”იესო ძე კაცისა”


ამ წიგნის ხელში აღება და ჩემი წიგნიერების სამყაროში გადასროლა წამიერად მოხვდა. პირველი შეხება, მართლაც საოცარი იყო.
სათაურიდანვე გამომდინარე ვხვდებოდი, რომ რაღაც განსხვავებული მეკავა ხელთ, თანაც ისე, რომ შემეძლო ამ განსხვავებულს ჩავწვდომოდი და უფრო ღრმად შემეგრძნო, ისე, როგორც სხვა ნებისმიერი  უზომოდ საინტერესო წიგნი.
სათაური ასე თუ ისე მეტყველებს მის შინაარსზეც. თავიდანვე გეტყვით, რომ ყველაფერი გამოგონილია და არ შეეფრება სინამდვილეს. იგი მხოლოდ ავტორისეული წარმოსახვის ნაყოფია, რომელიც საკუთარი ინტერპრეტაციით უცნაურად აცოცხლებს სახარებისეულ პასაჟებს და სხვადასხვა ადამიანის მიერ დანახულ ისეოს წარმოგვიდგენს. თითქმის იდეალურ წონასწორობას ინარჩუნებს თეოლოგიაში. აქ გადმოცემულია როგორც იესოს მოკეთეთა მონაყოლი, ასევე პირიქით. წიგნში იესოზე მოგვითხრობენ მისი თანამედროვენი მოციქული მათე თუ ფილიმონი – ბერძენი ჯალაექიმი, მარიამ მაგდალინელი, პოეტი იერუსალიმიდან, პეტრე თუ ფილოსოფოსი… ყველას განსხვავებული აზრი აქვს ისეოზე, ზოგს უყვარს, ზოგს სძულს კიდეც. სწორედ ამ უკანასკნელის გამო ეს წიგნი და ავტორი განსჯის ობიექტიც კი გახდა, მათ შორის ქართულ საზოგადოებაშიც.

”იესო ძე კაცისა” ქართულად ცნობილმა არაბისტმა, ყურანის მთარგმნელმა გიორგი ლობჟანიძემ თარგმნა.  მისი ავტორი ცნობილი ჯიბრან ხალილ ჯიბრანი, ლიბანელი ქრისტიანი არაბია, ცხოვრობდა ამერიკაში. ადრეული თხზულებები შექმნა არაბულ ენაზე. 1918 წლიდან წერდა მხოლოდ ინგლისურად. მისი “იესო, ძე კაცისა” საუკუნის რელიგიურ-ლიტერატურულ ქმნილებად არის აღიარებული.

ეს წიგნი ჩემი ლექტორის წყალობით აღმოვაჩინე. სწორედ მან მათხოვა წასაკითხად და ამით დიდი სამსახურიც გამიწია.  თავიდანვე დიდი ინტერესით დავიწყე კითხვა. მიუხედავად იმისა, რომ საგამოცდო პერიოდი მქონდა და უამრავი სასწავლი მასალა თავზე მეყარა.  წიგნი იმდენად მომწონდა, რომ ფურცელზე ვინიშნავდი საინტერესო მომენეტებს და გამონათქვამებს. მაგრამ სამწუხაროდ ის რვეული, სადაც ეს ყველაფერი ჩავინიშნე გამოცდების დროს მაღლივში დამრჩა და უკან აღარ წამომიღია.
ძალიან საინტერესოა წიგნის ბოლოში მთარგმნელის მოსაზრებები, რომელიც აღწერს ავტორის ბიოგრაფიას და ამ წიგნის დაწერის ისტორიას. იმ გამოხმაურებებს, რომელიც ამ წიგნის გამოსვლას მოყვა მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც.
წიგნის კითხვისას თავლწინ გეშლება იესოს ცხოვრება, ყველა წვრილმანი ნიუანსით. ნათლად შეიგრძნობ იმ ეპოქას და მთლიანად ეფლობი ავტორიესეულ სამყაროში. წიგნის ღრებულების შესაგრძნობად გთავაზობთ ერთ მოკლე ამონარიდს:
 მარიამ მაგდალინელი
იესოსთან პირველი შეხვედრის შესახებ

“ივნისი იყო, პირველად რომ ვიხილე იგი. თავთუხის ყანაზე გადმოდიოდა,
როცა ჩავიარე ჩემი მსახურებითურთ. მარტო იყო.
მისი ნაბიჯების რიტმი განსხვავდებოდა ყველასაგან.
და მიმოსვლა მისი არაფერს ჰგავდა ჩემგან აქამდე ნანახს.

ადამიანები ისე არ დაიარებიან მიწაზე. დღესაც არ ვიცი ჩქარი იყო თუ ნელი ნაბიჯი მისი.
ჩემმა მოახლეებმა მისკენ გაიშვირეს თითი და კრძალვით გადაულაპარაკეს ერთმანეთს.
წამით შევდექი და ხელი შევმართე მისასალმებლად.
თავი არ მოუბრუნებია, არც გამოუხედავს ჩემკენ.
ვიწყინე, ბოღმა მომეძალა. გულში ჩავიხვიე წყენა.
სიცივემ ისე ამიტანა, თითქოს თოვლის ნამქერს წავექირსლე და ზედ წამფარებოდა.
ავცახცახდი…”
აი კიდევ ერთი ამონარიდი წიგნიდან :
 “იუდამ დაასრულა თავისი უბადრუკი სიცოცხლე, რომელიც ნისლის კოტორივით თავს დასტრიალებდა რომაელთაგან დამონებულ მის ქვეყანას … კაცი ნატრობდა სამეფოს, რომელშიც თვითონ იქნებოდა წარჩინებული. იესოს სურდა სასუფეველი, რომელშიც ყოველი კაცი იქნებოდა წარჩინებული.”

მე უბრალოდ გირჩევდით, წაგეკითხათ ეს წინგი და თავად კიდევ უფრო ღრმად ჩასწვდომოდით მის შინაარს.

Advertisements

14 responses to “”იესო ძე კაცისა”

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: