სტერეოტიპი, ტრადიცია, წარსული,


საზოგადოებაში მუდამ არსებობდა და იარსებებს ჩამოყალიბებული სტერეოტიპები, მითუმეტეს მაშინ როდესაც ხარ ქართველი და შენს უკან დგას ამხელა ტრადიციები, წეს-ჩვეულებები შენდა უნებურად რაღაც ჩარჩოში ექცევი და ემონები იმ სუტაციას, რაც ხალხშია დამკვიდრებული.
ასევე არსებობს სხვა მხარეც, რომელიც ისევ და ისევ ქართველებში უფრო გამალებით იჩენს თავს, ვიდრე სხვა ეროვნების ადამიანებში. კონკრეტულად: ნაცნობობით სამსახურში მიღება და ფულით ყველა პრობლემის მოგვარება.

მოკლედ… ხარ უნიჭო? მაგრამ გყავს გავლენიანი ნაცნობი? პრობლემა მოგვარებულია, არ იდარდო . შენ უახლოეს მომავალში გიხილავთ რომელიმე სფეროს მაღალ ეშელონებში. მიუხედავად იმისა, რომ შენი ტვინის წონა ქათმისას ჩამოუვარდება…

მაგრამ ხარ ნიჭიერი და მშრომელი? გგონია პასუხი ლოგიკური იქნება და გეტყვი, რომ წარმატებას ვერ მიაღწევ ნაცნობობის ან ფულის გარეშე? არა მე სულაც არ ვფიქრობ ასე… უბრალოდ შენ დაგჭირდება გაასმაგებული შრომა და ზრუნვა შენი მომავლისათვის, მთავარია ფარხმალი არ დაყარო და იბრძოლო მიზნის მისაღწევად. მოკლედ უნდა დაამსხვრიო ყოველგვარი ბარიერი და დააუმტკიცო ყველას , რომ შენ შეგიძლია მიაღწიო წარამტებას მდიდარი მამიკოს ან გვალენიანი ნაცნობის გარეშე….
ბევრი ადამიანისგან მსმენია, რომ რაც არ უნდა იბრძოლო მაინც ვერაფერს მიაღწევ ამ ქვეყანაში. ამ სიტყვებზე მხოლოდ მეცინება, თუ არ ცდი მართლა ვერაფერს მიაღწევ… ასეთი ადამიენები ცოტა არ იყოს ნაადრევად ხელმოცარებულებად მიმაჩნია….
სამხუწაროა, რომ დღემდე არსებობს ეს ინსტიტუტი, მაგრამ მას თუ არ შეებრძოლე უფრო მყარად მოიკიდებს ფეხს და მერე მთლად არაფერი გვეშველება. ვითომ შევდივართ და ფეხს ვუბავთ ევროპის ნაბიჯებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ ქართველებს ევროპელობა ცოტა სხვანაირად გვესმის, ბევრი მასში მხოლოდ თავისუფლებას და უზნეობას ხედავს და ვითომ ევროპაში ინტეგრაციის მიზნით მყარად ითვისებს ამ უზნეო ჩვევებს და თან გასამართლებელ იარლიყსაც იკრავს ”I am an European” ….
ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ ტრადიციების ჭაობშია ჩაძირული და მას ეტრფის, როგორც რაღაც სანუკვარ სიმბოლოს, ისე არ გამიგოთ, რომ ტრადიციები ჩემთცის სრულიად უმნიშვნელოა, მაგრამ რაც გამოუსედეგარია დღევანდელობაში ის ახლით უნდა შევცვალოთ, განა არ შეიძლება ჩვენ დავამკვიდროთ ახალი ტრადიცია და იგი ჩვენს მომავალ თაობას დავუტოვოთ ძველი ტრადიციის ნაცვლად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი უნდა დავივიწყოთ, უბრალოდ თავს აღარ უნდა მოვახვიოთ ერთმანეთს. ჩვენ უდიდესი ისტორიის მქონე ერი ვართ, ეს ძალიან საამაყოა, მაგრამ არ შეიძლება მხოლოდ ისტორიის გახსენებით შემოვიფარგლოთ და ასე უმოძრაოდ დავრჩეთ… მოძრაობა და მოხლოდ მოძრაობა არის ჩემო თერგო სიცოცხლის ძალისა და ღონის მომცემი…. დიახ ეს რათქმაუნდა სრული ჭეშმარიტებაა და ამის თანახმად არ შეიძლება ერთ ადგილზე გაჩერება და წარსულის ნაშთებით გამოკვება…..

Advertisements

4 responses to “სტერეოტიპი, ტრადიცია, წარსული,

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: