თსუ – კრიტიკის ობიექტი


ქართულ ბლოგსფეროში თითქმის ყველა სტუდენტის ბლოგზე წააწყდებით სტატიას, სადაც გაფაციცებული მსჯელობა მიდის საკუთარ უნივერსიტეტზე. მათ შორის ბლოგერ-სტუდენტების მთავარი ობიექტია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც მეტწილად კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული. ალბათ უფრო ადვილია აკრიტიკო ან პირიქით მართლაც ხდება რაღაც ისეთი, რაც მათ აიძულებთ წერონ იმ უარყოფით მხარეებზე, რაც სწავლის პერიოდში დაბრკოლებად ექცევათ და მათივე თქმით სრულყოფილი განათლების მიღებაში მთავარი წინაღობის როლს თამაშობს.

მე პირადად ერთ საინტერესო ტენდეციას დავაკვირდი. ასეთი სახის სტატიები გამოცდების პერიოდში უფრო იმრავლებს ხოლმე და მთელი კრიტიკული ელფერით ედება სტუდენტურ ბლოგებს. არ ვიცი ეს რას მივაწერო: გამოცდების დეპრესიულ პერიოდს, ქულებით უკმაყოფილო სტუდენტების რეაქციას თუ წრფელ გულისტკივილს საკუთარი უნივერსიტეტის პრობლემებისადმი. რათქმაუნდა სამივე კატეგორიის ადამიანებს წააწყდებით, რომლებიც ზოგჯერ სიზუსტით და მთელი რიგი რეალური პრობლემების აღწერით შემოიფარგლებიან, ზოგჯერ კი გადამლაშებული სარკაზმით, საკუთარ თავს მსხვერპლის როლში წარმოგვიდგენენ და  უცოდინარობასაც კი უნივერსიტეტს მიაწერენ.

მე არ ვიძახი, რომ თსუ იდეალური ან პირიქით საშინელი უნივერსიტეტია. უბრალოდ ვხვდები, როგორც რიგითი სტუდენტი, რომ არის მთელი რიგი მოსაგვარებელი პრობლემები. ჩვენ სტუდენტები კი ვართ ის ძალა, რომელსაც ერთსულოვანი პოზიციით შეუძლია იბრძოლოს ცივილური გზებით და არა იატაკქვეშა ორგანიზაციებით ამ პრობლემების მოსაგვარებლად.

არ ვიცი მე მეჩვენება, თუ მართლა ასეა. ხშირად სტუდენტები, რომლებიც ვითომდა გამალებულები ილაშქრებენ თსუ-ს არასრულფასოვანი სისტემისაკენ, ის სტუდენტები აღმოჩნდებიან ხოლმე, ვისთვისაც სწავლა მეორე ხარისხოვანია. მაგრამ ხაზს ვუსვამ არა ყოველთვის, რადგან  ზემოთ ნათლად ავღნიშნე, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ბევრი პრობლემებია მოსაგავრებელი: დაწყებული ლექტორატით და ენების სწავლით, დამთავრებული გამოცდებით.

აქვე მინდა ისიც აღვნიშნო, რომ პრობლემები ყველა უნივერსიტეტშია.  მათ შორის საზღვარგარეთაც. უბრალოდ იქ სტუდენტებმა უფრო კარაგდ იციან რა უნდათ. გარკვეულები არიან, რომ მარტო ქულა არაფერს არ ნიშნავს, თუ მას რეალური ცოდნა არ მოყვება. ჩვენთან კი ხშირ შემთხვევაში ყველაზე პრიორიტეტული სტუდენტისათვის მხოლოდ ქულაა და ის დაზუთხვითი გზა, რომელსაც ამ ქულის მოტანა შეუძლია.

თსუ-ს საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს ის დადებითი მხარეები, რომელიც მას გააჩნია. ვფიქრობ, სტუდენტს ნამდვილად შეუძლია მიიღოს რეალური ცოდნა თუ  იგი მოინდომებს და ფეხს აუწყობს სისტემას. არავითარი გამოცდა ან ეგრეთწოდებული უსამართლო ლექტორები მასზე გავლენას ვერ იქონიებენ, თუ მის ხელთ მძლავრი იარაღი, განათლება იქნება.
ის გამოცდების სისტემა კი, რომელიც გადაწერის შანს მინიმუმამდე იყვანს ძალიან კარგია და სტუდენტის რეალური ცოდნის ამსხაველია. მაგრამ ეს ბევრ სტუდნეტში აგრესიას იწვევს და უბიძგებს თსუ-ს არა სამართლიანი კრიტიკისაკენ.

კრიტიკის კიდევ ერთი ობიექტად თვითმართელობა გვევლინება, რომელიც ძალაუნებურად გარკვეული სტუდენტების თქმით პირდაპირ კავშირშია ნაციონალურ მოძრაობასთან ან რაიმე სხვა მაქინაციასთან. ზოგიერთი სტუდენტის თქმით თუ ხარ თვითმართველობის წევრი, ესეიგი ხარ პრივილეგირებული, მუხედავად იმისა, სწავლობ თუ არა კარგად. პრივილეგია კი გამოიხატება სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობით ან გაცვლით პროგრამებში ჩართვით მხოლოდ და მხოლოდ თვითმართველობის წევრებისა.

მე არ ვიძახი, რომ კრიტიკა ცუდია, პირიქით თუ არ გააკრიტიკე პრობლემას ვერავის დაანახვებ და იგი ისეთივე მოუგვარებელი დარჩება, როგორიც აქამდე იყო. მაგრამ მარტო სიტყვების თამაშით ბუნებრივია ვერ შეცვლი სიტუაციას. მთავარი მოქმედებაა, მთავარი სწავალაა, მთავარი მოთხოვნაა, იმისა რაც გეკუთვნის, მთავარი უბრალოდ გარკვევავაა.

და მთავარი ჩვენ სტუდენტები ვართ, რომლებიც იმ მთავარ მამაოძრავებელ რელსებს წარმოვადგენთ უნივერსიტეტისა, ვისაც ძალუძს და ქმნის კიდევაც უნივერსიტეტის შინაგან სამყაროს.

Advertisements

23 responses to “თსუ – კრიტიკის ობიექტი

  • otius

    ”ვფიქრობ, სტუდენტს ნამდვილად შეუძლია მიიღოს რეალური ცოდნა თუ იგი მოინდომებს და ფეხს აუწყობს სისტემას. არავითარი გამოცდა ან ეგრეთწოდებული უსამართლო ლექტორები მასზე გავლენას ვერ იქონიებენ, თუ მის ხელს მძლავრი იარაღი, განათლება იქნება.”<
    კატეგორიულად არ გეთანხმები ამ ნაწილში ორი მიზეზისდა გამო:
    1) სტუდენტმა ფეხი კი არ უნდა აუწყოს სისტემას, სტუდენტმა უნდა შეცვალოს სისტემა, მით უმეტეს, ზემოთ შენც აღნიშნე ამ სისტემის უარყოფით მხარეებზე.
    2) განათლება თავისით ვერ მოვა, ლექტორი უნდა დაგეხმაროს სწორედ განათლების მიღებაში, რა თქმა უნდა, 90% ან მეტი შენვე უნდა გააკეთო, მაგრამ უსამართლო ლექტორი ცუდი ასატანია დამიჯერე და მასთან უბრალოდ სწავლის სურვილიც შეიძლება დაგეკარგოს.

    • Butterfly

      ოთიუსს ვეთანხმებიიი 10000000000… %ით ^.^
      პ.ს რა კარგია შენს სათქმელს ვინმე კარაგდ რომ ჩამოაყალიბებს 🙂 მერე აღარ გიწევს ბევრი წერა :დ

  • teennewson

    მე ის სტუდნეტები ვიგულისხმე, ვინც საკუთარ უცოდინარობას და სიზარმაცეს ლექტორებს და სისტემას აბარლებენ. თორე მაგაში მეც სრულიად გეთანხმები. ლექტორის წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია რათქმაუნდა.
    ბუნებრივია სტუდენტი იმ სისტემას ვერ აუწყობს ფეხს, რომელიც მას არ მოსწონს ობიექტური მიზეზების და გამო. ამიტომ სტუდენტმა უნდა შეცვალოს სისტემა, მაგრამ ისე , რომ თვითონ მოერგოს.

    • otius

      მიუხედავად იმისა, რომ მაღალი აკადემიური მოსწრება მაქვს და საბედნიეროდ ზარმაცთა კატეგორიას არ მივეკუთვნები, მაინც ვთვლი, რომ სისტემის არ მოწონების უფლება და შეცვლის უფლება, პროტესტის უფლება, ყველას აქვს.

  • teennewson

    კი და ზუსტად ეგ მინდა მეც, რომ მხოლოდ იმ სტუდენტებმა არ გაილაშქრონ პრობლემების მოსაგავრებლად, ვისაც ეს მხოლოდ ქულების გამო სწადიათ, არამედ იმ მაღალი მოსწრების სტუდენტებმავ, ვისაც რეალურად რამის შეცვლა უნდათ…

  • orange

    მე გამოცდების დროს ვაკრიტიკებდი თსუ–ს, მაგრამ ქულაზე დახარბებულობის კი არა, არასწორი სისტემის გამო, პოსტიც მიწერია მაგაზე: http://natiagulisashvili.wordpress.com/2011/02/19/%E1%83%97%E1%83%A1%E1%83%A3-%E1%83%A3%E1%83%95%E1%83%99%E1%83%94-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98/
    მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დადებითი მხარეების დანახვა არ შემიძლია 🙂

    • teennewson

      კი რათქმაუნდა. როცა ამ პოსტს ვწერდი. სწორედ ეგ ვიგულისხმე. მეც გამოცდების დროს დავწერე, მაგრამ უარყოფითსაც ვხედავ და დადებითსაც… 🙂

  • მეანდერძე

    დღეს უნივერსიტეტი მინი–საქართველოს დაემსგავსა, აქ არ შეიძლება “ზედმეტი” ილაპარაკო, არ უნდა იწუწუნო, რაც დატკეპნილია მხოლოდ იმაზე უნდა გაიარო და ა.შ. მაგრამ საქართველოს მასშტაბებთან შედარებით სტუდენტებს უფრო გვაქვს შანსი რაიმეს შეცვლისა, ერთი ეგაა გვინდა კი შეცვლა? სამწუხაროდ სტუდენტების დიდ ნაწილს ფეხებზე ჰკიდია ეს პრობლემები ალბათ იმიტომ რომ ფულის ყადრიც არ იციან, უცხოურ უნებში კი ე.წ “PART-TIME JOBS” სკოლიდანვე იწყება და ადამიანი ეჩვევა დამოუკიდებლობას, პირისპირ უყურებს ცხოვრებას.
    ვერც კარგი ლექტორებით დავიკვეხნით – როცა ლექტორი საშუალებას გაძლევს თავისუფლად გადაწერო ტესტი ე. ი იმას არ უნდა რომ შენ ცოდნა მიიღო, უბრალოდ ფეხებზე ჰკიდიხარ… (ყველა არა რათქმაუნდა). ცურვა თუ არ იცი ხელ–ფეხი მაინც უნდა გაამოძრავო, ეგებ ნაპირს მილიმეტრები გაშორებს, მარა…

  • teennewson

    “საქართველოს მასშტაბებთან შედარებით სტუდენტებს უფრო გვაქვს შანსი რაიმეს შეცვლისა, ერთი ეგაა გვინდა კი შეცვლა? ” -> სრულიად გეთანხმები. ყველა სტუდენტმა ერთნაირად თუ არ იფიქრა და იბრძოლა პრობლემების მოსაგვარებლად, ისე არაფერი გამოვა…

  • აისბერგი

    სამწუხაროა, რომ არსებობს უამრავი პრობლრმა, რომელიც სასურველი განათლების მიღებაში გვიშლის ხელს, მაგრამ რაღაც დადებითიცაა ამაში. ყოველთვის ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგროც ჩვენ გვინდა. მაგრამ ხელების ჩამოშვებაც არ შეიძლება. პრობლლემებე მხოლოდ თსუ-ში არაა 😦 ითვლება რომ ჩემი უნივერსიტეტი საქართველოში ერთი-ერთი საუკეთესოთაშორისია, თუ არა საუკეთესო, მაგრამ ჩვენთანაც უამრავი პრობლემაა და გვიწევს მათთან გამკლავება.
    რაც შეეხება თვითმმართველობის წევრების პრივილეგირებულობას: აქ ბევრი არაფერი გამეგება, რადგან ჩვენთან თვითმმართველობა საერთოდ არაა და როცა რაიმე პროექტია, უპირატესობა ენიჭებათ აქტიურ ბავშვებს, რომლებიც სხვადასხვა ღნისძიებებში ხშირად მონაწილეობენ და გარკვეულ პროექტებს თვითნ ახორციელებენ. ალბათ თვითმმართველობის შემთხვევვაშიც ასეა და ნაციონალების წევრობა მეასიათასე ხარისხოვანია, თუკი საერთდ არსებობს ასეთი ფენომენი ან ყურადღება ექცევა.

    • teennewson

      ნაციონალების წევრობა მეასიათასე ხარისხოვანია, თუკი საერთდ არსებობს ასეთი ფენომენი ან ყურადღება ექცევა. -> მეც გეთანმხები ამაში.
      აქტიურ ბავშვს ყველა ამჩნევს და არასდროს დაიჩაგრება. პრობლემების მიუხედავად თსუ ერთ-ერთი საუკეთესო უნია საქართველოში…

      • მეანდერძე

        წინა მოწვევის თავმჯდომარე ნაცების ახგაზრდმოძრაობის თავმჯდომარე იყო და ახლა ვარძელაშვილის მოადგილეა – ასე რომ კავშირი ნამდვილად არს…

  • teennewson

    ხო ეგ უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს : ))

  • kevana

    პრობლემა ერთია: რაც სტუდენტების უფლებაა იმას ისინი ვერ იყენებენ… არ აძლევენ ამის საშუალებას.

  • teomamulashvili

    რამდენიც გინდათ აკრიტიკეთ ან აქეთ ! მე მაინც აქ ვაბარებ ;დ;დ;დ

  • M.K.

    გიო, წინასწარ ბოდიშს გიხდი, ამხელა რაღაც რომ უნდა დავწერო, მაგრამ თემა ძალიან ახლობელია და სხვანაირად არ შემიძლია : ))
    პირველ სემესტრში და მეორის ნახევრამდე მეც შენსავით ვფიქრობდი, მეგონა, რომ უფროსი თსუ-ელების წარმოდგენები გაზვიადებული იყო და ვამტკიცებდი, სწავლა თუ გინდა, ყველგან შეძლებ-მეთქი.
    თვითმმართველობაზე რა იმედებს ვამყარებდი, რომ მახსენდება, ვნატრობ, რომ დავიმალო სადმე : ))
    მერე რაღაცები შეიცვალა. აღმოჩნდა, რომ ის საგამოცდო ცენტრი, სამართლიანი სულაც არ ყოფილა, იქაური დამკვირვებლებიც სცოდავდნენ ზოგჯერ და ასეთ წვრილმანებს ვინ ჩივის, ამ სემესტრში ორჯერ დაგვაკლეს მთელ კურსს დრო შუალედურებზე თვითნებურად (დიდხანს რომ არ დასჭირვებოდათ მორიგეობა) და ინგლისურის ფინალურ გამოცდაზე საერთოდ სასწაულები ჩაიდინეს რამდენიმე ჯგუფის მიმართ.
    ლექტორები ყველაზე ნაკლებად მაღელვებს ამ ეტაპზე თსუ-ში. ალბათ იმიტომ, რომ გამიმართლა და შედარებით უკეთეს პირობებში აღმოვჩნდი (თუმცა, ჩვენთანაც გამოერევა-ხოლმე თითო ისეთი ეგზემპლარი, სემესტრის ბოლოს რომ მიხვდები, რაში წერდა ნიშანს და რა უნდა გესწავლა თურმე მის საგანში : ))
    მაგრამ ყველაზე ცუდი რა არის, იცი?
    სისტემაა თვითონ საშინლად მოფიქრებული. საგნებში, რომლებშიც მართლა უნდა მიიღო ცოდნა და მარტო კრედიტის გამო არ უნდა ჩაგეთვალოს, ვსწავლობთ მშრალ თეორიას და მერე ამას გვაწერინებენ, როგორც სკოლაში “მოკლე შინაარსებს”. ოღონდაც, აქ მოკლედ დაწერა არ შეიძლება და სიტყვასიტყვით უნდა გქონდეს დაზეპირებული წიგნიდან, რომლის ავტორიც თავადვე აღიარებს, ვერ არის მთლად გასაგებად დაწერილიო…
    უბრალოდ, უაზრობაა, მეორე კურსელს მენეჯმენტის თეორიის 111 წიგნიდან ამოკრეფილი (თუნდაც ღრმადპატივცემული ლექტორის გვარით დამშვენებული) კონსპექტი ასწავლო და დააჯერო, რომ ამ თეორიით ბიზნესს ისწავლის. მითუმეტეს, რომ უნივერსიტეტს პრაქტიკის კი არა, უბრალოდ, ნორმალური ქეისების შეთავაზებაც არ შეუძლია (ან არ სურს), რომ ეს თეორია რამეში გამოიყენოს სტუდენტმა…
    სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე როგორც დავიზეპირე საკითხები (ქულამ აჩვენა, რომ არც ისე კარგად გამომივიდა : )) ისევე ამომიფრინდება თავიდან წლის ბოლომდე, იმიტომ რომ გამოყენება ვერ მოვუძებნე კრედიტის აღების გარდა, სამწუხაროდ…
    ესაა და ეს… სხვა ფაკულტეტზე, ალბათ, სხვა პრობლემები იქნება და მერე უკვე ბევრი გამოდის უნივერსიტეტისთვის, რომელსაც ამბიცია აქვს, რომ ახალგარემონტებული ადმინისტრაციული კორპუსის შესასვლელს ამშვენებდეს წარწერა: “პირველი ქართული უნივერსიტეტი”… პირველობაში თუ სიძველე იგულისხმება, ვერ შეედავები…
    ჰო, მართლა, შარშან გაზაფხულზე ამ უნივერსიტეტმა უარი თქვა, დაეფინანსებინა 100 გუნდი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებდნენ საერთაშორისო ბიზნესოლიმპიადაში თსუ-ს სახელით და რეალურთან მიახლოებულ გამოცდილებასაც შეიძენდნენ… არადა, სულ 5000 ლარი იყო საჭირო (თითოეული 4კაციანი გუნდისთვის 50 ლარი)… ადმინისტრაციამ განაცხადა, ბიუჯეტში საკმარისი სახსრები წელს ვეღარ გამოინახაო…
    P.S. ხანდახან თვითონაც მიკვირს, როგორ მოხდა, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ისევ თსუ-ში ვსწავლობ. ალბათ, ის ფაქტორი მოქმედებს, რომ ჩემი ფინანსებით საქართველოში უკეთესი ვერ ვიპოვე. საზღვარგარეთ დაფინანსების მისაღებად კი, როგორც ჩანს, ჯერჯერობით ჭკუა და განათლება არ მყოფნის… ასე რომ, გამსახურდიას ლოგიკას თუ მივყვებით, არცერთი სტუდენტი არ იმსახურებს იმაზე უკეთეს უნივერსიტეტს, რომელშიც სწავლობს (თორემ შეცვლიდა რამეს)

    • teennewson

      პირიქით დიდი მადლობა კომენტარისთვის. მე უბრალოდ ის დავწერე, რასაც ამ წუთში ვხედავ და ვფიქრობ. არაა გამორიცხული მეც შემეცვალოს შთაბეჭდილება, ისევე, როგორც შენ. მეც ბევრ რამეში გეთანხმები. გამსახურდიას ფრაზისა არ იყოს სტუდენტი არ იმსახურებს იმაზე უკეთეს სასწავლებელს, რომელშიც სწავლობს. ჩემი აზრით ძალიან რეალური ფრაზაა, მაგრამ არა ყველა შემთხვევში, რადგან ყველამ კარგათ ვიცით დღეს სწავლა დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული.

      • M.K.

        ჰო, დაფინანსების და ინფორმირებულობის პრობლემა რომ არა, ძალიან ბევრი ნიჭიერი სტუდენტი ისწავლიდ ალბათ საზღვარგარეთ უკეთეს პირობებში. უფრო ხელმისაწვდომი რომ იყოს ხარისხიანი განათლება და საზღვარგარეთ სწავლა, მერე თსუ-ც და სხვა ქართული უნივერსიტეტებიც უფრო მეტად შეიწუხებდნენ თავს სწავლების ხარისხისა და უნივერსიტეტის პრესტიჟის ასამაღლებლად…
        ახლა იციან, რომ თუ ფული არ გაქვს, ვერც აქ და ვერც საზღვარგარეთ შესწვდებიუკეთეს განათლებას და ისევ ცალთვალას ამორჩევა უწევს სტუდენტს დანარჩენ ბრმებში…

      • teennewson

        კი თსუ უარესებიდან და სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან საუკეთესო გამოსავლად იქცა. უბრალოდ სხვა გზა აღარ გვრჩება. თანაც ეს გრანტების ახალი განაწილებაც ბევრ პრობლემას წარმოშობს.

  • Mari

    მდაა.. შევყევი შენი ბლოგის კითხვას და ბევრ რამეში გეთანხმები. გულმოსულს მეც არაერთხელ გამომილანძღავს თსუ და მისი მთელი სისტემა, მაგრამ მაინც, თუ ვინმე რამეს აპროტესტებს, ისეთები არიან, რომლებსაც არაფერი არ ეთქმით და სემესტრის ბოლოს ახსენდებათ, რომ ქულები აკლდებათ. ერთადერთ გამოსავალს იმაში ვხედავ, რომ ყველა ჩვენგანმა უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე კარგად და თუ რამე არ გამოვივა, მერე მოვითხოვოთ პასუხი.

  • teennewson

    კი .. სრულიად გეთანხმები… ^^

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: