პროფესიული გზაჯვარედინი


შენ წინ გზაჯვარედინია, არ იცი საით წახვიდე. რას დაუკავშირო ის უხილავი ძაფი, რომელიც შენი ტვინიდან იწყება და შენს მომავალ ცხოვრებას უკავშირდება…
ირგვლივ იხედები და შუქნიშნების ნაცვლად ხედავ წარწერებს შენთვის ნაცნობს და ჯერ კიდევ მიუწვდომელს. ხო სწორად მიხვდი ამ აბრებზე დიდი ასეობით გამოკვეთილად წერია პროფესიები, რომლებიც შენს გონებაში ერთმანეთს მონაცვლეობით მუდამ სტიქიურად ბრუნავდნენ და არ აცლიდნენ ერთმანეთს მთავარი ადგილის დაკავებას. ხან ერთი პროფესია მოექცეოდა შენი გონების ზენიტში, ხან მეორე და ასე გრძელდებოდა უსასრულოდ.

თვალებს ძაბავ და კიდევ უფრო შემართებით აკვირდები გზის ოთხივე მხარეს განთავსებულ აბრებს.

მარჯვნივ კითხულობ მსხვილი ასოებით გამოსახულ – არაბისტიკას, მარცხნივ – ჟურნალისტიკას, პირდაპირ კი “სამედიცინოს”. იბნევი, რადგან ამ პროფესიებს შორის ვერ პოულობ საერთო დამაკავშირებელ უხილავ ძაფსაც კი.

გინდა ნაბიჯი გადადგა და ერთხელ და სამუდამოდ გაუყვე შენთვის სასურველ გზას, რომელიც საბოლოო დანიშნულების წერტილამდე მიგიყვანს და აგაშორებს იმ სიძნელეებს, რაც არასწორ არჩევანს მოაქვს.

ბურუსში ეხვევი, კარგავ მოძრაობის უნარს და მხოლოდ გონებრივი შტურმის მეშვეობით ცდილობ აზრების მოკრებას. წარმოსახვით სამყაროში თვალით უხილავ გრძნობებს სახავ და მის პირისპირ მარტო რჩები. ნელ-ნელა დაუდეგარი ბრძოლით აზრთა წყობას იბრუნებ და ქრება ყველაფერი, ბუნების სურათები, ხალხი, შუქნიშნები. გონებიდან გულის დაუკითხავად იშლება პროფესია “ექიმი” და მის ნაცვლად ჩნდება პროფესიული ორი ფენა. ერთი მთავარი – არაბისტიკა, გონებით ნაკარნახევი და მეორე ჟურნალისტიკა – იმ ადამიანური მოთხოვნილებებით ნაკარნახევი, რომელიც ცხოვრებაში წინსვლის სტიმულს გვაძლევს და ერთფეროვანი პრაგმატულობიდან მრავალფეროვან ამაღელვებელ სამყაროში გადაგვისვრის.

ბურუსი იფანტება, მოძრაობის უნარი გიბრუნდება და თამამი მოძრაობით უხვევ – მარჯვნივ.

Advertisements

9 responses to “პროფესიული გზაჯვარედინი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: