება:

საუბნო პროპორციული:

1 – “კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო” -2
4- “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” – 1
5- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 129
9- “სამართლიანი საქართველოსათვის” – 1
10- “გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება” -9
17- “სახალხო მოძრაობა” – 0
19- “თავისფულება-ზვიად გამსახურდიას გზა” – 0
23 -“ჯონდი ბაღათურია-ქართული დასი” – 15
24 ” ახალი მემარჯვენეები” – 1
26 – “სახალხო პარტია” – 0
30- “მერაბ კოსტავას საზოგადოება” – 1
35- “მომავალი საქართველო” – 0
36 – “საქართელოს მშრომელთა საბჭო” -0
38 – “შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია” -9
40- “საქართველოს სპორტსმენთა კავშირი” – 1
41 – ბიძინა ივანიშვილი -ქართული ოცნება” – 918

საუბნო მაჟორიტარული:

1 -ნანა დევდარიანი -4
4 –  გურამ ჩახვაძე – 0
5 – ანდრია ურუშაძე – 128
10 – ნოდარ სარჯველაძე -10
23 -ჯონდო ბაღათურია – 128
24 -მამუკა კაციტაძე – 1
30 -გიორგი ლილუაშვილი – 2
36 – ამირან ლუაშვილი – 0
38 – სიმონ პეტრიაშვილი- 7
41- დავით უსუფაშვილი – 802

ახლა, მხოლოდ ერთი რამ დაგვრჩენია. ძალიან კარგად გავაანალიზოთ დღევანდელი რეალობა და სწორი ნაბიჯები გადავდგათ. “რუსთავი 2”-თან მომხდარი ფაქტი სრულებით არ გვაუწყებს დემოკრატიის ზეიმს. ასე რომ წინ დიდი სამუშაო ელის ახლად არჩეულ ხელისუფლებას. მათ, ჩვენი იმედები, უნდა გაამართლონ.


შემოხაზე შენი თავისუფალი არჩევანი

იბადები არჩევანის უფლებით. იზრდები და ხვდები, რომ შენი არჩევანი წარმართავს შენს ცხოვრებას. სრულდები 18 წლის და კიდევ ერთხელ ნათლად გაიაზრებ, რომ შენს არჩევანს შეუძლია წარმართოს არა მარტო შენი, არამედ მთლიანად ქვეყნის ბედი.

თავისუფალი ნება, თავისუფალი არჩევანი ის ძირითადი ღირებულებებია, რომელიც ყველა ჩვენგანს გვაგრძნობინებს, რომ ვართ ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე მოიწყოს ცხოვრება ისე, როგორც ეს მას სურს.

ეს ყველაფერი ძალიან მარტივად ჟღერს. ადვილია ილაპარაკო თავისუფალ ნებაზე თუ არჩევანის გაკეთებაზე, როცა მას წინ არაფერი ეღობება.

დაბადების ადგილი: საქართველო
სახელი და გვარი: გიორგი ურუშაძე
წლოვანება: 19 წლის.
დიახ, ეს ჩემი პირადი მონაცემებია. ადვილი მისახვედრია, რომ წელს პირველად მომიწევს არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მაგრამ კითხვა: მომიწევს? არა, რატომ.. მე ხომ არ ვარ ვალდებული წავიდე არჩევნებზე. მაშ, რამ უნდა გადამადგმევინოს ეს ნაბიჯი ?

სინამდვილეში პასუხი ნათელია. მე უნდა დავიჯერო, რომ ჩემი არჩევანი არ დარჩება მხოლოდ ჩემ პირად საკუთრებად და ის შეუერთდება ყველა თავისუფალი მოქალაქის თავისუფალ ნებას, იქცევა ერთ მთლიან გამოვლინებად საქართველოს მოსახლეობის ნებისა. მაგრამ ამ ყველაფერს ხელს უშლის ის მწარე გამოცდილება და წარსული, რამაც ქართველების ცნობიერებაში ღრმა კვალი დატოვა. გაყალბებული არჩევნები, მოპარული ხმები და წართმეული არჩევანის უფლება. ეს ის მწარე რეალობაა, რომელიც ქართველებს დღემდე აბრკოლებს და უკარგავს არჩევნებზე წასვლის სტიმულს.

ხალხის გარკვეულ ნაწილს ჰგონია, რომ არჩევნებზე წასვლა უბრალოდ, დროის კარგვაა. რადგან მათი აზრით ყველაფერი წინასწარ გადაწყვეტილია და ზედა ეშელონებში უკვე განაწილებული აქვთ პროცენტული მაჩვენებლები ამა თუ იმ პარტიისა.

ხალხის ნდობის დაბრუნება. აი, რა არის გამოსავალი. აი, მიზეზი რის გამოც ხალხი არჩევნებზე წავა. მაგრამ ეს ხომ არაა მარტივი. მათ ჯერ კიდევ არ უგემიათ ბოლომდე სამართლიანი არჩევნების გემო, ამიტომ ძნელია მხოლოდ დაპირებებით მოხიბლო და ამით ისე განაწყო ისინი, რომ მათ ეს მორიგი ტყუილი არ ეგონოთ.

ამიტომ მე როგორც ერთ–ერთი მათგანს მთავარ გამოსავლად მიმაჩნია პროგრამა: „ჩემი პირველი არჩევნები“.

ახლა, კი ავხსი თუ რას გულისხმობს ეს პროგრამა. ჩვენ, იმ ადამიანებს, რომლებიც წელს პირველად ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას შეგვიძლია წამოვიწყოთ საყოველთაო კამპანია, რომლის პირდაპირი სამიზნე იქნება ის ხალხი, რომელიც არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.  კამპანია იწარმოებს შემდეგი ლოზუნგებით:

ლოზუნგი პირველი, სამიზნე – ახალგაზრდობა

„გააკეთე შენი პირველი არჩევანი ქვეყნის სასიკეთოდ“.

ლოზუნგი ორი, სამიზნე – სრულიად საქართველოს მოსახლეობა.

„წადი არჩევნებზე და კვლავ იწამე არჩევანის თავისუფლება“

ამ პროგრამის დახმარებით ერთ მხრივ ავიყოლიებთ ახალგაზრდობის იმ ნაწილს, რომელიც წელს პირველად აკეთებს საკუთარ არჩევანს, მეორე მხრივ კი საქართელოს მოსახლეობას დავაფიქრებთ. მე მჯერა, რომ ისინი იწამებენ ახალგაზრდობის მონდომებას. წავლენ არჩევნებზე არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ საკუთარი შვილების მომავლის გამო. ცდა ნამდვილად ღირს, რადგან სხვა გზას მე ვერ ვხედავ. ისინი შეისმენენ საკუთარი შვილების მოწოდებას და მათი გულისთვის გადაგამენ სწორ ნაბიჯს, წავლენ არჩევნებზე.

როცა ამ კონკურსის შესახებ შევიტყვე და გავიგე მისი მიზანი. ბევრი ვიფიქრე თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა. პასუხის მისაღებად ისევ ხალხს მივმართე. დავუსვი კითხვა: რა გზით შეიძლება არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მათი წახალისება?  მათი პასუხები სხვადასგვარი იყო, თუმცა ძნელი არ იყო იმის გამოცნობა, რომ მათ ვერანაირი დაპირება ვერ მოხიბლავდა, თუ ის წამოსული იქნებოდა მთავრობის, ან რომელიმე კანდიდატის მხრიდან. სწორედ ამიტომ ახალგაზრდობა მიმაჩნია იმ ძალად, რომელსაც შეუძლია ხალხი კეთილგანაწყოს ამ პროცესის მიმართ და მისცეს სტიმული 1 ოქტომბერს წავიდეს არჩევნებზე და შემოხაზოს საკუთარი რჩეული. ჩვენ, ახლაგაზრდობამ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენთვის სასურველი მომავლისათვის.


პოლიტიკურ ლაბირინთში 3 ანუ ქართული ოცნება

ეს ბოლო ხანებია ჩემ თავს ვატყობ ოპოზიციური ვაქცინის მორიგი “მსხვერპლი” გავხდი.
უფრო სწორად სიმართლეს ყოველთვის ვხედავდი, მაგრამ სუბიექტური მიზეზების გამო, საჯაროდ არ ვაცხადებდი. დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია კი ყველა ჩვენთაგანისთვის დამთრგუნველია. ვფიქრობ, საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა არც იცის რა უნდა და ბრმად მიჰყვება იმ გზას, რომელიც მათი აზრით გარკვეულ სარგებელს მაინც მოუტანს. პრინციპში, ქართველებს ეს ჩვევა ტრადიციად გვექცა. ადვილია მძიმე მდგომარეობაში ვინმეს მიეკედლო და ხშირად გაუზრებლადაც კი გადადგა ის ნაბიჯი, რომლის შედეგიც ნამდვილად არ იქნება სახარბიელო.

წაიკითხეთ მეტი >


“არაბული გაზაფხული” ლიბიაში


2011 წელს თუნისში დაწყებულმა აჯანყებამ ნათელყო, რომ უკმაყოფილებას სოციალური და ეკონომიკური საფუძველი ჰქონდა და აღნიშნული რეგიონის მაშტაბებს ბევრად სცილდებოდა.
”არაბული გაზაფხული” კი სწორედ ის სახელწოდებაა, რომელიც მსოფლიო მასმედიამ ამ მოვლენებს უწოდა, როგორც ჩანს, 1968 წლის ”პრაღის გაზაფხულის” ანალოგიით, როდესაც ხალხი გამოვიდა ჩეხოსლოვაკიის ტოტალიტარულ-კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ.
მრავალ არაბულ ქვეყანაში არსებობდა ღრმა უკმაყოფილება საკუთარი რეჟიმებით, მაგრამ ”თუნისის რევოლუციის” სწრაფმა წარმატებამ პროტესტის აფეთქებისთვის დეტონატორის როლი ითამაშა.
დომინოს ეფექტით პროტესტი სწრაფად გადაედო სხვა არაბულ ქვეყნებს. უკვე 2011 წლის იანვარში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები: იორდანიაში, ომანში, იემენში, ეგვიპტეში, ბაჰრეინში; მარტში-სირიაში. რეგიონს გარეთ დემონსტარციები იყო ალჟირში, მაროკოში, ხოლო ლიბიაში , რომელსაც 1969 წლიდან, 42 წლის განმავლობაში თავის ოჯახთან და კლანთან ერთად უცვლელად მართავდა საერთაშორისო დონეზე უტაქტობითა და ახირებით ცნობილი დიქტატორი, პოლკოვნიკი მუამარ ალ-კადაფი, ანტისამთავრობო გამოსვლები ნახევარწლიან სამოქალაქო ომში გადაიზარდა. წაიკითხეთ მეტი >


ქართველები პოლიტიკურ ლაბირინთში

საქართველო ეს ის ქვეყანაა, სადაც ნებით თუ უნებლიეთ ნებისმიერი ადამიანი ჩართულია პოლიტიკურ ცხოვრებაში, სადაც არაა მნიშვნელოვანი ხარ თუ არა კომპეტენტური პიროვნება ამა თუ იმ საკითხში. მთავარია შეგიძლია საუბარი, მითუმეტეს  მაშინ, როდესაც შენს ქვეყანაში პოლიტიკური თერმომეტრის სკალა, უმაღლეს ნიშნულამდეა მისული.

ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად საკმარისია გახვიდე ქუჩაში და მიმოიხედო გარშემო. განწყობა, რომელიც ხალხშია გამეფებული ერთ მხრივ შემაშფოთებელია, მაგრამ მეორე მხრივ სრულიად ბუნებრივია იმ მოვლენების ფონზე, რომელიც დღეს ვითარდება ჩვენს ქვეყანაში.

უკლებლივ ყველა: სქესის, ასაკის თუ სოციალური ფენის მიუხედავად მსჯელობს ამა თუ იმ პოლიტიკურ საკითხზე. ის თემები, რომლებიც დღემდე აქტუალური იყო ცალკე პენსიონერისთვის თუ ცალკე თინეიჯერისთვის დღეს შედარებით უკანა პლანზე ინაცვლებს და ადგილს უთმობს პოლიტიკურ ლაბირინთში დაკარგულ და პასუხგაუცემელ თემებს. წაიკითხე მეტი >


”აგვისტოს 5 დღის” მორიგი კრიტიკა დასავლეთიდან

ამერიკული გამოცემა The atlantic რეჟისორ რენი ჰარლინის 2008 წლის აგვისტოს ომზე გადაღებულ ფილმს აფასებს. წერილის ავტორი ჰოშუა ფოსტი წერს, რომ ეს ფილმი არც კი აცხადებს პრეტენზიას ნეიტრალიტეტზე, ბალანსსა და სამართლიანობაზე. ყველა ქართველი ნამდვილი სამხედროა, ყველა რუსი უსახური, სისხლმოწყურებული სოციოპათია და უდანაშაულოთა ხოცვა-ჟლეტა ახარებს.
”რაღა თქმა უნდა, როდესაც ამას ვუყურებთ, ალბათ არ უნდა გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობა დაუღალავად დევნის და აპატიმრებს იმ ჟურნალისტებს, ვინც სააკაშვილის მთავრობას აკრიტიკებსს ” – წერს ფოსტი.
”მსახიობები მართლაც ღირსეულად თამაშობენ, მაგრამ ომთან დაკავშირებით სიუჯეტის უზარმაზარ დისბალანსს ძალიან შორს გადააქვს ყურადღება იქიდან, რაც შეიძლება, საინტერესო კინოფილმი გამხდარიყო” – წერს The atlantic . წაიკითხე მეტი >


ოცნება, რომელიც ვიცი არასოდეს ამიხდება …..

მოკლედ ამ თამაშში ველურმა ორქიდეამ დამთაგა… ალბათ სათაურიდან გამომდინარე მიხვდით რაზე უნდა დავწერო , მაგრამ დღეს ისეთი დღეა, რომ არ შემიძლია ამ პოსტში არ მოვიხსენიო განათლების სამინისტროს ”ბრწყინვალე ” მუშაობა. გაგიკვირდებათ და ჩვენი ძვირფასი სამინისტრო ახალი ინოვაციებით გვაოცებს. ახლახანს ახალი პროგრამა დანერგეს, არ ვიცი საიდან შემოიტანეს, მაგრამ აბიტურიენტებთან დაახლოების მიზნით მათ გადაწყვიტეს ღადაობის და დაცინვის გზით მჭიდრო კავშირი დაამყარონ მათთან.

მოკლედ ჯერ იყო ამ განცხადებით დაიწყეს :
აბიტურიენტთა საყურადღებოდ! პირველადი ჩარიცხვების შედეგები, სავარაუდოდ, 15-დან 25  აგვისტომდე გახდება ცნობილი.
ჩვენც მეტი რა გვინდოდა, დავიჯერეთ და დიდი მოლოდინით ველოდებოდით ამ რიცხვს და იმედი გვქონდა 25 ში მაინც დაიდებოდა საბოლოო პასუხები, მაგრამ ნურას უკაცრავად,  ხომ უნდა განახორციელონ საკუთარი ახალი პროგრამა , რათქმაუნდა ისევ და ისევ ჩვენს თაობაზე, რომელსაც უკვე საცდელ კურდღლებად თვლიან. წაიკითხე მეტი >


სტერეოტიპი, ტრადიცია, წარსული,

საზოგადოებაში მუდამ არსებობდა და იარსებებს ჩამოყალიბებული სტერეოტიპები, მითუმეტეს მაშინ როდესაც ხარ ქართველი და შენს უკან დგას ამხელა ტრადიციები, წეს-ჩვეულებები შენდა უნებურად რაღაც ჩარჩოში ექცევი და ემონები იმ სუტაციას, რაც ხალხშია დამკვიდრებული.
ასევე არსებობს სხვა მხარეც, რომელიც ისევ და ისევ ქართველებში უფრო გამალებით იჩენს თავს, ვიდრე სხვა ეროვნების ადამიანებში. კონკრეტულად: ნაცნობობით სამსახურში მიღება და ფულით ყველა პრობლემის მოგვარება.

მოკლედ… ხარ უნიჭო? მაგრამ გყავს გავლენიანი ნაცნობი? პრობლემა მოგვარებულია, არ იდარდო . შენ უახლოეს მომავალში გიხილავთ რომელიმე სფეროს მაღალ ეშელონებში. მიუხედავად იმისა, რომ შენი ტვინის წონა ქათმისას ჩამოუვარდება… წაიკითხე მეტი


იოსებ სტალინი

სტალინი იყო უდიდესი გენია, რომლის წინაშე თავს ხრიდნენ მსოფლიოს უდიდესი პოლიტიკოსები: უინსტონ ჩერჩილი, ფრანკლინ დელანო რუზველტი და სხვა მრავალი. სტალინი, როგორც პიროვნება  იყო არის და მუდამ იქნება განსჯის საგანი. მისი ქცევები,  პოლიტიკა ყოველთვის იწვევდა აზრთა სხვადასხვაობას. დღემდე ვერ გაურკვევიათ მისი ნამდვილი ბუნება, წარმომავლობა, ბოლომდე არცაა ცნობილი მისი ხასიათის შტრიხები. დღემდე იწერება მასზე, დღემდე იგრძნობა ცხოველი ინტერესი ამ გენიალური ადამიანის მიმართ, მან ხომ ისტორიაში უდიდესი კვალი დატოვა, როგორც უძლიერესმა პოლიტიკოსმა და  მმართველობის ნიჭით დაჯილდოებულმა ადამიანმა.

არ დავიწყებ სტალინზე დაწვრილებით ბიოგრაფიული ინფორმაციის მოწოდებას, რადგან ვიკიპედია ამის იდეალური საშუალებაა, უბრალოდ მინდა ჩემი მოკრძალებული აზრი გამოვთქვა ამ ადამიანის შესახებ….

მოგეხსენებათ იოსებ სტალინი დაიბადა გორში, ისევე, როგორც მე, ამიტომ აქ ჩემს ქალაქში ყველამ კარგად იცის მისი პიროვნების შესახებ, განსაკუთრებულად ჩვენი მშობლების,  ბებია-ბაბუების თაობამ. აქ ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეიძლება მოისმინო გაცხარებული საუბარი ამ გენიალური ადამიანის შესახებ. გაიგებ მის ქება-დიდებას, არარსებულის მიწერას და განდიდებას, ასევე მოისმენ უარყოფით კომენტარებსაც, მისი კულტის უარყოფას და საერთოდ მისი პოლიტიკის დაგმობას. Continue reading


infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: