სუფიზმი


სუფიზმი, თასავუფი [სუფ, ~მატყლი~, ~უხეში მატყლის ქსოვილი~, თასავვუფ – ~მატყლის ტანისამოსში გამოწყობა~, სინონიმია ტარიკა – ~გზა~, ~მისტიკური გზის~, ~მისტიკური შემეცნების სისტემის, მეთოდის~ მნიშვნელობით] – ასკეტურ-მისტიკური მიმდინარეობა ისლამში. მკვლევარები სუფიზმში ქრისტიანული, ირანული თუ ინდური რელიგიების კვალს ხედავენ. თვითონ სუფი ავტორები ყოველთვის ხაზს უსვამდნენ სუფიზმის ისლამურ წარმომავლობას.
სუფიზმის არსებობის პირველ ეტაპზე (VIII ს. შუა ხანებიდან IX ს. დასაწყისამდე) იგი უმთავრესად ასკეტიზმის იდეების გამომხატველი იყო. ტერმინები თასავუფი და სუფი ჯერ არ გამოიყენებოდა. ადრეული სუფიებისთვის დამახასიათებელი იყო გარესამყაროს ასკეტური უარყოფა, ~ამ სამყაროდან გაქცევა~, სიმდიდრის, ფუფუნების დაგმობა, ყურანისა და მოციქულის სუნას მითითებათა უმკაცრესი დაცვა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხშირი ლოცვა და დამატებითი მარხვა, ~სიღარიბის კულტი~, როგორც სულის გადარჩენის იდეალური საშუალება. ასკეტებს (შემდგომ მათ ფაკირებს და დარვიშებს უწოდებდნენ) წესად ჰქონდათ მხოლოდ ერთი დღის სამყოფი მოწყალების შეგროვება, რადგანაც საზრდოს მომარაგება თავაქულის პრინციპის დარღვევად ითვლებოდა. საზრდო სუფის მხოლოდ საკუთარი შრომით ან მათხოვრობით უნდა მოეპოვებინა.
სუფიზმის არსებობის პირველი ეტაპის დასასრულს სუფიების ასკეტური მსოფლმხედველობა თანდათან შეივსო მისტიციზმის ელემენტებით. ამ სახის სუფიზმის ერთ-ერთ ჩამომყალიბებლად ითვლება ჰასან ალ-ბასრი.
IX ს-დან სუფიზმის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება. გარდა ბასრისა, დიდი მნიშვნელობა შეიძინა ბაღდადის და ხორასნის სკოლებმა. შეიქმნა სუფიზმის სხვადასხვა, ერთმანეთისგან დაშორებული მიმდინარეობები. სუფიზმის უპირველესი ინტერესის სფერო ხდება მისტიკოსის შინაგანი სულიერი ცხოვრება. მისტიკოსი მიუყვება ~გზას~ (ატ-ტარიკ), რომლის გავლისას იგი განიწმინდება ~ამქვეყნიური სიბინძურისგან~ და ~უახლოვდება~ ღმერთს.
სუფიზმი გავრცელებული იყო ძირითადად ქალაქებში, უმთავრესად ხელოსანთა და წვრილ ვაჭართა წრეებში.
X-XI სს-ში სუფიურმა მსოფლმხედველობამ და ტრადიციამ ჩამოყალიბებული სახე მიიღო. განვითარების უფრო მაღალ საფეხურს მიაღწია სუფიურმა ~მეცნიერებამ~. სუფი ღვთისმეტყველები ხაზს უსვამდნენ ისლამში სუფიზმის არსებობის კანონიერებას, ისლამური თვალსაზრისით თასავუფის თეორიისა და პრაქტიკის გამართლებას. ყველაზე ადრეულ სუფიებად ალი და მუჰამადის პირველი მიმდევრები მიაჩნდათ. მათი მოღვაწეობის შედეგად მოხდა სუფიური ~ცოდნის~ სისტემატიზაცია, შემოღებულ იქნა მხოლოდ სუფიებისთვის დამახასიათებელი, მისტიკური ~გზის~ აღმნიშვნელი და მისტიკოსის ~სულიერი მდგომარეობის~ გამომხატველი სპეციფიკური ტერმინოლოგია.
XII-XIII სს-ში სუფიზმი მუსლიმური საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი ელემენტი ხდება, რაშიც დიდია ალ-ღაზალის (გარდ. 1111 წ.) წვლილი. მან აღიარა სუფიების მიერ შემუშავებული მორალურ-ეთიკური პრინციპების ფასეულობა და რწმენის მისტიკური აღქმის ღრმა მნიშვნელობა ზოგადად ისლამისათვის.
სუფიური სავანეები (ზავია, ხანაკა, რიბატი) მისიონერული პროპაგანდისა და რელიგიური ცხოვრების ცენტრებად იქცნენ. მათ გარშემო დაიწყო ჩამოყალიბება სუფიურმა საძმოებმა (ტურუკ, მრ. რ. სიტყვისა ტარიკა), რომელთაც ნაწილობრივ ქრისტიანულ ორდენებს ამსგავსებენ. პირველი ასეთი საძმოები იყო სუჰრავარდია და კადირია, რომელთა მსოფლმხედველობითი საფუძვლების შექმნა მიეწერებათ უმარ ას-სუჰრავარდის (გარდ. 1234-35 წ.) და აბდ ალ-კადირ ალ-ჯილანის (გარდ. 1166 წ.), თუმცა, რეალურად საძმოები მათმა მოწაფეებმა დააფუძნეს. დამწყები სუფი, მურიდი ემორჩილებოდა თავის სულიერ მოძღვარს, მურშიდს (შაიხს) და მისი ხელმძღვანელობით ეუფლებოდა სუფიურ მოძღვრებათა საფუძვლებს. ყველაზე დიდ სუფი შაიხებს უწოდებდნენ ~წმინდანებს~, აღიარებდნენ მათ უზენაეს ავტორიტეტს რელიგიური და საერო ცხოვრების სფეროში, მიიჩნევდნენ უცოდველებად და ~ღვთის რჩეულებად~ (ამ თვალსაზრისით, ისინი შიიტ იმამებს ემსგავსებოდნენ). სუფი ~წმინდანების~ კულტს დიდი ადგილი ეჭირა ~ხალხური~ ისლამის რწმენათა სისტემასა და პრაქტიკაში. ~წმინდანთა~ საფლავები პილიგრიმობის ადგილებად მიიჩნეოდა.
სუფიზმი გავრცელებული იყო თბილისის მუსლიმურ მოსახლეობაშიც. სუფი იყო თბილისიდან გამოსული არაერთი მუსლიმი მოღვაწე ათ-თიფლისის ნისბით, მათ შორის სახელგანთქმული შაიხების აბუ ნაჯიბ ას-სუჰრავარდისა და შიჰაბ ად-დინ ას-სუჰრავარდის მიმდევრები. არაბი ისტორიკოსი ალ-ფარიკი სუფიებს ასახელებს იმ მუსლიმთა შორის, რომლებსაც პატივს მიაგებდნენ მეფეები დავით IV და დემეტრე I.
შემდგომ საუკუნეებში სუფიზმმა მრავალ მიზეზთა გამო თადათანობით დაკარგა ადრე მოპოვებული პოზიციები, დღეისათვის სუფიური ორგანიზაციები შედარებით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩრდ. აფრიკის ზოგიერთი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
თორმეტ უმთავრეს სუფიურ საძმოდ ითვლება: კადირია, შაზილია, რიფაია, სუჰრავარდია, იასავია, ნაკშბანდია, ჩიშტია, კუბრავია, მავლავია, ბადავია, ბექთაშია და ჰალვათია.


Advertisements

4 responses to “სუფიზმი

  • მეანდერძე

    ინტერესნო და კაი იქნებოდა უშუალოდ სუფიზმის არსსა და წესებზე, კრედოზე და მათ მნიშვნელობაზე მეტი ინფორმაცია გადმოგეცა :))

  • teennewson

    მადლობა.. 🙂 მოგვიანებით შევეცდები უფრო ღრმა პოსტი დავდო ამ თემაზე… : )) წესები და არსი სხვა რამდენიმე ბლოგზეც ვნახე და არ მინდოდა იგივე სახის ინფორმაცია დამედო…

  • Butterfly

    მართლაც ინთერესთინგ… :)))

  • Keta Gabiani

    სხვა ორდენების შესახებ თუ გაქვთ ინფორმაცია, საინტერესოა და კიდევ, რა წყაროებზე დაყრდნობით წერთ?
    წინასწარ მადლობა პასუხისთვის )

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: