Category Archives: ნიჭიერი ადამიანები

ნიჭიერების მიძინებული ვულკანი ანუ ჯეოსტარი 2011

გუშინ სტარტი აიღო ყველასთვის კარგად ნაცნობმა მუსიკალურმა პროექტმა ჯეოსტარი 2011 – მა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება. იგი ამერიკული პროექტის ”აიდოლის” ანალოგია და ასევე ძალიან გავს ბრიტანულ პროექტს x ფაქტორს, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ხორციელდება.

სიმართლე გითხრათ თავიდანვე დიდი მოლოდინით ველოდებოდი ორშაბათს , რადგან გული მიგრძნობდა, რომ აუცილებლად ვიხალისებდი მონაწილეების გამოსვლაზე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდებოდი ქართველების ზე-ნიჭიერებაში . ეს მოლოდინიც გამიმართლდა.
ჩემ თვალწინ ქართული ნიჭიერების მიძინებულმა ვულკანმა გაიღვიძა და ამოაფრქვია თავისი შემაშფოთებელი და გავარვარებული ლავა, რომელიც ჯეოსტარის ჟიურის დაუნდობლად დაუპირისპირდა. წაიკითხე მეტი >

Advertisements

ნიჭიერი, ახალბედა პოეტი

ამ პოსტში მინდა გაგაცნოთ უნიჭიერესი ახალგაზრდა პოეტი. ეს გახლავთ ანა ხარაიშვილი, რომელსაც წერის განსაკუთრებული მანერა აქვს. მისი ლექსების კითხვისას უნებურად ინუსხები და ემორჩილები მის ემოციებს, იძენ იმ უდიდეს მუხტს, რომელიც მძაფრად იგრძნობა მის შემოქმედებაში.

მოკლედ ჯობია თავად გაეცნოთ მის ლექსებს და თავადვე შეაფასოთ.
ეს კი ამ უნიჭიერესი ადამიანის ფოტო… ვაი თუ შემთხვევით ქუჩაში შემოგხვდათ…. )

ხო მართლა არ დაგავიწყდეთ ეს ექსკლუზუვია ამ ბლოგზე შესანიშნავი ლექსებისა.. მე დარწმუნებული ვარ, რომ ანა სახელგანთქმული პოეტი გახდება და ეს მარტო ცარიელი სიტყვები არ არის მის შესაქებად… მე მართლაც ასე ვფიქრობ…

……
ბავშვი თუ უბრალოდ პატარა?!

ვიცი, უკვე გავიზარდე, აღარა ვარ პატარა,
ახლა მე უნდა ვატარო რაც ცხოვრებამ მატარა.
ვხედავ ჩემი ნაბიჯებიც დღითიდღე რომ იზრდება
და თანდათან მეტად მიჭირს მათი გადაბიჯება!

ვხედავ თურმე დარქმევია წარმოსახვას იმედი,
შევამჩნიე მომიხიეს მეც სიცოცხლის ბილეთი,
მთელი ერი გამალებით ერთ დიდ ჭადრაკს თამაშობს
პაიკები იცვლებიან, მეფე ციხეს დარაჯობს…
ორთქმავალი ისევ ოხვრით მიუყვება ლიანდაგს,
თვითმფრინავით დღესაც ფრინავს ბევრი ბაბაიაგაც,
ხშირი სმისგან ეს ბოთლები სულ ჯინებით ივსება,
თუმცა ბოთლიდან გაშვებას ალბათ ვერ ეღირსება!

საუკუნე საუკუნეს ეჯახება მიწისძვრით,
წელიწადი ძველ წელიწადს მიაგორებს კინწისკვრით…
მე ვიზრდები, ის ბერდება, ზღაპარი კი გრძელდება,
ვიღაც ამბობს, რომ ბავშვობა თურმე არ მეორდება! წაიკითხე მეტი >


უბრალოდ ნიჭიერი

ამ პოსტში გადავწყვიტე გაგაცნოთ, ერთი ნიჭიერი ადამიანის ნახატები, რომლისთვისაც ხატვა ყველაფერს წარმოადგენს. ხატვის დროს ის საკუთარ თავს პოულობს და გრძნობები, ემოციები ნახატებში გადმოაქვს. ის დღე-ღამეში საკმაოდ დიდ დროს უთმობს თავის საყვარელ საქმიანობას და დარწმუნებულია, რომ დიდ წარმატებასაც მიაღწევს. ასევე მეც ვარ დარწმუნებული მის წარმატებაში და ყოველვე კარგს ვუსურვებ.

ეს ადამინი კი გახლავთ სოსო ცერცვაძე…….

აი მისი ნახატებიც: (მართალია სურათების ხარისხი ცუდია, მაგრამ სილამაზე, მაინც აღიქმება)

წაიკითხე მეტი >


infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: