მან შომა რა დუსთ დარამ !


არ ვიცი საიდან დავიწყო წერა მიტოვებულმა, ზაფხულის ფოთოლივით მიმჭკნარმა, დასიცხულმა და სიყვარულით ანთებულმა ბლოგერმა, ირანისტმა. მაგრამ მე მინდა დღეს ეს უფერული პოსტი ჩემს მეგობრებს, ჩემს ირანისტებს მივუძღვნა. ადამიანებს, რომლებმაც მასწავლეს თუ როგორ უნდა მებრძოლა, ადამიანებს რომლებმაც ხელი გამომიწოდეს და მაჩვენეს გუნდური ცხოვრების ხიბლი. არ ვიცი, რა დავარვქა იმ ურთიერთობას, რომელიც დღითიდღე სპარსულ ამობრუნებულ 5 იანს ემსგავსება და სპარსული ანბანისამებრ ლამაზ ფორმებს იღებს.

ეს ისტორია წესით მაშინ დაიწყო, როცა ერთმა დაბნეულმა ბიჭმა ფეხი თსუ–ს ზღურბლზე დადგა და აღმოსავლური ჰაერით მოწამვლაც კი იკადრა, ეს მაშინ როცა მანამდე ყველაფერი აღმოსავლური მასში მხოლოდ არაფრისმთქმელ ემოციებს აღძრავდა…

This slideshow requires JavaScript.


გზის დასაწყისში მე უზარმაზარი სიყვარულით ანთებული ჯერ კიდევ შესაკოწიწებელი წრის პატარა ნაწილი ვიყავი, დღეს კი მე იმ უზარმაზარი წრის ნაწილი ვარ, რომელსაც ჩვენ აწ უკვე მეორე კურსელი ირანისტები ვქმნით. წინ, ჰორიზონტს გავყურებ და 25 არაჩვეულებრივ მოციმციმე ვარსკვლავს ვხედავ. ვარსკვლავებს, რომელთა დახასიათებასაც სიამოვნებით შემოგთავაზებდით, მაგრამ ჩემი უსუსურობის გამო არ შემიძლია, ისე კარგად გადმოვცე ემოციები სიტყიერი გზით, რომ ამ გრძნობების იდენტური სახე შემოგთავაზოთ.

ირანისტებო, მინდა სულ ასეთ მოციმციმე ვარსკვლავთა ერთობად დავრჩეთ და არ მივცეთ საშუალება არავითარ მატერიალურ ღირებულებას, თუ გულისამრევ ქულას ჩვენი სიყვარულის და მეგობრობის ძალით შეკრული წრე გაარღვიოს.

არ მინდა არაფრისმთქმელ სიტყვებად დავიხარჯო და ჩემ გულწრფელ გრძნობებს ხელოვნურობის ელფერი შევძინო. ამიტომ სჯობს გრძნობებთან თამაში მალევე დავამთავრო და მადლობა მოგიხადოთ, რომ ასეთები არსებობთ….

Advertisements

6 responses to “მან შომა რა დუსთ დარამ !

  • Nanako Ust

    რა კარგი პოსტი იყო! ❤ ❤

  • Ibi

    რომელიც დღითიდღე სპარსულ ამობრუნებულ 5 იანს ემსგავსება=<3
    მეც 1 წელია რაც ვსწავლობ, თუმცა ჩემზე 2 წლით პატარა ჯგუფელები მყავს და ამიტომ მხოლოდ მე და ჩემი მეგობარი ვართ რაღაც გამოყოფილივით. მეც მინდა ეგეთი კარგი ჯგუფი, ნამდვილად გაგიმართლა ❤
    ერთი სული მაქვს , 22 სექტემბერი როდის მოვა და ამ ქვეყანას როდის ვნახავ ^^

  • teennewson

    კი მართლაც საოცარი ჯგუფი მყავს….

    ნეტავ იცოდე , როგორ მშურს შენი… წარმოიდგინე როგორ მინდა მეც ნახვა… წესით პირველკურსელები მიყავთ ხოლმე ყოველთვის, მაგრამ წელს ბევრი ვართ და მგონი არ აპირებენ… მომავალ წელს იმედია ერთი თის წავალ სასწავლებლად… მომიკითხე ჩემი ირანი, რომ ჩახვალ.. ❤

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: