გადადგი ნაბიჯი შენში სიკეთის მარცვლის გასაღვივებლად !


თქვენ თუ გინახავთ ადამიანის მადლიერებით აღსავსე თვალები? ან თუ შეგიგრძვნიათ თქვენს მიერ ჩადენილი სიკეთის საოცარი გამოძახილი? ალბათ დიახ. ასე, რომ ალბათ იმაშიც დამეთანხმებით, რომ ეს საოცარი გრძნობაა…

არ ვიცი რატომ ვწერ ამ ყველაფერს, მაგრამ ვიცი, რომ ეს ყველაფერი ჩემზე ძალიან დადებითად მოქმედებს. რაღა დამრჩენია სიკეთის კეთების გარდა, როცა ის ასეთ სიამოვნებას მანიჭებს.

ალბათ ყველა თქვენგანს გადაგიყვანიათ მოხუცი ქუჩაზე, მიხმარებიხართ, წაქცეული აგიყენებიათ და ბოლოს მათთვის მადლიერებით აღსავსე თვალებშიც ჩაგიხედავთ.

ყველაზე საოცარი ისაა, რომ ასეთ დროს რაღაც ამოუცნობ წმინდა გრძნობას უახლოვდები მთელი არსებით და ხშირ შემთხვევაში ხვდები შენს მისიას და ცხოვრების აზრს. ხვდები იმას, რომ ბევრი ყოფითი მოვალეობის გარდა ჩვენი ადამიანების უშალო მოვალეობაა ერთმანეთს დავეხმაროთ და ცხოვრება შევუმსუბუქოთ.

ამ პოსტის დაწერის ხასიათზე ასე უეცრად ნამდვილად არ მოვსულვარ. უბრალოდ რამდნიმე დღის წინ ერთ ადამიანს დავეხმარე, სრულიად უცხოს. შემდეგ ისე მოხდა, რომ მომავალი სამი დღე ყოველდღე მიწევდა ამ ადამიანთან  შეხვედრა. ყოველი შეხვედრისას კი ის ისეთ საოცარ სითბოს ასხივებდა ჩემს მიმართ, რომ მივხვი რამდენად სულელები ვართ ჩვენ ადამიანები, რომ სიკეთეს უფრო ხშირად არ გავცემთ, ისეთი ადამიანების მიმართ, ვისაც ეს მართლაც სჭირდებათ….

ასე, რომ ძალიან მარტივი ფორმულა არსებობს. იყავი ის რაც ხარ, დაუმტკიცე შენ თავს, რომ შეგიძლია მიჰყვე გულის თქმას და ქუჩაში სრულიად უცნობ ადამიანს დაეხმარე ისე, რომ მისგან სამაგიერო არ მოითხოვო.  გადადგი ნაბიჯი შენში სიკეთის მარცვლის გასაღვივებლად ! დაეხმარე სხვას და გახადე სამყარო საკუთარ თავთან ერთად უკეთესი !

Advertisements

12 responses to “გადადგი ნაბიჯი შენში სიკეთის მარცვლის გასაღვივებლად !

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: