აღმოსავლეთმცოდნეობა


აღმოსავლეთმცოდნეობა ანუ ორიენტალსიტიკა ის მეცნიერებაა, რომელიც ჩემს მომავალ პროფესიად ავირჩიე, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე თქვენც გაგაცნოთ მეცნიერების ეს მეტად საინტერესო სფერო, რომელიც დღესდღეისობით ნაკლებ პოპულარულია საქართველოში, მაგრამ ამის და მიუხედავად იმედს ვიტოვებ, რომ ინტერესით წაიკითხავთ ჩემს მიერ მოწოდებულ მასალებს.

აღმოსავლეთმცოდნეობა მეცნიერების დარგია, რომელიც შეისწავლის ახლო და შორეული აღმოსავლეთის ხალხებს, მათ ენებსა და კულტურებს, ამ საზოგადოებებს, მათ ისტორიას.
ამ დარგის აღსანიშნავად ზოგჯერ გამოიყენება ტერმინები “აზიური კვლევები”, “შუა აღმოსავლეთის კვლევები”, “შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის კვლევები”

რატომ შეიძლება სწორედ აღმოსავლეთმცოდნეობა მოგვევლინოს მეცნიერების იმ დარგად, რომელიც მოახერხებს მსოფლიოს, როგორც მთლიანობის, ახსნას?
უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ აღმოსავლეთმცოდნეობა ფართო გაგებით (აღმოსავლეთმცოდნეობა + აფრიკანისტიკა) გვთავაზობს დიქოტომიის
დასავლეთი – აღმოსავლეთი მეცნიერულ დასაბუთებას.

აღმოსავლეთმცოდნეობა  კომპლექსური მეცნიერებაა, უფრო ზუსტად კი, იმ სხვადასხვა მეცნიერებათა კომპლექსი, რომლებიც აღმოსავლური ტექსტების მეშვეობით აღმოსავლეთის ქვეყნებს შეისწავლიან. ამ ქვეყნების შესწავლა აღმოსავლური ტექსტების გარეშე აღმოსავლეთმცოდნეობა არ არის.

აღმოსავლეთმცოდნეობა შეიძლება გაიშიფროს როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის მეცნიერება აღმოსავლეთის შესახებ და არა მხოლოდ როგორც დასავლური მეცნიერება აღმოსავლეთის შესახებ.
ორიენტალისტიკა = (?) ორიენატალიზმი

რადიარდ კიპლინგი (1865-1936) :
“აღმოსავლეთი აღმოსავლეთია, დასავლეთი _ დასავლეთი და ისინი ვერასოდეს შეხვდებიან ერთმანეთს”

სამუელ ჰანტინგტონის (1927-2008) კონცეფცია
“ცივილიზაციათა შეჯახების” თაობაზე
(შამუელ ჰუნგტინგტონ, თჰე ჩლასჰ ოფ ჩივილისატიონს, 1993)

აღმოსავლეთმცოდნეობა მეცნიერებაა, რომელიც მსოფლიოს კულტურათა შემეცნების რუკაზე თეთრ და ყალბად შეფერილ ლაქებს აქრობს.
სხვადასხვა ენის მეშვეობით ჩვენ მთელ რიგ სამყაროებსა და მათ კულტურებს ვეცნობით. აღმოსავლური ენა მხოლოდ მასალაა; არსებობს კრიტიკა, ისტორია და ტექსტის დადგენა (ძეგლის გამოცემა); არსებობს ზუსტი თარგმანი, ისტორიულ-ლიტერატურული და ისტორიულ-კრიტიკული კვლევა; არსებობს კომენტარები. აღმოსავლეთმცოდნეობა, უპირველეს ყოვლისა, ფილოლოგიაა. არავინ არ უნდა აკეთებდეს დასკვნებს ისეთი ტექსტების საფუძველზე, რომლებიც არ არის შესწავლილი როგორც წესი და რიგია.

აღმოსავლეთმცოდნე, რომელიც ცუდად იცნობს დასავლეთს, ნულია, ბრმაა, შეზღუდული ინფორმატორია. დასავლეთის სპეციალისტი, რომელიც აღმოსავლეთს ცუდად იცნობს, ასევე შეზღუდული ადამიანია: ყველაფერი, რასაც აღმოსავლეთის შესახებ წაიკითხავს, სიახლედ მოეჩვენება.
ნილ ადმირარი
არაფერი გაგიკვირდეს!

_ აი, რა უნდა იყოს მეცნიერისთვის პრინციპი. ოხვრა-აღტაცება კი არა, ცოდნის ლოგიკურ ჯაჭვად ასხმა _ აი, ეს არის მეცნიერება!

აღმოსავლეთმცოდნეობის გარეშე მეცნიერებად ვერ შედგებოდა დასავლეთის მთელი რიგი სამეცნიერო დარგებისა (ესპანეთის კულტურა, რუსეთის ისტორია, საბერძნეთისა და ძველი მსოფლიოს ისტორია).
საერთოდ არ იარსებებდა აზიის ისტორია, რომ არა აღმოსავლეთმცოდნეობა.
რელიგიის ისტორია, ფილოსოფიის ისტორია და ა.შ. ვერ იარსებებენ აღმოსავლეთმცოდნეობის გარეშე.
აღმოსავლეთმცდონეობის გარეშე შეუძლებელია მსოფლიო ლიტერატურათა ისტორიის აგება… არც სხვა რომელიმე ზოგადსაკაცობრიო მეცნიერებისა და ხელოვნებისა, რადგან კაცობრიობის აღმოსავლური ნაწილის გამოცდილება ხშირად უფრო დიდი და ღრმაა, ვიდრე დასავლურისა.

Advertisements

11 responses to “აღმოსავლეთმცოდნეობა

  • Andy

    აუცილებლად მეორად ფაკულტეტზეც უნდა ჩამებარებინა, თუმცა არანაირად არ ვნანობ იაპონურზე რომ ჩავაბარე. 🙂

  • teennewson

    იაპონური ძირითადი პროფესიაა თუ დამატებითი?

  • Chiamaria

    სულ მაინტერესებდა რას საქმიანობენ მერე ამ პროფესიის ადამიანები : )
    რა სფეროში საქმდებიან და ა.შ/..

  • teennewson

    გააჩნია ჯერ რა მიმართულებას აირჩევ ამ სპეციალობაში, მე მაგალითად არაბისტიკის არჩევას ვაპირებ. (მაინორად კი ჟურნალისტიკის.) დასაქმების არეალი საკმაოდ ფართოა, მაგალითად იქნები თარჯიმანი, დიპლომატი,(პირველი ელჩები, სწორედ აღმოსავლეთმცოოდნეები იყვნენ და ეხლაც არიან) კონფლიქტოლოგი, ისტორიკოსი და ასე შემდეგ. იმუშავებ იმ ქვეყანაში, რა მიმართულებითაც წახვედი… თანაც საქართველოსი მომრავლდა აღმოსავლური ქვეყნების მიერ ჩადებული ინვესტიცები, რაც აქ ადგილზევე ქმნის სამუშაო ადგილებს. ამ სფეროში მნიშვნელოვანია მაგისტრატურის გავლა, რაგდან თუ სხვა სპეციალობას აირჩევ, მაგალითად: ბიზნეს, დიპლომატიას, კონფლიქტოლოგიას შენი დასაქმების შანსები უფრო იზრდება, რადგან ასეთი რთული და საჭირო ენის ცოდნა უკვე პრივილეგიაა სხვებთან შედარებით.

  • Qeta Chelidze

    mainteresebs gamocdebze ra sagnebia chasabarebeli ? agmosavletmcodneobaze ?

  • teennewson

    თუ ეროვნულებს გულისხმობ ჩვეულებრივ: უნარები, ქართული, უცხო ენა და მეოთხე ისტორია ან ლიტერატურა. უნის გააჩნია, ზოგან ერთ-ერთი ბარდება, ზოგან ორივეც შეგიძლია.

  • ანონიმური

    თუ იცით ორიენტალისტიკა როგორც მეცნიერება, ამის შესახებ რამე წიგნი არის ქართულად?

  • Sofi Lacabidze

    abiturienti var tu shegidzliat rom gamarkviot..minda avirchio arabistika eseigi unda chavavbaro agmosavlet mcodneobaze daa shemdeg waval arabisikis ganxrit? da ras nishnavs es mainorad meore profesiis archeva eg rogor xdeba? rogor avirchio ori ertad? dzalian gtxov t gamarkviet ra :X

    • teennewson

      დიახ, ირჩევ აღმოსავლეთმცოდნეობას და მეორე სემესტრიდან უკვე კონკრეტულ მიმარულებას. შენ შემთხვევაში – არაბისტიკას. რაც შეეხება მეორად პროფესიას, ამას უკვე სწავლის დაწყების შემდეგ ირჩევ. არ გენიჭება ბაკალავრის ხარისხი, მაინორ პროფესიაში. განსხვავებით ძირითადი პროფესიისგან.

    • ანონიმური

      Mainteresebs ramdenad motovnadi specialoba,da girs tu ara chabareba,zogi ambobs rom araperspeqtiuli da dabalanazgaurebadia

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: