მახსოვს ვინატრე


აი დადგა დღე, როდესაც მივხვდი, რომ გავიდა კიდევ ერთი მრავლის მომცველი და ზოგჯერ ერთფეროვნად მიმავალი 2011 წელი. დავფიქრდი და კიდევ ერთხელ დავაკლიკე ადამიანური შესაძლებლობების მაკონტროლებელ ღილაკს, მივუთითე ფუნქცია ”გადახვევა” და დავბრუნდი ამა წლის დასაწყისში. ყველაფერი უჩვეულოდ დაიწყო.
მახსოვს, იმედით აღსავსე თვალებით შევეგებე ახალ, საოცრებათა მომლოდინე, სიყვარულით აღსავსე  2011 წელს.

მახსოვს ველოდი რაღაც ახალს, უჩვეულოს, გულში ჩამწვდომს და გამაოგნებელი ხმის გამომცემს. ისეთი ხმისას, შიგნიდან, რომ გაწვება და მთელი არსებით ითხოვს გამოშვებას, თავისუფლებით დაკმაყოფილებას და არაადამიანური წარმოუდგენლად მიმზიდველი გრძნობების შეგრძნობას.
მახსოვს ვინატრე ვყოფილიყავი და მეცხოვრა მხოლოდ გრძნობებისათვის, მხოლოდ გულისათვის, მხოლოდ შენთვის ჯერ კიდევ არარსებულო.

მახსოვს ვინატრე ბანალური და არარომანტიკული ჩარჩოებით შეზღუდული – უნივერსიტეტში ჩაბარება.
არა, დღეს არ მინდა მიწიერ გრძნობებზე საუბარი, მაგრამ ვითვალისწინებ ვცხოვრობ რა დედამიწაზე და ცოტათი შევტოპავ ადამიანებო თქვენეულ გრძნობებში.

გაინტერესებთ ახდა თუ არა ჩემი სურვილები? დიახ, მაგრამ მხოლოდ მიწიერი და ბანალური.

მაგრამ მივხვდი ერთს და მთავარს.

თოვლის ბაბუა არსებობს ადამიანებო და ის ისე ახლოსაა თქვენთან, ვერც კი წარმოიდგენთ. დიახ ეს რეალობა ჯერ კიდევ წარმოუდგენელი, ჯერ კიდევ აუღქმელი, მაგრამ სადღაც კუნჭულში ღრმად შეგრძნობილი.

თოვლის ბაბუა ხომ თქვენი გულია, ხომ თქვენი სიყვარულია, ხომ თქვენი ოცნებაა, რომელიც არსებობს, რომელსაც ვგრძნობთ და რომლისაც მე ახლა მთელი გულით მჯერა!

და რას მპირდება 2012 ? ისევ მიწიერი გრძნობებით დაკმაყოფილებას თუ არაადამიანური წარმოუდგენლად მიმზიდველი გრძნობების შეგრძნობას?

არ ვიცი, მაგრამ ვგრძნობ ერთს …

ჩემი გული ისევ ისე გამალებით ცემს, როგორც პირველი ამოსუნთქვისას და პირველად ბავშვური თვალებით სამყაროს შეგრძნობისას.

…. მე ისევ იმავე რწმენით ჩავუთქვამ სურვილებს, როგორც ბავშვობაში და ისევ იმავე ძლიერი გრძნობით გავაგრძელებ ბრძოლას მიწიერ და არამიწიერ სამყაროში….

Advertisements

12 responses to “მახსოვს ვინატრე

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: