”აგვისტოს 5 დღის” მორიგი კრიტიკა დასავლეთიდან


ამერიკული გამოცემა The atlantic რეჟისორ რენი ჰარლინის 2008 წლის აგვისტოს ომზე გადაღებულ ფილმს აფასებს. წერილის ავტორი ჰოშუა ფოსტი წერს, რომ ეს ფილმი არც კი აცხადებს პრეტენზიას ნეიტრალიტეტზე, ბალანსსა და სამართლიანობაზე. ყველა ქართველი ნამდვილი სამხედროა, ყველა რუსი უსახური, სისხლმოწყურებული სოციოპათია და უდანაშაულოთა ხოცვა-ჟლეტა ახარებს.
”რაღა თქმა უნდა, როდესაც ამას ვუყურებთ, ალბათ არ უნდა გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობა დაუღალავად დევნის და აპატიმრებს იმ ჟურნალისტებს, ვინც სააკაშვილის მთავრობას აკრიტიკებსს ” – წერს ფოსტი.
”მსახიობები მართლაც ღირსეულად თამაშობენ, მაგრამ ომთან დაკავშირებით სიუჯეტის უზარმაზარ დისბალანსს ძალიან შორს გადააქვს ყურადღება იქიდან, რაც შეიძლება, საინტერესო კინოფილმი გამხდარიყო” – წერს The atlantic .
ასევე წერს, რომ ამ ფილმის ნახვა უამრავი რამის გამო ღირს: ”საქართველოს ბუნება უმშვენიერესია და მას ჰარლინმა ისეთი დიდი ყურადღება დაუთმო, როგორც დიდი ხნის მონატრებულ საყვარელს, თბილსი კოსმოპოლიტური ქალაქია ბრწყინვალე არქიტექტურით. ბატალური სცენები კარგადაა გადაღებული მძაფრსიუჯეტიანი ფილმისთვის. თუ მას მხოლოდ გასარტობ ფილმად მივიჩნევთ, ის მშვენიერია. უბრალოდ, დაივიწყეთ ის, თუ რისი თქმა ჰქონდათ განზრახული ამ ფილმის მეშვეობით.” – წერს ამერიკული ჟურნალი.

მე სრულიად ვეთანმხები ამერიკელი ჯურნალისტის შეფასებას. ჩემი აზრით ეს ფილმი არის მორიგი ჰოლივუდური ბლოგბასტერი და მასში რაიმე ღირებული ინფორმაცია არ დევს, მითუმეტეს ისეთი, რომ მსოფლიოს რეალურად დაანახოს ომის დროინდელი ფაქტები. ეს ფილმი არ გახდა არანაირი გზავნილი მსოფლიოსთვის და ჩვენ ყველანი ამის მოწმენი ვართ. მასში დახარჯული მილიონები კი უბრალოდ გაიფლანგა. Follow my blog with Bloglovin

Advertisements

4 responses to “”აგვისტოს 5 დღის” მორიგი კრიტიკა დასავლეთიდან

  • neandertalely

    martla araa es filmi srulyofili da mdored aris gadagebuli.idea kargia ganxorcieleba nuli… ki namdvilad aagelvebs es filmi yvela qartvels,mitumetes mat vinc sakutar tavze gamoscada es ubedureba,magram zogadad msoflios sulac ver daanaxa am filmma realuri mdgomareoba… ragac uazro da arafrismtqmeli momentebi ufro scharbobda… (ravi es mxolod chemi azria)

  • teennewson

    ki mec getanxmebi, qartveli gulgrili ver darcheba, magram msofliostvis gzavnilad ar gamodgeba…. ar gamodga ufroswored….

  • M.K.

    გეთანხმები, მეც სხვა რამე უფრო მინდოდა რომ თქმულიყო მაგ ფილმით. კიარადა, რომ გდაიღეს არც ვაპირებდი წასვლას–რა უნდა მომიყვნენ იმაზე, რაც ჩემს ქვეყანაში ჩემს თვალწინ მოხდა-მეთქი… ერთადერთი გამართლება ის შეიძლება ჰქონოდა ამ ფილმს, რომ უცხოელების ყურადღება მიექცია აგვისტოს ომზე… მაგრამ ეს არ იყო დოკუმენტური ფილმი, რომ პირდაპირ მოეყოლა მსოფლიოსთვის ვინ რამდენი კაცი მოკლა უსამართლოდ. ამ პროფილის მე “რუსული გაკვეთილები” მაქვს ნანახი…
    “აგვისტოს 5 დღის” მიზანი კი, ჩემი აზრით, ემოციის გადატანა უნდა ყოფილიყო, რომ მსოფლიო შეწუხებულიყო (და არა– შეშფოთებულიყო) იმაზე, რაც მოხდა საქართველოში… აი, აქ ვფირობ, რომ შეეშალათ სცენარისტებს… რიგითი ამერიკელისთვის როგორი სანახავი იყო ფილმი, არ ვიცი, მაგრამ მე, როგორც ადამიანს, რომლის ქვეყანის ტრაგედიაზეც იყო გადაღებული ფილმი, ცოტა არ იყოს, არ მომეწონა, რომ ეს ფილმიც სხვა ჰოლივუდური ფილმებივით სიყვარულის ხაზზე ამახვილებს ყურადღებას და იაფფასიანი “ჰეფი ენდით” მთავრდება… უბრალოდ, მგონია, რომ ამით ტრაგედიის მნიშვნელობა მცირდება…
    და კიდევ ამ სასიყვარულო ხაზში რაღაც არასწორ იდეას ვხედავ მე, მაგრამ ამაზე სხვა დროს… შეიძლება მეც მივუძღვნა ერთი პოსტი-კრიტიკა ამ ამბავს 🙂
    რაც შეეხება რუსებს, არ მგონია, რომ ცალსახად იყვნენ წარმოჩენილი ფილმში. იმ რუსი გენერლის პერსონაჟი კარგი მაგალითია მგონი ამის…
    დამრჩა რამე, რაც არ აღვნიშნე? : ))

  • teennewson

    არა არ დარჩა, თან ძალაინ კარაგდაც აღნიშნე.. მადლობა კომენტარისთვის..

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: