ეს ბოლო ხანებია ჩემ თავს ვატყობ ოპოზიციური ვაქცინის მორიგი “მსხვერპლი” გავხდი.
უფრო სწორად სიმართლეს ყოველთვის ვხედავდი, მაგრამ სუბიექტური მიზეზების გამო, საჯაროდ არ ვაცხადებდი. დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია კი ყველა ჩვენთაგანისთვის დამთრგუნველია. ვფიქრობ, საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა არც იცის რა უნდა და ბრმად მიჰყვება იმ გზას, რომელიც მათი აზრით გარკვეულ სარგებელს მაინც მოუტანს. პრინციპში, ქართველებს ეს ჩვევა ტრადიციად გვექცა. ადვილია მძიმე მდგომარეობაში ვინმეს მიეკედლო და ხშირად გაუზრებლადაც კი გადადგა ის ნაბიჯი, რომლის შედეგიც ნამდვილად არ იქნება სახარბიელო.
ჩემი ნაცნობების უმეტესობა პოლიტიკურად გააქტიურდა, დაუპირისპირდა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს. ეს ყველაფერი ძალიანაც გამიხარდებოდა მათ სამშობლოს უანგარო სიყვარული, რომ აერთიანებდეთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს ხომ ასე არა? (რა თქმა უნდა არ ვგულისმხობ ყველა მათგანს).
მეც ბევრი რამ არ მომწონს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. მეც მტიკვა, მეც მიჭირს საზოგადოების თითოეულ წევრთან ერთად, მაგრამ მე არ ვაკეთებ ჩემ პოლიტიკურ არჩევანს იმ ძალებს შორის, რომლებიც ახლა კიაფობენ ჩვენს პოლიტიკურ არენაზე. ყოველ შემთხვევაში მანამდე მაინც, სანამ არ დავრწმუნდები, რომ რომელიმე მათგანს ოცნებებში სკამი კი არა ერთიანი და ძლიერი საქართველო წარმოესახება.
მოდი, ღიად ვისაუბრებ იმ მართლაც, რომ უკვე მძლავრ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც ახლა გამოჩნდა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.
ბიძინა ივანიშვილი – ადამიანი, რომლის მიმართაც ყოველთვის დადებითად ვიყავი და ვარ განწყობილი, მაგრამ რაც იგი პოლიტიკაში გამოჩნდა, დამიგროვდა უამრავი კითხვა, რომელზე პასუხებიც ბევრ რამეს ნათელს მოფენდა. პასუხებში ვგულისმხობ არა მხოლოდ სიტყვიერ, არამედ ქმედით, შედეგის მომცემ ნაბიჯებს.
რამდენიმე დღის წინს თვალს ვადევნებდი “ქართული ოცნების” აქციას ჩემ მშობლიურ კუთხეში, გურიაში. ამ ყველაფერმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, დამმუხტა ემოციურად და სიამაყის გრძნობა ჩამინერგა. მაგრამ ეს ნამდვილად არაა საკმარისი ჩემ კითხვებზე პასუხის გასაცემად.
კითხვებს კი ის სიტუაცია ბადებს, რომელიც ახლა არსებობს. განა, ამ პოლიტიკური ძალის მთავრობაში მოსვლის შემდეგ, მართლაც შეიცვლება სიტუაცია? მაშინ, როდესაც ახლა ცდილობენ ფულით საქმის მოგვარებას, მაშინ როდესაც ნაცნობებს ასაქმებენ, შეჰყავთ პარტიაში და სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ ამომრჩევლების მოზიდვას. მინდა მჯეროდეს, რომ სიტუაცია სასიკეთოდ შეიცვლება, მაგრამ ზემოთ დასმული კითხვები არ მაძლევენ ამის საშუალებას. არ მინდა, ერთი პოლიტიკური ძალა მეორე იდენტური ძალით შეიცვალოს და ხალხი მხოლოდ წინასაარჩევნო ან გამარჯვების წინა პერიოდში გაახსენდეთ.
თანაც ნიშანდობლივია, რომ ამ პარტიის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ ის ადამიანები, რომელთაც მხოლოდ ფული თუ გააერთიანებს. ჩემთვის მიუღებელია ასეთი ადამიანებისთის ქვეყნის მმართვის სადავეების ხელში ჩაგდება. თინა ხიდაშელი და მისთანები ვერ ამიხდენენ ქართულ ოცნებას. არ ვიძახი, რომ ამ პარტიაში არ არინ ღირსეული პოლიტიკური პერსონები, უბრალოდ არ შეიძლება ყველა ფულს გამოდევნებული და მთავრობაზე გაბოროტებული ადამიანი ერთ ოთახში შეუშვა, იმ ადამიანეთან ერთად, რომელთაც რეალურად შეტკივათ გული ჩვენს სამწუხარო რეალობაზე.
ივნისი 22nd, 2012 at 9:46 PM
vinc azrovnebs yvelas echvi epareba, vinc vera da mxolod fuli ainteresebs ki sheiqmna ukve meramdened fanatikosad. es is xalxia visac gamudmebit schirdeba vinmestvis tayvaniscema
ივნისი 23rd, 2012 at 6:47 PM
კი, გეთანხმები ნაწილობრივ.
ივნისი 26th, 2012 at 11:04 AM
ყველა იდეალური და ყველასათვის მოსაწონი არასოდეს იქნება. ყოველთვის იქნება და ყოველთვის იყო რომ ფულისთვის მოდიოდნენ პოლიტიკაში.არიან ღირსეულებიც რა თქმა უნდა. მაგრამ….. დღეს დღეობით რაც ხდება ეს არის საშინელება. მე არ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება სადაც შიში, ტერორი, უსამართლობა, მარაზმი სუფევს.სადაც მარტო ჩივილი, ჩაშვება და დასმენაა. სადაც ერთი მეორეს ჩასაფრებული ელოდება რომ შეცდომა დაუშვას. სადაც ყველაფერს ვკარგავთ. საკუთარ ხალხს პატივს აღარ ვცემთ და არარაობად მიგვაჩნია ის ხალხი ვინც აგირჩია. მოკლედ თუ არ შეიცვალა სიტუაცია უფსკრულისკენ მივდივართ. და რაც შეეხება ოცნებას. ხალხს დიდი ძალა აქვს. თუ ერთი მოიყვანა და მერე შეცვალა, ესეიგი სხვასაც შეცვლის თუ ისიც არ გაამრთლებს. ეს გაითხალისწინონ. vot
ივნისი 26th, 2012 at 11:11 AM
ბევრ რამეში გეთანხმები, მაგრამ მგონი დროა დამთავრდეს, ის დრო როცა ხალხი უმიზნოდ და სარგებელის გამო მიჰყვება, რომელიმე პოლიტიკურ ძალას, შემდეგ მიხვდება, რომ შეცდომა დაუშვა და ახლიდან იწყებს პოლიტიკურ ბობოქრობას. ასე ქვეყანა ვერ განვითარდება. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე ვთლი, რომ ღირს ამ მიზანს ბოლომდე მივდიოთ. რადგან არ მიმაჩნია, რომ ხელისუფლებისკენ უბრალო ძალა მიილტვის. პირიქით მეც მაქ იმედები, რომელიც იმედია გამართლდება. უბრალოდ ამ პოსტში ის კითხვები წამოვწიე წინა პლანზე, რომელიც მართლა მაწუხებს და ბუნებრივია მანტერესებს მათზე პასუხი.
ივნისი 26th, 2012 at 5:30 PM
უამრავ რაღაცას ვხედავ და ვიცი რომ სწორი ვარ. ამიტომაცაა ზოგს მიშისტი ვგონივარ, ზოგს ივანიშვილზე დახამებული. არც ერთი ვარ და არც მეორე. უბრალოდ ერთი ვიცი, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ლიზიკუნას თქმის არ იყოს, რაღაც უნდა შეიცვალოს და რაც შეიძლება სწრაფად და სამართლიანად. 😉
ივნისი 26th, 2012 at 5:33 PM
“ზოგს მიშისტი ვგონივარ, ზოგს ივანიშვილზე დახამებული.” – თითქმის ანალოგიურად სიტუაციაში ვარ მეც. რა თქმა უნდა ცვლილებები აუცილებელია. )
ივლისი 22nd, 2015 at 9:27 AM
It used to price money however they switched to a Freemium model (Free to
play with in-app purchases).
ნოემბერი 7th, 2015 at 6:25 AM
Wonderful site. Plenty of useful info here. I’m sending it to a few friends ans also sharing in delicious.
And naturally, thank you on your effort!
ნოემბერი 30th, 2015 at 7:10 PM
An alternative choice to consider is a breakfast station the place
the meals is made-to-order and totally different stations are arrange with
each carrying totally different freshly made objects equivalent to waffles,
pancakes, and omelettes.
დეკემბერი 23rd, 2015 at 3:05 AM
Sure. Each rental car should be photographed or higher but, videotaped by
you earlier than you permit the rental lot.