Category Archives: პირადი

გადავწყვიტე – საავადმყოფოში მივდივარ, რატომ “ევექსი”?

731

ჩემი ბლოგის მკითხველმა კარგად იცის, რომ საავადმყოფოებზე არ ვგიჟდები. სუნიც კი მაღიზიანებს. თუმცა, ამჯერად მომიწია არჩევანის გაკეთება – ჯანმრთელობის სასარგებლოდ. უცნაურია, მაგრამ ბოლო 3 წელია თბილისის არცერთ საავადმყოფოში არ ვყოფილვარ. ხომ იცით, სანამ რამე არ გართულდება, მანამდე ექიმის თეთრი ხალათიც კი გაღიზიანებს.

​მოკლედ, გადავწყვიტე – საავადმყოფოში მივდივარ. თუმცა, ისევ პრობლემა – სად? დავწერე სტატუსი და მეგობრების რჩევებს დაველოდე. 22 პასუხიდან ერთი სასურველი უნდა ამომერჩია. რატომღაც “ევექსის” პოლიკლინიკები ლიდერობდა, თუმცა გამაფრთხილეს, სანამ წახვალ, ჯიბე შეამოწმეო. მოგეხსენებათ, სტუდენტის ჯიბე არც ისეთი სქელია, ამიტომ ჩემი ამბებიც ჩაიფუშა.

თუმცა, ზოგჯერ ჩემნაირ ტიპებსაც უმართლებთ ხოლმე. ისევ ცუკერბერგი დამეხმარა, ნიუსფიდის სქროლვისას ასეთ სიახლეს წავაწყდი: “სამედიცინო კორპორაცია ევექსის პოლიკლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაერთო”. გავიფიქრე, ვახ, ეს უკვე კარგია. მე სტუდენტი ვარ, შესაბამისად ბევრი მომსახურება სრულიად უფასოდ მეკუთვნის, ვიფიქრე რაც იქნება იქნება და დავრეგისტრირდი ჩემს ახლთან მდებარე სამედიცინო ცენტრში.
ოჯახის ექიმს “ევექსის” დიდუბის პოლიკლინიკაში მივადექი. შენობა კი მომეწონა, მაგრამ თეთრხალათიან ტიპებს ისევ ვუღრენდი. შევედი ექიმთან და ​დრამატული სურათი გაიჩითა. ექიმი ვერ გაერკვა რატომ მივადექი, ზოგადი სისუსტე გადაღლილობას დააბრალა. მე ვუთხარი, მგონი გაციებული ვარ, თირკმელი და ფილტვები მაწუხებს-მეთქი. აშკარად დზნ დავაბნიე, მაგრამ თბილად მომიდგა და გულიც უცბად მომილბა. მგონი, თეთრი ხალათიც მომეწონა. ისე კარგ ვიდზე კი იყო.

ბევრი, რომ არ ვიბოდიალო, სისხლის და შარდის საერთო ანალიზზე გამიშვა. შარდის საერთო ანალიზმა მომატებული ლეიკოციტები გაქვსო და ასე დამიდგინეს შარდის ბუშტის ანთება. სად ჯანდაბიდან ავიკიდე არ ვიცი, მაგრამ ახლა სახლში მოკალათებული კი ვწერ ამ პოსტს და თან წამლებს ვყლაპავ. ხო, კინაღამ დამავიწყდა, ჯიბის გამოცარიელება სულაც არ დამჭირვებია, სახელმწიფოს საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში , ოჯახის ექიმისა და ანალიზების მომსახურება უფასოდ გამოვტყუე.


მე – სოციალურად აქტიური

20121204-215419.jpg

საქართველოში ბოლო რამდენიმე წელიწადია იმატა ბლოგერების რიცხვმა და შესაბამისად საზოგადოების დინტერესებამაც სოციალური მედის ამ მიმართულების მიმართ. სხვადასხვა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანიზაციებიც ხშირად მიმართავენ ინფორმაციის გავრცელების ახალ, შესამჩნევად ეფექტურ საშუალებას, რაც ხშირ შემთხვევაში გამოიხატება მათ მიერ გამოცხადებული კონკურსებით ბლოგერებისათვის და ჯურნალისტებისათვის. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც არაა გამონაკლისი. მათ მიერ გამოცხადებული კონკურსები გამორჩევა საინტერესო თემატიკით და მიმზიდველი პრიზებით. ერთ-ერთი ასეთი კონკურსი, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში გამოცხადდა, რომლის ფარგლებში ნებისმიერ ბლოგერს შეეძლო დაეწერა სტატია, თემაზე: რა გზით შეიძლება არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მოსახლეობის წახალისება?
მიუხედავად ჩემი ნეგატიური დამოკიდებულებისა კონკურსების მიმართ, გამომდინარე საზოგადოებაში დმაკვიდრებული დოგმისა: „მე მაინც ვერ გავიმარჯვებ“ , „ყველაფერი წინასწარაა ჩაწყობილი“ გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა და გამომეცადა ჩემი ძალები.
დავწერე სტატია და გავაგზავნე მითითებულ მისამართზე. ამის შემდეგ კონკურსის მსვლელობა სრულიად გადამავიწყდა. არ ველოდი პასუხებს. წარმოუდგენლად მიმაჩნდა საკუთარი თავის გაამრჯვებულთა სიაში ამოკითხვა. არა იმიტომ, რომ ზედმეტად თავმდაბალი ადამიანი ვარ, ან ცუდი წარმოდგენა მაქვს საკუთარ შესაძლებლობებზე, არამედ იმიტომ რომ ძნელია წარმოიდგინო საკუთარი თავი ასეთი კონკურსის გამარჯვებულის ამპლუაში. თუმცა, შეუძლებელი არაფერია.
ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩემს ტელეფონზე გაისმა ზარი, რომელმაც მაუწყა, რომ მე – ადამიანს, რომელსაც თავი უიღბლოთა სიის მოწინავე რიგებში წარმოედგინა, აღმოაჩინა რომ, სწორედ ის გახდა კონკურსის გაამრჯვებული. ემოციები ორმაგად გამძაფრდა როდესაც გავიგე, რომ საჩუქარს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი გადმომცემდა და ეს საჩუქარი ipad 2 იქნებოდა. ხო, ამ დროს – ცხოვრება მშვენიერია.
საჩუქრის გადმოცემის დღე ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებას დაამთხვიეს. იქ ობამა ზეიობდა გაამრჯვებას, აქ კი – მე.
როგორც აღმოჩნდა ეს პრიზი ჩემი წარმატების საწინდარი გახდა ბლოგ სფეროში, რადგან სულ რამოდენიმე დღის წინ კიდევ ერთ, ბლოგერთა კონკურსში გავიმარჯვე, რომელსაც საქართველოში ზიანის შემცირების ქსელი და ევროკავშირი ახორციელებდა, თემაზე: ნარკომანია, აივ-ი, შიდსი და C ჰეპატიტი. რომლის ფარგლებში რამდენიმე ბლოგერი და უკვე შემდგარი, წარმატებული ჟურნალსიტები ლოპოტაზე გავემგზავრეთ, სადაც მიმოვიხილეთ ამ თემების გაშუქების ხარისხი და მისი გადმოცემის ფორმები, რის შედეგადაც აღმოვაჩინეთ მრავალი უზუსტობა და ინფორმაციის ნაკლულობა ქართულ მედია სივრცეში.


დღეიდან ისევ…..

20121127-005202.jpg

და აი, ვიწყებ……

დიდი ხანია ჩემი კლავიატურა ბლოგის რითმებზე არ აწკაპუნებულა, სწორედ ამიტომ მკითხველის წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი იმ დღიდან დავიწყო მოყოლა, როცა ბლოგის კარები გამოვიხურე, ბლოგოთახში შუქი ჩავაქრე, თუმცა ოდნავ მბჟუტავი სინათლე მაინც დავტოვე უკან დასაბრუნებელი გზის საპოვნელად.

ბლოგი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე ენერგიულად და ყოველდღიური პოსტებით დაიწყო, ბოლო პერიოდია გამოეთხოვა აქტიურ ცხოვრებას და მინებდა საკუთარი პატრონის სიზარმაცეს. თუმცა ვცრუობ, საქმე არაა სიზამრაცეში, პირიქით ბევრ პროექტში მოვინდომე ჩართვა, რამაც შეიწირა ჩემი საყვარელი საქმიანობა. მაგრამ ამ პერიოდს წერის გარეშე მაინც არ ჩაუვლია. ხანდახან აქ, ხანდახან რვეულში ჩანახატად ვაკეთებდი ხოლმე მოკლე შენიშვნებს თუ პოსტებს. ერთ-ერთმა ასეთმა უცაბედმა საკონკურსო პოსტმა წარმატებაც კი მომიტანა და დამარწმუნა, რომ უნდა ვწერო, რადგან საქმე, რომელიც სიამოვნებას განიჭებს და ამავდროულად გიფასდება კიდეც ძალიან მნიშვნელოვანია.

საუბარია ბლოგზე განთავსებულ პოსტზე – “შემოხაზე შენი თავისუფალი არჩევანი” . რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების ბლოგერთა კონკურსში გაიმარჯვა და ამით დიდი ბედნიერება მომანიჭა. მოვიპოვე მშვენიერი ipad 2, რომლის საშუალებითაც ახლა ამ პოსტს ვწერ. თანაც საშუალება მომეცა შევხვედროდი აშშ-ს ელჩს. ეს ხომ ყოველდღე არ ხდება. ძალიან მაგარი გრძნობა, როცა შენი დაწერილი პოსტი წარმატებას მოგიტანს და შეიგრძნობ რომ ეს ყველაფერი მხოლოდ შენი დამსახურებაა.

ამას გარდა, მუდამ ვფიქრობდი იმაზე თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა ქართულ მედია სივრცეში ისეთის, რაც დღემდე საქართველში არაა კარგად ფეხმოკიდებული და განვითარებული. ამ ძიებაში აღმოვაჩინე, რომ არ არსებობს სტუდენტებისათვის განკუთვნილი თანამედროვე, ახალგაზრდული მედია საშუალება, რომლის დახმარებითაც სტუდენტები შეძლებენ უწყვეტ რეჟიმში მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, დეკემბრიდან მე და ჩემი გუნდი წარმოგიდგენთ ახალ, სტუდენტურ, ახალგაზრდულ, თანამედროვე ელექტრონულ და ბეჭდურ ჟურნალს – Tsutimes. სახელიდანვე გამომდინარე მიხვდებით, რომ ჟურნალი თსუ-ს კედლებში ყალიბდება.

აი, ასე მიედინება ჩემი ცხოვრება. დღეიდან შევეცდები მკითხველს თავი შევახსენო, როგორც ჩემი ბლოგის საშუალებით, ისე აწ უკვე tsutimes – ის ფურცლებიდან.

20121127-012111.jpg


პირველი დაბადების დღე

დღეს, 5 აგვისტოს ბლოგს ერთი წელი შეუსრულდა. დიახ, სრულმა 365–მა დღემ ჩაიქროლა მას შემდეგ რაც გადავწყვიტე უსაქმურობისგან დაღლილს დამეწყო წერა. თავიდა ცოტა არ იყოს ეჭვით ვუყურებდი ამ საქმეს და მხოლოდ რამდენიმე დღიან გასართობად მიმაჩნდა. მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ დღემდე თქვენთან ერთად მოვედი და ბლოგ სფეროში მცირე ადგილის დაკავება მაინც შევძელი. ძნელია, წერო სისტემატიურად და თანაც ისე, რომ მკითხველს თავი მოაწონო. მითუმეტეს მაშინ, როცა ბლოგის მნიშვნელობა ყველას სხვადასხვანაირად აქვს გააზრებული.
ჩემი მიზანი არ ყოფილა დამეწერა პირად ცხოვრებაზე და ბლოგი გამომეყენებინა, როგორც დღიური. არა, უბრალოდ მე მინდოდა მეწერა ყველაფერზე და არა რაიმე კონკრეტულზე. გამეზიარებინა ჩემი მცირე გამოცდილება, ცოდნა სხვებისთვის და პირიქით, მიმეღო მკითხველისაგანაც იგივე. არ ვიცი რამდენად შევძელი ამ ფუნქციების შესრულება, მაგრამ მე ეს ნამდვილად მინდოდა.

დღეიდან შევეცდები კიდევ უფრო გავააქტიურდე და თუ ამას მკითხველის რაოდენობაც შეუწყობს ხელს მთლად ბედნიერი ვიქნები. რამდენიც არ უნდა იძახოს ბლოგერმა, რომ ის მხოლოდ თავის გულის მოსაფხანად წერს და არ აინტერესებს სტატისტიკა, არ ენდოთ, რადგან არ არსებობს ბლოგერი, რომელსაც ყოველდღიურად თვალი არ გაურბის ციფრებისაკენ. 🙂

ახლა კი, შემოგთავაზებთ ერთი წლის განმავლობაში ბლოგის სტატისტიკას.

ასე რომ, დღეისათვის

ჯამში 28,572 Hits , მეორე მთვლელის მიხედვით 35500

top.ge- ს მთვლელით 14753 ვიზიტორი.

ყველაზე მეტი ვიზიტორი იყო 4 სექტემბერს, როდესაც ჰიტების რაოდენობამ 710–ს მიაღწია.

ჯამში, სულ 94 პოსტია დაწერილი. 1,193 კომენტარი, 17 კატეგორია და 510 თაგია ბლოგზე.

ბლოგის პირწიგნაკის გვერდს 200 მოწონება აქვს.

ბლოგს 262  follower ჰყავს.

რაც შეეხება ყოველდღიურ სტატისტიკას, როცა პოსტებს აქტიურად ვწერდი საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები ჰქონდა ბლოგს, მაგრამ პასიურობის ჟამს ეს მაჩვენებელი დაბლა იწევს, რაც სრულიად ბუნებრივიცაა…

რაღა დამრჩენია, გარდა იმისა, რომ ბლოგს დაბადების დღე მივულოცო და ვუსურვო განვითარება და ერთგული მკითხველების მომრავლება.


მან შომა რა დუსთ დარამ !

არ ვიცი საიდან დავიწყო წერა მიტოვებულმა, ზაფხულის ფოთოლივით მიმჭკნარმა, დასიცხულმა და სიყვარულით ანთებულმა ბლოგერმა, ირანისტმა. მაგრამ მე მინდა დღეს ეს უფერული პოსტი ჩემს მეგობრებს, ჩემს ირანისტებს მივუძღვნა. ადამიანებს, რომლებმაც მასწავლეს თუ როგორ უნდა მებრძოლა, ადამიანებს რომლებმაც ხელი გამომიწოდეს და მაჩვენეს გუნდური ცხოვრების ხიბლი. არ ვიცი, რა დავარვქა იმ ურთიერთობას, რომელიც დღითიდღე სპარსულ ამობრუნებულ 5 იანს ემსგავსება და სპარსული ანბანისამებრ ლამაზ ფორმებს იღებს.

ეს ისტორია წესით მაშინ დაიწყო, როცა ერთმა დაბნეულმა ბიჭმა ფეხი თსუ–ს ზღურბლზე დადგა და აღმოსავლური ჰაერით მოწამვლაც კი იკადრა, ეს მაშინ როცა მანამდე ყველაფერი აღმოსავლური მასში მხოლოდ არაფრისმთქმელ ემოციებს აღძრავდა…

This slideshow requires JavaScript.

წაიკითხე მეტი >


პროფესიული გზაჯვარედინი

შენ წინ გზაჯვარედინია, არ იცი საით წახვიდე. რას დაუკავშირო ის უხილავი ძაფი, რომელიც შენი ტვინიდან იწყება და შენს მომავალ ცხოვრებას უკავშირდება…
ირგვლივ იხედები და შუქნიშნების ნაცვლად ხედავ წარწერებს შენთვის ნაცნობს და ჯერ კიდევ მიუწვდომელს. ხო სწორად მიხვდი ამ აბრებზე დიდი ასეობით გამოკვეთილად წერია პროფესიები, რომლებიც შენს გონებაში ერთმანეთს მონაცვლეობით მუდამ სტიქიურად ბრუნავდნენ და არ აცლიდნენ ერთმანეთს მთავარი ადგილის დაკავებას. ხან ერთი პროფესია მოექცეოდა შენი გონების ზენიტში, ხან მეორე და ასე გრძელდებოდა უსასრულოდ. წაიკითხე მეტი >


გადადგი ნაბიჯი შენში სიკეთის მარცვლის გასაღვივებლად !

თქვენ თუ გინახავთ ადამიანის მადლიერებით აღსავსე თვალები? ან თუ შეგიგრძვნიათ თქვენს მიერ ჩადენილი სიკეთის საოცარი გამოძახილი? ალბათ დიახ. ასე, რომ ალბათ იმაშიც დამეთანხმებით, რომ ეს საოცარი გრძნობაა…

არ ვიცი რატომ ვწერ ამ ყველაფერს, მაგრამ ვიცი, რომ ეს ყველაფერი ჩემზე ძალიან დადებითად მოქმედებს. რაღა დამრჩენია სიკეთის კეთების გარდა, როცა ის ასეთ სიამოვნებას მანიჭებს.

ალბათ ყველა თქვენგანს გადაგიყვანიათ მოხუცი ქუჩაზე, მიხმარებიხართ, წაქცეული აგიყენებიათ და ბოლოს მათთვის მადლიერებით აღსავსე თვალებშიც ჩაგიხედავთ. წაიკითხე მეტი > >


მახსოვს ვინატრე

აი დადგა დღე, როდესაც მივხვდი, რომ გავიდა კიდევ ერთი მრავლის მომცველი და ზოგჯერ ერთფეროვნად მიმავალი 2011 წელი. დავფიქრდი და კიდევ ერთხელ დავაკლიკე ადამიანური შესაძლებლობების მაკონტროლებელ ღილაკს, მივუთითე ფუნქცია ”გადახვევა” და დავბრუნდი ამა წლის დასაწყისში. ყველაფერი უჩვეულოდ დაიწყო.
მახსოვს, იმედით აღსავსე თვალებით შევეგებე ახალ, საოცრებათა მომლოდინე, სიყვარულით აღსავსე  2011 წელს.

მახსოვს ველოდი რაღაც ახალს, უჩვეულოს, გულში ჩამწვდომს და გამაოგნებელი ხმის გამომცემს. ისეთი ხმისას, შიგნიდან, რომ გაწვება და მთელი არსებით ითხოვს გამოშვებას, თავისუფლებით დაკმაყოფილებას და არაადამიანური წარმოუდგენლად მიმზიდველი გრძნობების შეგრძნობას. წაიკითხე მეტი >


მინდოდა დამეწერა

აი როგორც იქნა გადავწყვიტე დამეწერა იმ არარსებულ ემოციებზე, რომელსაც ეხლა განვიცდი. თანაც მშვენიერი მიზეზი მაქ არ გამაჩნდეს არანაირი ემოცია. მე ხო დღეს მაღლივში ვიმყოფებოდი, სადაც თვით ზე ემოციური და ექსპრესიული ადამიანებიც კი დამუნჯებულ, ჩამქრალ ვულკანებს ემსგავსებიან.

ალბათ გიკვირთ ჩემი გენიალური აზრების კვლავ აღმოჩენა იმ საოცარი ბლოგის “ფურცლებზე”, რომლის არსებობა დიდი ხანია დაგავიწყდათ. წაიკითხეთ მეტი >


დაბნეული პირველკურსელი თსუ-ში

დღეს 4 ოქტომბერია, ანუ სულ რაღაც ერთი დღეა, რაც ჩემდა საბედნიეროდ თუ საუბედოროდ(ამას დრო გვიჩვენებს) დაიწყო სწავლა, მაგრამ ერთი განსხვავებით, ამჟამად არა სკოლაში, არამედ უკვე უნივერსიტეტში ვაგვიანებ.

პირველმა დღემ საკმაოდ ნორმალურად ჩაიარა თუ არ ჩავთვლით სტუდენტების მიერ მოწყობილ აქციას, რომელმაც ჩემზე ცუდათ იმოქმედა, უფროსწორად დამაფიქრა იმ არჩევენაზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ მივიღე.  ეს არჩევანი კი უნივერსიტეტის შერჩევას ეხება. (ვიდეო ნახეთ აქ)

ამ თემაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, რადგან თსუ-ში სულ 2 დღის მისული ვარ და სიმართლე  გითხრათ პირველი შთაბეჭდილებები საკმაოდ კარგია, ვფიქრობ თავისუფლად შევძლებ სწავლას.
სხვის აზრს კი ნამდვილად არ მოვიხვევ თავზე, მირჩევნია მე თვითონ აღმოვაჩინო ხარვეზები, რათქმაუნდა თუ ის არსებობს, ვიდრე ვიღაცის ბლუდუნს მოვუსმინო, რომელიც შეიძლება საფუძველმოკლებულია. წაიკითხე მეტი >


infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: