შური


ძნელია გამოარკვიო ცხოვრებაში ვინ ვინა არის. გარშემო გამეფებულია უამრავი ღიმილით შენიღბული ადამიანების შურით აღსავსე თვალები. ძნელია მიხვდე და გაუგო შენს გარშემომყოფებს.

ისინი გაქებენ, უამრავ თბილ სიტყვას გეუბნებიან.
საზოგადოდ მათვის შენ საამაყო პიროვნება ხარ, არა და ზურგს უკან გჭორავენ ან სულაც შურთ შენი.
შურთ შენი ყოველი წარმატება, რომელსაც შენ არაფრად არ მიიჩნევ, იმიტომ, რომ თვლი: რეალური, ღირებული წარმატებისთვის ჯერ შენ არ მიგიღწევია.. ყველაფერი ჯერ ხომ წინაა…..
სიმართლე გითხრათ მოსაბეზრებელია ამდენი ყალბი სახის ყურება, მაგრამ ცხოვრება ასეთია და ყველა ჩვენგანს გვიწევს ამის ატანა ან თუნდაც სიყალბის ჩადენა…
რამდენი ამაზრზენი სახე დაიარება, რომელიც ნაცნობად ან მეგობრად მოიაზრება, არა და ის ხომ შენი რეალური მტერია, მას ხომ არ უხარია შენი წარმატება, შენი წინ გადადგმული ნაბიჯი. მაგრამ ერთ მხრივ ასეთ ადამიანებს მადლობაც უნდა გადავუხადოთ, რადგან მათ გარეშე ხომ დავკარგავდით ბრძოლის უნარს და შემართებას.

ამის და მიუხედავად არსებობენ ადამიანები, რომელებიც გამოირჩევიან უბრალოებით, გულწრფელობით. მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა. მათი ყოველი სიტყვა თუ ქმედება ემსახურება კეთილ საქმეს. მათი თვალები ყველაფერზე მეტყველებენ.

ცხოვრება ღირს იმისთვის, რომ ასეთი ადამიანების ძებნაში გალიო იგი….

მაგრამ შურიანებო თქვენც უნდა იარსებოთ.. ისე ნამდვილად არაფერი გამოვა….  ისე ცხოვრებას ხიბლი დაეკარგება…

მაგრამ ცუდი ისაა, რომ შურს ისეთ ახლობელ ადამიანში აღმოაჩენ ხოლმე, რომელიც საუკეთესო მეგობრად მიგაჩნია, მაგრამ ეს არაფერია. ჩვენ ადამიანები ხომ სწორედ ამგვარი მქდებებით ვიკვებებით…. ვსწავლობთ ცხოვრებას…

მადლობა თქვენ, რომ მასწავლით….

Advertisements

11 responses to “შური

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: