მოკლედ გაუჩინარებაზე და იმამ ხომეინის საღამოზე


ბოლო ხანებია ამ ბლოგს გულის ცემა შეუწყდა და ჰაერივით საჭირო პოსტები შემოაკლდა, მაგრამ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა თავისი მიზეზები აქვს.  ჯერ ერთ მხრივ სწავლა და მეორე მხრივ სხვა მრავალი საინტერესო საქმე უნივერსიტეტში, რომელმაც მომწყვიტა ბლოგ სფეროს და სხვა პოლუსისკენ გადამამისამართა, სადაც წერისთვის დრო სულ უფრო ცოტა რჩება.
ალბათ, ერთ დღეს ისევ აქტიურად დაგიბრუნდებით, თანაც საკმაოდ სერიოზული გეგმები მაქვს ბლოგის გარდაქმნასთან დაკავშირებით. აი, ჩამთავრდეს საგამოცდო პერიოდი და უსაქმურობის ჟამს კვლავ ჩავეფლობი ბლოგმაჟორულ სივრცეში.
ახლა, კი იმ საკითხს მივხედავ, რის გამოც ამ პოსტის დაწერა გადავწყვიტე.

დღეს ანუ 5 ივნისს ირანის კულტურულ წარმომადგენლობაში, გაიმართა ცნობილი ირანელი პოეტის და საზოგადო მოღვაწის იმამ ხომეინის პოეზიის საღამო. რომელიც მერწმუნეთ ჩვეულებრივ მოვლენას ნამდვილად არ წარმოადგენდა, გამომდინარე იქ დამსწრე საზოგადებიდან. ჩემ გარშემო მიმოიარებოდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორიც არის: მაგალი თოდუა, ჯემშიდ გიუნაშვილი და ვახუშტი კოტეტიშვილის მეუღლე ქალბატონი მზეო, რომელმაც ბუმბერაზი ირანისტის ცხოვრების მცირე მონაკვეთი გააცოცხლა. საოცარი შეგრძნებაა იხილო ის ადამიანები , რომლებმაც ეს დარგი მეცნიერების უმაღლეს მწვერვალზე აიყვანეს. ეს არ იყო შეხვედრა ჩვეულებრივ ადამიანებთან, ეს იყო შეხვედრა ცოცხალ ლეგენდებთან.
ასეთ დროს ორმაგად გიჩნდება სურვილი უფრო მეტი ისწავლო და ღირსეულად გააგრძელო ის გზა, რომელიც უკვე კარგა ხანია მიმართულებას იკვლევს ქართულ-ირანულ გზაჯვარედინზე. მოუსმინო ასეთი ადამიანების გამოსვლას და არ იგრძნო თავი ამაყად, რომ ხარ ქართველი და თანაც მომავალი ირანისტი, შეუძლებელია.

“ვისორამინი” , “შაჰნამე” ომარ ხაიამის რობაიების, იმამ ხომეინის ლექსების თარგმანები და სხვა კიდევ მრავალი ის საგანძურია, რომელიც ჩვენ ამ ადამიანებმა გვაჩუქეს. ვფიქრობ, ზედმეტია ვილაპარაკო მაგალი თოდუაზე და მითუმეტეს ვახუშტი კოტეტიშვილზე, რადგან ნებისმიერ ქართველს მოსმენილი მაინც ექნება მათი მრავალმხრივი მოღვაწეობის შესახებ.
ღონისძიება ძალიან საინტერესოდ წარიმართა, მოვისმინეთ ბიოგრაფიული ცნობები ხომეინზე, ლექტორების, მეცნიერების მრავალი საინტერესო გამოსვლა, ასევე ჩვენ სტუდენტებმა წავიკითხეთ მაგალი თოდუას და ვახუშტი კოტეტიშვილის თარგმანები. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ირანის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მაჯიდ სამადზადე საბერი, რომელიც თავისი საინტერესო სიტყვით გამოირჩეოდა.

მოკლედ ეს იყო დღე თვალსაწიერის გაფართოებისა, არსებულის შეგრძნობის და დაფასებისა. დღე მიგნებებისა და მიზნების გამოკვეთისა. დღე , რომელმაც მიმახვედრა, რომ ასეთ ღონისძიებები ნამდვილად უნდა აისახოს ამ ბლოგზე.

ბოლოს კი გთავაზობთ ფრაგმენტებს თსუ-ში გამართული ვახუშტი კოტეტიშვილის საღამოდან.

Advertisements

6 responses to “მოკლედ გაუჩინარებაზე და იმამ ხომეინის საღამოზე

  • tsotnee

    მეც რამდენი ხანია არაფერი დამიწერია. კეთილი იყოს დაბრუნება! 🙂

  • teennewson

    მადლობა ცოტნე.. იმედია მალე ორივენი გავააქტიურდებით .. )))

  • ♥ Miss.Catalan.. ♥

    დაბრუნდი პუშკი,დაბრუნდიიი ❤

  • Tedo

    გამარჯობა! როგორც თქვენი პოსტიდან მიხვდი ირანისტი ბრძანდებით. მეც ამ ბოლო დროს ირანის თანამდეროვე პოლიტიკით დავინტერესდი. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ქართულად ბევრი ვერაფერი აღმოვაჩინე. თქვენ ხომარ გექნებათ რამე მასალები ან იმფორმაცია სად შემიძლია მოვიძიო ქართული წყაროები ირანის თანამედროვე პოლიტიკის შესახებ კავკასიისა და განსაკუთრებით საქართველოსთან მიმართებაში.
    მადლობა წინასწარ!

    • teennewson

      შემიძლია გირჩიოთ რევაზ გაჩეჩილაის წიგნი “ახლო აღმოსავლეთი”. ასევე გიორგი სანიკიძის თანაავტორობითაა გამოსული ძალიან კარგი წიგნი, სადაც ირანი დეტალურადაა განხილული. ახლა, სახელი არ მახსოვს, თუმცა მოვიძიებ და დავტოვებ.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: