სპარსული ახალი წელი თბილისში


ბლოგის მკითხველებისათვის ჩემ პროფესიასთან დაკავშირებული პოსტები აღარ უნდა იყოს უცხო, რადგან ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ ბევრი სტატია გამოვაქვეყნე აღმოსავლეთმცოდნეობაზე და ზოგადად აღმოსავლურ ტრადიციებსა თუ კულტურაზე.

ამჯერად მინდა შევეხო – ნოვრუზობას, ეგრეთწოდებულ –  სპარსულ ახალ წელს. რომელიც სულ რაღაც 6 დღის წინ აღინიშნა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში მცხოვრებ შიიტ მოსახლეობაში. განსაკუთრებით სოფელ გომბორში, თბილისსა და სხვა მუსლიმებით დასახლებულ პუნქტებში.
ამ დღესასწაულს ხშირად მიაკუთვნებენ  მუსლიმური დღესასწაულების რიგს, მაგრამ მას არ აქვს პირდაპირი კავშირი ისლამთან. ნოვრუზი არის ახალი წელი მზის კალენდრით, რომელიც ემთხვევა გაზაფხულის ბუნიობას. ის აღინიშნება მზის კალენდრით ფარვარდინის თვის პირველ დღეს, ხოლო გრიგორიანული კალენდრით, 21-22 მარტს. წელს გამონაკლისი იყო ნაკიანი წელიწადის გამო და აღინიშნა 20 მარტს, 8 საათსა 14 წუთსა და 27 წამს. მოგეხსენებათ დროის ზუსტ გამოთვლას ამ დღესასწაულისა დიდი მნიშვნელობა აქვს.
ნოვრუზის ტრადიციული რიტუალი იწყება  გაზაფხულის პირველი ყვავილების  გამოჩენით. ბავშვები ყვავილებით ხელში შემოივლიან მუსლიმთა სახლებს და სიმღერით ულოცავენ ახალი წლისა და გაზაფხულის დადგომას. ამ დღესასწაულის დროს იცვამენ ახალ სამოსს, ამზადებენ სადღესასწაულო ტკბილეულს – სუმანაკ (ალაოს ხალვა), დღესასწაულამდე 15 დღით ადრე იწყება ხორბლის ან ქერის გაღვივება, შემდეგ გამოწურავენ და ადუღებენ წვენს ფქვილთან და შაქართან ერთად. კარაგდ განათებულ სახლში აწყობენ სადღესასწაულო სუფრას, სადაც აუცილებლად უნდა იყოს 7 პროდუქტი, რომელთა სახელწოდება სინ-ით იწყება. მაგიდაზე დგამენ სარკეს, მის ორივე მხარეს სანთლებს ანთებენ, დებენ ყურანსაც. სასურველია თუ ოჯახის პირველი სტუმარი მამაკაცი იქნება. საღამოს, მზის ჩასვლის წინ კოცონს ანთებენ და ხტებიან რიგრიგობით. ნოვრუზის დროს ეწყობა საყოველთაო სეირნობა, ბაზრობები. თავის ხელოვნებას წარმოაჩენენ სახალხო მომღერლები და მუსიკოსები, აკრობატები და ოიმბაზები.

ეს რაც შეეხება ნოვრუზს, ახლა კი მინდა მოგითხროთ თუ როგორ აღვნიშნე ეს დღესასწაული მომავალ ირანისტ კოლეგებთან და ირანელებთან ერთად თბილისში მდებარე “ჩაიხანაში” ან გნებავთ “გულანშაროში”.

შეიძლება ზოგიერთს გაუკვირდეს, მაგრამ ფაქტია, რომ თბილისში ირანელების საკმაოდ დიდი რაოდენობა ცხოვრობს და მოღვაწეობს. ისინი საკმაოდ აქტიურ კულტურულ ცხოვრებას ეწევიან ჩვენს დედაქალაქში. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ეს დიდი დღესასწაული განსაკუთრებულად აღნიშნეს. ის ღონისძიება კი, რომელსაც მე ვესწრებოდი მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი მცირე ნაწილი იყო იმ დიდი დღესასწაულისა, რომელსაც ნოვრუზს ვუწოდებთ.

“გულანშაროში” ყველაფერია იმისთვის, რომ თავი აღმოსავლურ გარემოში იგრძნო და წამიერად მოსწყდე თითქოს და ევროპულ გარემოცვას და გადაეშვა ემოციებით აღსავსე უდიდეს კულტურულ სამყაროში. ამასთან თუ ამ ყველაფერს თან ერთვის აღმოსავლური სულის სიმების ამათრთოლებელი ჰანგები, რომელიც მთელი თავის ძლიერებით აღწევს ადამიანურ სამყაროში და იმორჩილებს გრძნობად სამყაროს.

მისია – გრძნობადი სამყაროსთვის ნეტარების მინიჭება ირანულ მუსიკალურ ჯგუფ “საჰარის” დაეკისრა , რომელიც საკამოდ ცნობილია ჯგუფია, როგორც ირანში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

თავიდან ცოტა არ იყოს სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ამ ჯგუფის მიმართ, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა პირველი ნოტი,  რომ წამიერად მოვკალათდი სპარსული ჩვეულებისამებრ პატარა ბალიშზე და მთელი გრძნობადი სამყარო მივმართე აღმოსავლური ჰანგებისაკენ. ეს იყო მომენტი გაოცებისა და ბედნიერებისა, რადგან კიდევ უფრო დავრწმუნდი პროფესიული არჩევანის სისწორეში და კიდევ უფრო დავუახლოვდი აწ უკვე ჩემთვის ნაცნობ და შესაცნობ სამაყროს.

უცნაურია, უბრალოდ ვიჯექი და ვტკბებოდი იმ ჰანგებით, რომელთანაც აქამდე არავითარი შეხება არ მქონია. უცნაურია, მაგრამ ვეცნობოდი იმ სამყაროს, რომელიც აქამდე მხოლოდ თეორიას წარმოადგენდა შორეული აღმოსავლეთს შესახებ. უცნაურია, რომ დღეს ამ პოსტს ვწერ და სადღაც შიგნით ვხვდები, რომ ეს ყველაფერი ჩემი სულის ნაწილი ხდება. უცნაურია, მაგრამ ეს ასეა.

ყველაფერი უცნაური, ხომ ჩემში მისი შეცნობის სურვილს აღვივებს. დაე ვიყო უცნაური ჩემი უცნაური ინტერესებით…

Advertisements

4 responses to “სპარსული ახალი წელი თბილისში

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: