M.K-ს ღიმილ-კამპანია სტუმრად teennewson-თან


სიცილი და ღიმილის ნებისმიერი ფორმა რომ სიცოცხლეს ახანგრძლივებს, დარწმუნებული ვარ, ეს უკვე იცი.

მაგრამ მაინც მოღუშული სახით დადიხარ ქუჩაში, არ გიხარია ტროტუარზე მობაჯბაჯე მტრედების დანახვა და არც ახალფეხადგმულ ბავშვს უღიმი, შენს წინ რომ მობანდალებს.

რატომ?

ალბათ იმავე მიზეზით, რომლის გამოც ყოველდღე (ან დღეში რამდენჯერმე) ყიდულობ კოლოფს წარწერით „მოწევა კლავს“–შენ დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებ ჯანმრთელობას, იმიტომ რომ შენი ცხოვრებაა და როგორც გაგიხარდება, ისე მოიქცევი.

არ ვაპირებ (ახლა და ამ პოსტში) ნიკოტინის საწინააღმდეგო კამპანიის გატარებას. ჩემს უპირველეს მოვალეობად ღიმილისა და პოზიტიური განწყობის გავრცელება მიმაჩნია და სწორედ ამაზე მინდა გესაუბრო.

კაცი, რომელიც გეუბნებათ, არ მოიღუშოთ, ბედნიერები იყავითო

ჯანმრთელობაზე თუ არა, განწყობაზე მაინც იზრუნე, ნუ ხარ მოღუშული! არც ხანგრძლივი და არც მოკლე სიცოცხლე ღირს რამედ, თუ ყოველდღე შეწუხებული სახით იღვიძებ და იძინებ.

პრობლემები ყველას აქვს, მაგრამ იცი, რაშია მომღიმარი ადამიანების საიდუმლო უპირატესობა? მათ პრობლემების დაძლევა შეუძლიათ!

ახლა იფიქრებ, ღიმილით არაფერი გვარდებაო, და შეცდები…

პირველ რიგში იმიტომ, რომ თვითონაც იცი, ღიმილს არაერთი ჩაკეტილი კარის გაღება შეუძლია. კეთილგანწყობა–აი, გასაღები, რომელიც შეგიძლია ღიმილით მოიპოვო.

შეგეძლოს ღიმილი (ოღონდ ყალბი კი არა, გულწრფელი ემოციების გამომხატველი), ნიშნავს ფლობდე ურთიერთობის ხელოვნებას. ეს კი ცხოვრების ყოველ ნაბიჯზე, ყველა ეტაპზე გჭირდება–ოჯახში, მეგობრებთან, სკოლაში, უნივერსიტეტში, კოლეგებთან, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობისას და თუნდაც სოციალურ ქსელებში.

მომღიმარი ადამიანი (თუ რა, თქმა უნდა, გულწრფელია), გაბოროტებული ვერ იქნება. იღიმი? ე.ი. დადებითად ხარ დამუხტული და ამ მუხტის გავრცელება შეგიძლია. შენთან ურთიერთობა გარშემომყოფებს პოზიტიურად განაწყობს და დაძაბულობას უხსნის. ამიტომაც ღიმილი კონფლიქტური სიტუაციების თავიდან არიდების საუკეთესო საშუალებაა.

არ არის კონფლიქტები? პრობლემაც ნაკლებია. ცხოვრება გაცილებით იოლია და კიდევ ერთი მიზეზი გაქვს გაიღიმო!

შეგიძლია აღფრთოვანდე მარტივი რამეებით და გაუღიმო ბაბუაწვერას, ახალგაზრდა ფრთაფარფატა მწერს,  ცაზე ჩამოკიდებულ მთვარეს ან ჯუჯას მულტფილმიდან… მოკლედ, შეგიძლია ბედნიერება იპოვო დეტალებში, ბედნიერმა დაიძონო და გაიღვიძო, დადებითად დაიმუხტო და გადასდო ეს განწყობა სხვებსაც… ბედნიერების გავრცელებით შეგიძლია ებრძოლო პრობლემებს.

და ბოლოს, რა გამოუვალიც არ უნდა გეგონოს სიტუაცია, სცადე და გაიღიმე–ეს პირველი ნაბიჯია პრობლემის გადაჭრის გზაზე. თუკი იღიმი, ე.ი. სიცოცხლის (მართლა სიცოცხლის) გაგრძელებას აპირებ და რაც არ უნდა გაბრკოლებდეს, მაინც გაუმკლავდები!

ღიმილი ამ დროს ნიშნავს რწმენას, რომ შეძლებ, და თუ ამის გჯერა, ნახევარი გზა პრობლემის გადასაჭრელად გავლილია!

ყოველთვის, როცა იღიმი, სამყარო უფრო კეთილგანწყობილი ხდება, უფრო მეტი საოცრების შემჩნევა შეგიძლია და პრობლემებიც უფრო ნაკლებია.

ისწავლე დეტალებში პოზიტივის დანახვა, ყვავილებისთვის, ჩიტებისთვის, მზით სხივისთვის, უბრალო გამვლელისთვის, მთელი პლანეტისთვის გაღიმება და შეცვალე სამყარო უკეთესობისაკენ.

შენ ეს შეგიძლია!

P.S. ფოტოებისთვის მადლობა ადოს, გვირილას, თამთას, ნინიტოს, სიყვარულოვნას, ქეთუსის, შიოს და ცოტნეს

Advertisements

About M.K.

ჩემზე პოზიტიური და ყვითელი ადამიანი ძნელად მოიძებნება! View all posts by M.K.

17 responses to “M.K-ს ღიმილ-კამპანია სტუმრად teennewson-თან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: