მე მარხვაზე ვარ, იცი?


მარხვა არა მხოლოდ საჭმლის შეზღუდვას ნიშნავს !

მოკლედ ამ ბოლო დროს, რაღაც ძალიან პოპულარული გახდა მარხვაზე ყოფნა… ეს რათქმაუნდა ძალიან ცუდია და რატომ ეხლავე გეტყვით….

მარხვა თავისთავად ძალიან კარგია და ვინც მას იცავს მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები.  მაგრამ ბევრი ადამიანი მას მხოლოდ პოპულარობის გამო იცავს, ეს ერთგავრი მოდა გახდა, რაც მე პირადად ძალაინ არ მსიამოვნებს…. მარხვა არ ნიშნავს მხოლოდ საჭმელზე თავშეკავებას, ის გულისხმობს გულწრფელ სურვილს, ყოველდღიურ ლოცვებს, უწმაწური სიტყვების არ თქმას და სიკეთის კეთებას…” />

ხარ მარხვზე? მოდი დამალე, უფროსწორედ ყველას პირში არ ჩასთხარო, რომ შენ მარხვაზე ხარ…  მერწმუნე ღმერთი ამას უფრო დააფასებს, ვიდრე საქვეყნოდ მოდებულ მარხვას, რომელიც გულწრფელი ნამდვილად არ იქნება. რათქმაუნდა ეს ყველას არ ეხება და საბედნიეროდ არსებობენ ისეთი ადამაინები, რომელნიც მთელი გულით იცავენ მას…

შეიძლება გებადებათ კითხვა.. ამას რა უფლება აქვს ჭკუა გვარიგოს, თანაც რელიგიურ საკითხზე?  – მე ჭკუას ნამდვილად არ გარიგებთ, უბრალოდ გამოვთქვავ ჩემს აზრს… არც მე ვიცავ მარხვას ხშირად, რაც ასევე ძალიან ცუდია, მაგრამ ერთი მესმის, რომ ჯობია საერთოდ არ დაიცვა, ვიდრე შენი მარხვა დიეტას დაემსგავსოს… ამით ხომ კიდევ უფრო დიდ ცოდვას ჩადიხარ…

მარხვა ბევრად უფრო მნიშვნელოვან რამეებს მოიცავს, ვიდრე ხორცზე უარის თქმაა, მარხვით ხომ ღმერთს უახლოვდები, ამიტომ მოდი ჩვენ ერთად ვეცადოთ დავიცვათ გულით, ღვთის სიყვარულით და ღმერთი მას აუცილებლად მიიღებს.

მარხვა, ზოგიერთი რელიგიის მიერ განსაზღვრული დროით ყოველგვარი ან ცალკეული სახის საკვების (განსაკუთრებით ხორცის, თევზის, რძის პროდუქტების, )ასევე არასამარხვო ფიქრების მიღების აკრძალვაა.

არასამარხვო ფიქრები– როგორც წესი, არის ფიქრები, რომელიც შეიცავს ისეთი გრძნობების აღქმას, რომელიც აკრძალულია მარხვის პერიოდში. მაგ: არ შეიძლება მამაკაცმა იფიქროს ქალზე, რომელიც ცხოვრებაში ყველაზე მეტად უყვარს, ყველაზე მეტად სურს, მაგრამ მისი რელიგიის წარმომადგენელ-წინამძღვრისგან არ მიუღია თანხმობა.

მე მარზვაზე ვარ, იცი ? – ასეთი ფრაზები არ გვინდა, ჯობია ამის წარმოთქვას ლოცვა წავიკითხოთ….

კიდევ ერთხელ ვიმეორებ შეიძლება ყველაზე მეტად ამ ცოდვას მე ჩავდივარ და არ იფიქროთ, რომ ვიღაცას განვსჯი ამ პოსტით…

Advertisements

26 responses to “მე მარხვაზე ვარ, იცი?

  • Apple Butaphory

    ვაიმე რა კარგი ხარ..ჩემი აზრი თქვი ზუსტად:) ბევრი მინახავს (გოგოები) მარხულობენ, მაგრამ სიგარეტის მოწევაზე უარს არ ამბობენ,არც ბილწსიტყვაობას ერიდებიან.. ამ შემთხვევაში მარხვა დიეტაა და მხოლოდ საჭმლის შეზღუდვით გამოიხატება. მარხვის ძირითად დანიშნულებას ხორცის დათრგუნვას და სულის ამაღლებას კი არ ემსახურება..ასეთ შემთხვევაში ბევრად დიდ ცოდვას ჩავდივართ ვიდრე მარხვის დაუცველობაა… მარხვით ტრაბახი ხომ ცალკე თემაა საერთოდ…სამწუხაროა ყველაფერი მოდის ტენდენციას რომ ღებულობს და არა ადამიანის გულწრფელ სურვილს 😐

  • teennewson

    კი სრულიად გეთანხმები მეც…. მარხვის დროს მთავარია ჯერ სულიერად მოემზადო და მხოლოდ საჭმლისგან თავშეკავებაზე არ იფიქრო… მთავარია გულწრფელი სურვლი და არა მოდას აყოლილი მეტიჩრობა.. 🙂

  • Apple Butaphory

    რათქმაუნდა :)) მთავარია ბევრმა შეიგნოს ეს:)

  • Mallorie

    ძალიან დიდი ბოდიშით, მაგრამ იმას, რომ მარხვა მოდა შეიძლება იყოს, სიცილის მეტი არაფერი მოაქვს ჩემთვის.. ^^

  • teennewson

    ბოდიში აქ რა შუაშია… გილოცავთ თქვენ გარშემო მორწმუნე ადამიანები არიან… არა და ეს რეალური პრობლემაა.. რომელსაც მგონი უმრავლესობა ხედავს…. მოდა პირდაპირი გაგებით არ იგულისხმეთ იმედია… : )))

  • gigi

    absoliturad yvelapershi getanxmebi erti ramis garda ( რომ ჯობია საერთოდ არ დაიცვა, ვიდრე შენი მარხვა დიეტას დაემსგავსოს… ამით ხომ კიდევ უფრო დიდ ცოდვას ჩადიხარ…) iqneb is adamiani am adamianma am dietit daiwyos da mere gaiazros rom turme marto dieta araaa

  • teennewson

    მაგ შემთხვევეაში მეც გეთანხმები.. მე ხომ არ გამომირიცხია ეგ ფაქტი… : )

  • shoka

    ჯობია საერთოდ არ დაიცვა, ვიდრე შენი მარხვა დიეტას დაემსგავსოს. :))

  • teennewson

    კი გეთანხმები…. : )

  • nick

    იზრდება ბლოგი, : ) ხო მარხვას რაც შეეხება მე მივესალმები თუნდ იმ მოდას, რადგან რაღაცით ხომ უნდა დაიწყო არა? გავა დრო და შეიგნებს თუ არ შეიგნო თავს დაანებებს ასე რომ ეგ არაფერია = ) პირველი ნაბიჯია და არ ღირს ასე გაკიცხვა, რადგან შეიძლება ეწყინოს და პირიქით ცოდვაში ჩავარდეს, უფრო თბილად უნდა მივუდგეთ იმ ადამიანებს, ნელ ნელა უნდა შევაპაროთ, .. : )))

  • teennewson

    მე იმ ადამიანებზე დავწერე ვინც ამას მუდმივად აკეთებს და დარიგებით ვერ ხვდებიან. ამ პოსტით არ ვკიცხვავ, პირიქით ვიძახი კიდეც რომ ასეთ ცოდვას შეიძლემა მე უფრო ჩავდიოდე… უბრლოდ მინდოდა დამენახებინა, რომ მარხვის დაცვა მხოლოდ საჭმელზე თავშეკავება არაა… შენც მიგიხვდი რისი თქმა გინდა და მაგაში ნამდვილად გეთანხმები….

    • nick

      მხარია თუ მიხვდი ჩემს სათქმელს, იცი ვისაც არ ესმის იმათზე ლაპარაკს რა აზრიაქ, ისინი ვერ გაიგებენ, ვისაც ესმის იმათზე რომ წერო უფრო კარგი იქნებოდა, პრინციპში აქტუალურია მარგამ არი ქვეყნები სადაც უფრო უარესი მდგომარეობაა, : ))) იყო დრო როდესაც ახალგაზრდებს ვერ ნახავდი ეკლესიაში, მოხუცებს თუ მოკრავდი თვალს ისიც ცოტას დღეს კიევ ეს არ ჭირს, იმედია ხვალ ისიც არ გაჭჳრდება რასაც შენ ამბობ….

  • teennewson

    კი მესმის ახალგაზრდობა დადის ეკლესიაში თითქოს უფრო ხშირად, მაგრამ ძალიან ბევრი არა ლოცვის არამედ სხვა რამის გამო… რასაც ვიძახი დარწმუნებული ვარ იმაში… განა ვერ გაიგებენ, უბრალოდ დარიგებით არ ესმით და ამიტომ დავწერე კრიტიკულად ეს პოსტი…. იმაში გეთანხმები, რომ საქართველო რელიგიური თვალსაზრისით ბევრ ქვეყანაზე წინაა და ეს ჩვენი პატრიარქის დამსახურებაა 🙂

    • nick

      ჰო ვიცი ვიცი რაზეც დადიან, რაც უდევთ გულში მარგამ ერთხელ რომ შეიხედავენ და პირჯვარს რომ გადაიწერენ მარტო ეგ რად ღირს, : )))) ქუჩაში ჯდომას ფურთხებას და ბილწსიტყვაობას მე ეგ მირჩევნია, ბევრი ისტორია ვიცი რომელთაც ასე დაიწყო სიარული და ეკლესაიში წასულა, =) მიხარია რომ ახლოს არიან რა განძრახვაც არ უნდა ქონდეთ, არის ერთი ფაქტორი ცოტა კრძალვაც დაავიწყდათ მარგამ ეგ თაობის ბრალია რას იზამ : ))

  • teennewson

    მართალია.. რამით ხო უნდა დაწიყონ…. რათქმაუნდა ჯობია ქუჩაში დგომას ღვთის სახში სუარული.. ადრე თუ გვიან მიხვდებიან რა უფრო ღირებულია….

  • cuga93

    გეთანხმები. ეს მარტო მარხვას არ ეხება ზოგადად ეკლესიაში სიარული მოდაშია დღეს, რაც მე პირადად ძალიან მაღიზიანებს . ეგეთ ‘მორწმუნეს’ მე ისევ ათეისტი მირჩევნია, ამ უკანასკნელმა იცის მაინც რა უნდა და რისი სწამს.

  • Chiamaria

    მე მაგალითად, წელს ყველა მარხვის დაცვა მინდოდა, საერთოდ დავდივარ ეკლესიაში შეძლებისდაგვარად და მოკლედ, ძალიან მინდოდა ესე გაევლო ამ წელს. ჰოდა როცა მარიამობის მარხვა მოახლოვდა, მივხვდი რომ ვეღარ დავიცავდი. გამიჩნდა აზრები, დაახლოებით ასეთი ტიპის ” რა ამბავია ამდენი მარხვა” , სულ მინდოდა ისეთი საჭმელი რაც არ იყო სამარხვო, ამიტომაც აღარ დავიცავი… საერთოდ რაღაცის ძალით გაკეთება უფრო დიდი მკრეხელობაა ვიდრე თავი აიძულო და ის ქნა რაც არ გსიამოვნებს და არ გინდა. ყოველთვის ვამბობ, მარხვას უნდა სულიერი მომზადება. და საერთოდ ნებისმიერი საქმეს სჭირდება განწყობა, თავის შემზადება…

  • teennewson

    ორივეს გეთანხმებით….. კი ჩიამაია მართალია მარხვისთვის უპირველესად ჯერ სულიერად უნდა იყო მზად…..

  • Ibi

    გეთანხმები ყველაფერში ^_^

  • ♥ Miss.Catalan.. ♥

    გაგიკვირდება,და გეთანხმები 🙂

  • teennewson

    გაკვირვებული დამტოვე :დ

  • katerina

    მარხვა დიეტა არაა-ლოზუნგად დასაყენებელია 🙂

  • teennewson

    კი მართლია… ბევრისთვის მაგ ორ ცნებას შორის ტოლობის ნიშანი წერია.. : )

  • Nino Gabinashvili

    აბსოლიტნულიტნურატ გეთანხმები:D

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: