ოცნება, რომელიც ვიცი არასოდეს ამიხდება …..


მოკლედ ამ თამაშში ველურმა ორქიდეამ დამთაგა… ალბათ სათაურიდან გამომდინარე მიხვდით რაზე უნდა დავწერო , მაგრამ დღეს ისეთი დღეა, რომ არ შემიძლია ამ პოსტში არ მოვიხსენიო განათლების სამინისტროს ”ბრწყინვალე ” მუშაობა. გაგიკვირდებათ და ჩვენი ძვირფასი სამინისტრო ახალი ინოვაციებით გვაოცებს. ახლახანს ახალი პროგრამა დანერგეს, არ ვიცი საიდან შემოიტანეს, მაგრამ აბიტურიენტებთან დაახლოების მიზნით მათ გადაწყვიტეს ღადაობის და დაცინვის გზით მჭიდრო კავშირი დაამყარონ მათთან.

მოკლედ ჯერ იყო ამ განცხადებით დაიწყეს :
აბიტურიენტთა საყურადღებოდ! პირველადი ჩარიცხვების შედეგები, სავარაუდოდ, 15-დან 25  აგვისტომდე გახდება ცნობილი.
ჩვენც მეტი რა გვინდოდა, დავიჯერეთ და დიდი მოლოდინით ველოდებოდით ამ რიცხვს და იმედი გვქონდა 25 ში მაინც დაიდებოდა საბოლოო პასუხები, მაგრამ ნურას უკაცრავად,  ხომ უნდა განახორციელონ საკუთარი ახალი პროგრამა , რათქმაუნდა ისევ და ისევ ჩვენს თაობაზე, რომელსაც უკვე საცდელ კურდღლებად თვლიან.

ამის შემდეგ დაიდო შემდეგი პოსტი გამოცდების ეროვნული ცენტრის ფეისბუქის გვერდზე:

ძვირფასო აბიტურიენტები, სამწუხაროდ, კვირის ბოლომდე ვერაფრით გაგახარებთ. გამოცდების ეროვნული ცენტრი პირველადი ჩარიცხვების გამოქვეყნებას კვირის ბოლოსთვის ვარაუდობს. პროცესს აფერხებს სააპელაციო განაცხადები, რომლებსაც საქართველოს რამდენიმე რეგიონიდან ველოდებით. კვირის ბოლოს იქნება ასევე სააპელაციო განაცხადების შედეგებიც…  შენიშვნა (როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა რეგიონებიდან ურმით ჩამოაქვთ სააპელაციო განცხადებები)
ჩვენც რაღა დაგვრჩენოდა, ბედს შევეგუეთ და სულმოუთმენლად ველოდებოდით ამ კვირის ბოლოს მოახლოებას, აი დღეს ხუთშაბათია და იმედი გვქონდა პარასკევს მაინც დაიდებოდა ეს ჩარიცხვები, მაგრამ ისევ მოგვიწყეს სიურპრიზი და ახალი განცხადება გააკეთეს :

ძვირფასო აბიტურიენტებო, სააპელაციო განაცხადების გასწორება სრულდება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით იქნება, მომავალი კვირის დასაწყისში გეცოდნებათ სად ჩაირიცხეთ. უფრო ზუსტ ინფორმაციას ჩარიცხვების სიების გამოქვეყნების შესახებ მოგაწვდით კვირას. (თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის.. ჰმ…. საინტერესოა გეგმის მიხედვით აქამდე არაფერმა ჩაიარა და ამ გამონაკლისის იმედადღა ვრჩებით….)

მოკლედ გაინტერესებთ რა შუაშია ეს ტეგ თამაშთან? ახალავე გიპასუხებთ… ჩემი აუხდენელი ოცნება სწორედ ჩარიცხვების სიების დადება და გრანტების გამოცხადებაა… ნეტავ უწერია ამ ოცნებას ასრულება? არ ვიცი ვნახოთ.. ჩვენი სამინისტრო ოპერატიულად მუშაობს და აბიტურიენტებს გულს როგორ დაწყვეტს.. 🙂

ჩარიცხვები.. არა ოღონდ წნორის კოლეჯი არააა... :დ

ერთ მხრივ მესმის , რომ უქმად ნამდვილად არ ზიან და ეს პოსტიც კრიტიკულია, მაგრამ ხო შეიძლება ტყუილად არ დაგვაიმედონ? უბრალოდ ეთქვათ დაიდება 1 სექტემბერს და მორჩა, თუ უფრო ადრე დაიდებოდა, ხომ ჩვენც გაგვიხარდებოდა… ასე მოლოდინში მაინც არ ვიქნებოდით… ამ ჩარიცხვების გადამკიდე ყოველ ღამე მესიზმრება, რომ სადღაც წნორის კოლეჯში ვხვდები და შეშინებულს მეღვიძება.. ისე გამორიცხული არ არის ეს პოსტი , რომ ჩაუვარდეს განათლების სამინისტროს რომელიმე მუშაკს , მართლაც წნორის კოლეჯში ან საერთოდ არსად ამოვყო თავი… : )

Advertisements

24 responses to “ოცნება, რომელიც ვიცი არასოდეს ამიხდება …..

  • nick

    😀 😀 ra dro dagvidga kaco ra dro 😀 😀

  • Alexi Amniashvili

    მართალი ხარ, ძალიან კრიტიკულად მიუდექი ამ საკითხს,სამინისტრო მუშაობს და ყველაფერს ცდილობენ რომ მალე დადონ, მართლაც რომ ეთქვათ ესე ზოგადად რომ 1 სექტემბერს ყველაფერი იქნებაო დარწმუნებული ვარ რომ ფბს ოფიციალურ გვერდზე ის 2000 კომენტარი მაინც იქნებოდა ყველა პოსტზე და თანაც იქიდან 90 პროცენტი კომენტარებისა სამინისტროს ლანძღვა–გინება იქნებოდა, ასე რომ დავიმშვიდოთ ნერვები ყველა აბიტურიენტმა და დავუცადოთ პასუხებს იქითა კვირის დასაწყისში დაიდება როგორც თქვეს :)))

  • teennewson

    არა მგონია… თავიდანვე, რომ ეთქვათ კონკრეტული რიცხვი თუნდაც 1 სექტემბერი და მართლაც დაედოთ. ისეთი დიდი გაღიზიანება აღარ მოყვებოდა, როგორც ახლა….

  • teennewson

    ვიცი რომ დაიდება, მაგარმ კრიტიკის ხასიათზე მოვედი რაღაც, ნაეცის პოსტების მერე.. ვიცი , რომ მუშაობენ.. მაგრამ საზოგადოებასთან ურთიერთობა უნდა დაარეგულირონ.. : )

  • Alexi Amniashvili

    პატივცემული გვერდის ადმინი პოსტს ბოდიშით იწყებს და ბოდიშით ამთავრებს, რა საჭიროა ამდენი კომენტარი და დეიდა/მამიდა/ქვისლი/საცოლე/მეზობლის მოკითხვა კომენტარებში? ზოგიერთმა კომენტარებიდან შეიძინა საუკეთესო მეგობარი, ჩემი აზრით საერთოდაც უნდა გააუქმოს კომენტარების ფუნქცია გვერდზე, და თანაც მხოლოდ მაშინ დაწეროს სიახლე თუ მეორე დღეს პასუხების დადებას აპირებენ. მერე მიხვდებიან ‘აბიტურიენტები’ როგორ უნდა მოიქცნნე :)))

  • teennewson

    კი კომენტარების ფუნქცია მართლაც არ არის საჭირო…. როგორც პასუხებზე იყო, წინა დღეს დაპოსტონ კონკრეტული რიცხვი და მორჩა….

  • ნინი მაისურაძე

    გენაცვალე გიოო ზუსტად ის თქვი ამ პოსტით რისი თქმაც მინდოდა…უკვე იმდენჯერ შეცვალეს ჩარიცხულთა სიების დადების თარიღი, რომ უკვე აღარ ვიცი რა დავიჯერო 😦 იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ ეს ხალხი არ ზის უსაქმურად და ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება მალე გამოაქვეყნოს სიები.მაგრამ ხომ შეიძლებოდა დაესახელებინათ ერთი კონკრეტული თარიღი? ეს ხომ მათთვისაც კარგი იქნებოდა და რაღათქმაუნდა ჩვენთვისაც 🙂
    უკვე მართლა ძალიან დავიღალე : S იმედია ბოლოსდაბოლოს აგვიხდება ოცნება და გავიგებთ რომელი უნივერსიტეტის სტუდენტები გავხდით : )
    ყველას წარმატებებს გისურვებთ :*

    P.s ჩემს გრამატიკულ შეცდომებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ 😀

  • teennewson

    არაფერი შეცდომა არ არიის…. როგორც ჩანს ამ საკითხში თანაზიარი ვართ და კაია…. სტუდენტები აუცილებლად გავხდებით…. ეჭვიც არ შეგეპაროს, თანაც სადაც გვინდა იქ მოვხვდებით… :****

  • ნინი მაისურაძე

    ხო მეც ამის იმედი მაქვს..სულმოუთმენლად ველოდები მაგ დღეს :* :*

  • Apple Butaphory

    :))))) ვაი ..საკუთარი 4 წლის წინანდელი მდგომარეობა გამახსენდა 😀 თითქმის ყოველღამე მესიზმრებოდა რომ ვერ ჩავაბარე და ნევროზი დამემართა ლამის:)))) წარმატებები ვინც ეხლა ხართ მაგ ციებ-ცხელებაში :)))

  • neandertalely

    vaimee kargii iyooo raaa:D urmit chamoaqvto momewonaa :D:D:D mgoni gvegadavebian ra 😀

  • teennewson

    mgoni ara , namdvilad gvegadavebian :D:D madloba :***

  • ╚►lola mAiSuRaDzEe =](' 'ړ )°♥

    იმედია მომავალ წელსაც მასე არ გააკეთებენ…თქვენ კი ყველას წარმატებები… 🙂

  • teennewson

    ხო იმედია თქვენ მაინც აღარ გაგაწვალებენ.. მადლობა.. 🙂

  • M.K.

    წნორის კოლეჯი!!! +100
    ახლობელი თემაა… ჩემი 3 კლასელი მოხვდე მანდ შარშან : ))
    შენ ეგ არ გემუქრება რატომღაც მგონია : ))
    ჰოდა, რაც შეეხება ნერვიულობას, არ ღირს, დამიჯერე. ჩვენც კარგა ხანს გვაწვალეს შარშან და ამ დროს ერთადერთი გამოსავალი არის ნერვების გათიშვა. საერთოდ არ უნდა იფიქრო ამ თემაზე და მოლოდინიც აღარ გიწევს…

  • teennewson

    არა რა წნორის კოლეჯი, არც მიწერია ეგ… 🙂 ხო ვიცი, რომ არ უნდა ინერვიულო, მაგრამ ისე მინდოდა გაკრიტიკება ხელები მეფხანებოდა და აი დავწერე კიდეც.. : )

    • M.K.

      ჰმ! ნაცნობი გრძნობაა… შარშან რომ ბლოგი მქონოდა, ალბათ, მეც დავწერდი რამეს ეროვნულებზე სიყვარულით : ))

  • teennewson

    😀 იმედია შაშკინი არ წაიკითხავს ამას, თორე დამტოვებს გაღიმებულს.. 🙂

  • http://www.pinkpanterra.wordpress.com

    შაშკინი კი არა შკინინი ეგა 🙂 დაგვაწყდა ნერვები , ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს ……

  • teennewson

    შკინინი :დ დაიდება ოდესმე დამშვიდდი 🙂

  • cuga93

    ეჰ, მართლაც რომ აუხდენელი ოცნებაააააა….. სალანძღავი სიტყვებიც კი გამომელია განათლების სამინისტროს მიმართ. უკვე რო მითხრან ჩარიცხვები დაიდოო შეიძლება აღარც კი დავიჯერო

  • teennewson

    ხო მეც მასე ვარ.. რაღაც წარმოუდგენელ რამედ მეცვენება…. : )

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: