ბარიერი სახელად ”განსხვავებულობა”


მივდიოდი უმისამართოდ, არ ვიცოდი რაზე ვფიქრობდი , საით მიმაქროლებდა უკიდეგანო ფიქრთა მორევი, რომელიც იმ წუთში ჩემს თავში ცუნამივით ბორგავდა და ტრიალებდა.

მივდიოდი და ვფიქრობდი: რა განსხვავებულია ის ყველაფერი რაც ჩემს გარშემო არსებობს, რა განსხვავებულია ცხოვრება სხვა ადამიანების ხედვაში…

ვფიქრობდი რა განსხვავებუად კიდევ უფრო ვრწმუნდებოდი ჩემს განსხვავებულებაში…

ნაბიჯს კიდევ უფრო ვუჩქარებდი და მასთან ერთად სუნთქვა მიჩქარდებოდა, სისხლი თავში ადიოდა და ტვინს აიძულებდა უფრო გამალებით ემუშავა. ირგვლივ არ ვიყურებოდი, კონკრეტული მიმართულება მქონდა არჩეული, რომელიც არ ვიცი საით მიდიოდა, უკიდეგანო იყო ჩემი გზა, ისევე , როგორც ჩემი აზრები.

საით მივდივარ , რა მინდა? ეს კითხვები აფრთხობდნენ ჩემს სიმშვიდეს და საშუალებას არ მაძლევდნენ მეფიქრა, ისე როგორც ფიქრობენ სხვები, მაგრამ როგორ? მე ხომ მათგან ძალიან განვსხვავდები…

განსხვავებული ინტერესები ის დიდი ბარიერია, რაც მე მათგან მაშორებს, ზოგჯერ მარტოობა გბეზრდება, გინდა მიხვიდე გაუგო, გაუღიმო და უთხრა რომ გინდა შენ მათთან მეგობრობა, მაგრამ გაივლის დრო, აღმოაჩენ რომ საერთო არაფერი არ გაქვთ და ხვდები, რომ დროა წახვიდე….

ვფიქრობდი და პასუხებს ვერ ვპოულობდი , მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში ვიცოდი რეალური პასუხი, რომლის აღიარების შემთხვევაში მე მათ კიდევ უფრო დავშორდებოდი და უფრო გამიჭირდებოდა მათი გაგება. ეს პასუხი საბოლოოდ აღმართავდა იმ დიდ კედელს, რომელსაც გამალებული ვდარაჯობ, ვდარაჯობ რათა არ ჩამოინგრეს და კიდევ უფრო არ დავშორდე მათ ფასეულობებს, მაგრამ მეორე მხრივ იქნებ ეს კარგიცაა, იქნებ საბოლოდ ვიპოვო ჩემს თავში ჩემი რეალური სახე, იქნებ მივხვდე ვინ ვარ? რა მინდა? რისთვის ვიბრძვი? ……

დალაგებულ აზრებს თავიდან ვიშორებდი და უკიდეგანო სივრცეში ვგზავნიდი, მაგრამ ისინი არ მასვენებდნენ, ბერკეტივით უკან ბრუნდებოდნენ და წყობად დალგებულ აზრთა ციკლს ქაოსში გადაისვრიდნენ… ახლა უკვე კი არ მივდივარ, მივფრინავ, მივფრინავ და ნათლად შევიგრძობ ქარის ნელ შეხებას , რომელიც ჩემში საოცარ გრძნოებს აღძრავს, სხეულის ყოველ წერტილში მეხება და ჭეშმარიტებასთან კიდევ უფრო მაახლოებს, ჰორიზონტს მიღმა არსებულ სამყაროს დამანახვებს და იმ საოცრებებს შემაგრძნობინებს, რაც აქამდე უბრალოდ ოცნებას წარმოადგენდა უკიდეგანო ფიქრთა მორევში.…. შორს სადღაც ნათელ წერტილს ვამჩნევ და ვხვდები რომ ეს ის ადგილია, სადაც მე ჩემს თავს ვიპოვი, სადაც ყოველგავარი ბარიერი უბრალოდ არ არსებობს….

მე ისევ ვფიქრობ განსხვავებულად, მაგრამ არ ვგრძნობ თავს განსხვავებულად….

Advertisements

30 responses to “ბარიერი სახელად ”განსხვავებულობა”

  • Butterfly

    კარგია :)) მეც ვგრძნობ ხოლმე ასეთ რაღაცას…თანაც არ მინდა…მართლა არ მინდა,არ მსურს მასაში გარევა…და სწორედ ეს ქმნის ხოლმე ბარიერს…ძირითადად ცდილობენ მათნაირი გახდე,რატომღაც ძალიან აღიზიანებთ ვინმეს განსხვავებულობა…ხოდა ამ დროს მეც ვხვდები რომ საერთოდ უნდა გაეცალო…

  • teennewson

    ხო გაცლა საუკეთესო გამოსავალია…. ხშირად მე არც ვაგრძნობინებ რომ განვსხვავდები, უბრალოდ ვგრძნობ ჩემში და მორჩა….

  • teennewson

    ჩაქოლვის უფლება არ უნდა მისცე…. ეს უკვე სხვა თემაა.. : )

  • teennewson

    ხო ვნახოთ… : ))) მუზა თუ მოვიდა.. : ) : *

  • nick

    ხო, შენ ძმაო წერაში გონკები რომ იყოს ასიანი შუმახერს გაუსწრებდი ;დ :დ :დ 😀 განსხვავებულობისა რა გითხრა ერთი კი ვარ წყირტუიანი :დ და შენ განსხვავებულადაც წერრ ის კიარა :დ

  • teennewson

    ხო და შენ კომენტარების წერაში უნდა დაგიდგა ამ ბლოგზე ძეგლი….. : ) კარგია თუ მიგაჩნია, რომ განსხვავებულად ვწერ… სპასიბა ძმა..

  • cuga93

    რა თქმა უნდა განსხვავებული ხარ, ხმასაც არ გაგცემდი ეგეთი რო არ იყო 😛 🙂 😀

  • Chiamaria

    ამ თემაზე ჩემი პოსტი გი გაქვს ნანახი და ჩემი აზრიც იცი.. კიდევ ერთ დასკვნამდე მივედი- მასა ასეთია. მასა ყვება ერთმანეთს. მასას ადარდებს მხოლოდ ყოველდღიური წვრილმანები… გავდნენ ერთმანეთს უფრო ადვილია, ვიდრე განსხვავდებოდნენ და საკუთარ ინტერესებს ეძებდნენ… ვინც მასას არ/ვერ ეგუება ირიყება. ამ დროს ისღა დაგრჩენია ამ მათ დაემსგავსო, ან მგელივით მარტომ იძუნძულო.. ყველაზე კარგი გამოსავალი კი ისაა ეძებო საერთო ინტერესების მქონე ადამიანები.

  • teennewson

    :)) კარგი იყო ცუგა : ) ხო ყველაზე კარგი გამოსავალია, საერთო ინტერესების ადამიანი იპოვო, ასე ბევრად მარტივია….

  • tsotnee

    გეთანხმები! 🙂 არ უნდათ და ნუ უნდათ, დაჯირდები და შეგაწუხებე :დ ისე ჯობია გარიყული და საკუთარ თავთან მართალი და ბედნიერი იყო, ვიდრე მიგიღონ მათნაირი და დაკარგო სიმშვიდე. 🙂

  • teennewson

    კი მართალია.. საკუთარ თავთან სწორებაში თუ არ ხარ არანაირი მეგობარი აღარ გიშველის… : )) პრინციპში შეიძლება მიღებულიც იყო, მაგრამ არ გრძნობდე თავს კომფურტულად და როგორც თქვი ჯობია გამოეცალო… : )

  • M.K.

    “განსხვავებული ინტერესები ის დიდი ბარიერია, რაც მე მათგან მაშორებს, ზოგჯერ მარტოობა გბეზრდება, გინდა მიხვიდე გაუგო, გაუღიმო და უთხრა რომ გინდა შენ მათთან მეგობრობა, მაგრამ გაივლის დრო, აღმოაჩენ რომ საერთო არაფერი არ გაქვთ და ხვდები, რომ დროა წახვიდე….” <<ეს ადგილი ისე მეცნო, ვერ წარმოიდგენ.
    კიდევ რამის დამატება არ გამომდის… უბრალოდ, გეტყვი რომ ძალიან კარგი (რეალისტური და ძლიერი) პოსტი იყო

  • teennewson

    გაიხარე დიდი მადლობა…. :** შენთანაც ვნახე მსგავსი პოსტი და სრულიად გეთანხმები… განსაკუთრებით ამ ფრაზაში ”(გონებრივად) განვითარებული საზოგადოებისთვის შეუფერებლად მე სწორედ ასეთი აზროვნება მიმაჩნია…”….. სამწუხაროდ შენს ბლოგზე ვერ ვტოვებ კომენტარს…

  • teennewson

    არ ვიცი, მარტო მაგ პოსტზე ვერ ვტოვებ, დანარჩენზე კი….

  • katerina

    ეგ რთული ბარიერია, მაგრამ სამგიეროდ თუ გადალახავ, მაგარი შეგრძნებაა. სახიფათო გზა აგირჩევია, მაგრამ სწორი 🙂

  • teennewson

    ხო ხიფათის შედეგად მოპოვებული წარმატება, უფრო სასიამოვნოა… : )

  • Salome Kanario Ust

    სათაური წავიკითხე თუ არა, ქარჩხაძის “იგი” გამახსენდა ^^

  • teennewson

    პოსტის წერის დროს არ დავფიქრებულვარ ამაზე, არა და იგივე პრობლემაა ნამდვილად…. მიყვარს ეგ ნაწარმოები… : )

  • გრაფინია

    რა სწორად ფიქრობ ღმერთმანი 🙂
    ასეთი გიო მომწონს მე ❤

  • hohoho

    მარადიული პრობლემა…განსხვავებულობა….მართალია ძალიან რთულია განსხვავებულობა რადგან ბრბოს ეს არ მოსწონს..ასე რომ ფრთხილად
    p.s.პირადი გამოცდილებიდან გეუბნები:))
    ისე კარგი პოსტია მომეწონა…

  • teennewson

    მადლობა გრაფინია.. ❤

    ხო განსხვავებულობა მართლაც ძნელია… მაგრამ, სწავლობ ხალხთან ურთიერთობის ხელოვნებას და ყველაფერი შედარებით მარტივი ხდება. რათქმაუნდა ამით არ გვარდება პრობლემა და განსხვავებულობა მთელი ცხოვრება ფონად გაგყვება…. : )

  • Kent Kent

    გინდა იყო განსხვავებული ან ხარ და აღიარების გეშინია? – უნდა გაგახარო-მარტოობისთვის ხარ განწირული და თუ ეს არ გინდა ყმუილი უნდა შეწყვიტო და დაიწყო ყეფა და თუ ესეც არ გინდა მაშინ იყავი მარტო და შეინარჩუნებ განსხვავებულობას.გამალებული უდარაჯეთ იმ ჭეშმარიტი კითხვის პასუხ-კედელს რათა არ ჩამოინგრეს და კიდევ უფრო არ დაშორდეთ მათი-ერთნაირების-მასის ფასეულობებს,ისინი,რომ არა ვერც კი მიხვდებოდით,რომ განსხვავებული ხართ 😉 =D პაეხალი =D

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: