სასურველი ”ხაზეიკა”


ალბათ გაიგეთ უკვე, რომ სტუდენტი გავხდი… თუ არა და კარგად არ მიმუშავია საკუთარი თავის გაპიარების მიზნით… მაგრამ ეს შეცდომა გამოსწორდება ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ…

ბევრი, რომ არ ვილაპარაკო ყველა თქვენგანმა კარგად იცის თუ რა პრობლემები აქვს სტუდენტს, რომელიც სხვა ქალაქიდან დედაქალაში ჩადის სასწავლებლად.  პირველ რიგში უნდა იშოვოს ბინა, რათქმაუნდა ქირით ან უნდა შეეკედლოს ნათესავს.

მოკლედ დავდექი დილემის წინაშე: მეცხოვრა ქირით თუ ნათესავთან?

თავდაპირველად საქმე მარტივად გადავწყვიტე. დავიწყე აქტიურად ბინების ძებნა და სასურველი ”ხაზეიკის” შოვნის სურვილით შეპყრობილმა თბილისში ხეტიალი. პირველად მივადექი ნახალოვკას, არის სადღაც თბილიში ასეთი უბანიც. გავესაუბრე ჩემს მომავალ ”ხაზეიკას”, შევთანხმდით ფასზე და როცა უკვე ფულის მიცემას ვაპირებდი, ისე სხვათაშორის ვიკითხე: აბანო რათქმაუნდა გაქვთ ხომ? – პასუხმაც არ დააყოვნა და მივიღე სანატრელი – არა.  მეც ბედნიერმა გამოვიხურე კარები და გამოვბრუნდი ჩემი ოცნების ბინიდან… 🙂 არა და ცუდი ბინა ნამდვილად არ იყო, მაგრამ აყროლებას წამოსვლა ვარჩიე..  🙂
ბევრი ვიარე თუ ცოტა, სრულიად შემთხვევით მივადექი კიდევ ერთ საოცარ ბინას. საქმე აქ უკეთესად იყო, აბანოც ქონდათ და კიდევ ბევრი სხვა რამეც… გადასახადიც ნორმალური იყო, ოთახიც მშვენიერი.  მოკლედ მეგონა ჩემი ბუდე მოვიწყეთქო , მაგრამ …. ამ ბინაშიც აღარ დავრჩი.. ახლა ვფიქრობ, რომ უკვე საბედნიეროდ, რადგან ბოლოს ისევ გადავწყვიტე ნათესავთან მეცხვორა…..(დეიდასთან) მგონი ასე ჯობია, თავიდან ავიცილებ ბევრ სხვა საყოფაცხოვრებო პრობლემას… ნუ პირველი წელი მაინც უკეთესია ნათესავთან გაატარო. : )
აი ასე ვიპოვე სასურველი ”ხაზეიკა”…


26 responses to “სასურველი ”ხაზეიკა”

Leave a reply to Chiamaria კომენტარის გაუქმება

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

ქრისტინას ბლოგი

ქრისტინას ბლოგი

gabo.blog

გოჩა გაბოძის ბლოგი

teen news about all

ერთი შემაძრწუნებლად საინტერესო ბლოგი :)