საუკეთესო პერიოდი ანუ გზა ბილიკისაკენ


261971_10150227218337562_276813237561_7321905_499899_n მინდა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პერიოდზე მოგიყვეთ.
მოგიყვეთ არა მარტო ჩემზე, არამედ იმ ორგანიზაციაზე, რომელმაც მე ძალიან ბევრი რამ მასწავლა.
მოკლედ ეს ორგანიზაცია გახლავთ საზოგადეობა ”ბილიკი”, რომელთანაც  პირველი შეხება 13 წლის ასაკში მქონდა.

ახლა კი ნელი ნაბიჯით გამოყევით ამ პოსტის ბილიკს….მისმა სიგრძემ არ შეგაშინოთ.. ბილიკის დასასრულს თქვენ სინათლეს დაინახავთ 🙂
………

ერთხელ სკოლის მთავარ ჰოლში გავიარე და დავინახე განცხადება, რომელიც საცოდავად ეკიდა განცხადებების დაფაზე. გამიკვირდა, რადგან როგორც წესი განცხადების დაკიდება და მისი ჩამოხევა ერთია ხოლმე. ამიტომ ინტერესის გამო მივუახლოვდი და წავიკითხე: საზოგადოება ”ბილიკში” ცხადდება კონკურსი სცენარის წერაზე და იქვე ჩამოთვლილი იყო რამდენიმე კატეგორია თემებისა, რომელიც უნდა შეგვერჩია. მეც დავინტერესდი და იმ დღესვე ჩემს ძმაკაცს ვუთხარი და ერთად წავედით ბილიკში.. კარგად მახსოვს, ზამთარი იყო, ცივი და პირქუში.. თოვდა.. ხო ასე მახსოვს.. კიდევ ჭყაპი იყო , სადაც საყვარლად ვტოპაობდი.. 🙂 მოკლედ კარგად დასველებული მივადექი საზოგადეობა ბილიკის ძველ შენობას … ფრთხილად დავაკაკუნე კარზე და როცა გამიღეს თვალწინ გადამეშალა ძალიან თბილი, ოჯახური გარემო, რამაც ინტერესი აღმიძრა. კარებში მალე გამომეგება ორგანიზაციის დირექტორი, რომელსაც ავუხსენი თუ რა მიზეზით მივედი, მანაც ზრდილობიანად მითხრა, რომ ამ კონკურსში სცენარების მიღება ხვალ მთავრდებაო და დავრჩი ასე გაღიმებული, რადგან იმ დროს სცენარი რა იყო არც ვიცოდი და მეორეც ერთ დღეში ვერ დავწერდი ისეთ თემას, რომელიც გამარჯვებას მომიტანდა.. რაღა დამრჩენოდა გამოვბრუნდი სახლში…
რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემი და ბილიკის გზები კვლავ გადაიკვეთებოდა….. მაგრამ ყველაფერი ხდება……

გავიდა რამდენიმე თვე……

საზოგადეობა ”ბილიკის” გაზეთში, რომელსაც სკოლებს უფასოდ ურიგებენ  წავიკითხე განცხადება, კონკრეტულად : საზოგადოება “ბილიკში” ცხადდება 13-დან 16 წლამდე ბავშვების მიღება ჯურნალისტიკის კლუბში…. WOW ჯურნალისტიკა ეს ხომ მიზიდავს, მოდი კიდევ ერთხელ გავრისკავ და მივალ ორგანიზაციაში – გავიფიქრე ჩემთვის და ასეც მოვიქეცი…. მაგრამ ამჯერად ერთი ძმაკაცის მაგივრად 2 წავიყვანე….  მოკლედ მივედი ბილიკში, სადაც შევხვდი ჯურნალისტიკური კლუბის ხელმძღვანელს, რომელიც გაგვესაუბრა და ჩემდა საბედნიეროდ ჯგუფშიც მიგვიღო… ეს დღე დამამახსოვრდა , რადგან ამ დღეს ოფიციალურად გავხდი ამ ორგანიზაციის ნაწილი… მაგრამ ერთი ინციდენტი მაინც მოხდა .. გასაუბრება როცა მთავრდებოდა და სკამიდან ადგომას ვაპირებდი,  წავაქციე დაფა, სადაც გამოფენილი იყო მათი მოსწავლეების ხელნაკეთი ნივთები…საბედნიეროდ ყველაფერი გადარჩა…..
რა მოუხელთებელი ვარ გავიფიქრე აწითლებულ ლოყებიანმა და სასწრაფოდ გავეშურე სახლისკენ…… 🙂

მიდის დრო, დავდივარ ბილიკში, თამ დამაქვს ჩემი უშველებელი კომპლექსები .. ვესწრები ტრენიგებს, ვეცნობი ჯურნალისტიკას… თუ რამეს მკითხავენ მაგ შემთხვევაში ვაფრქვევ ჩემ იდეალურ აზრებს….. სხვა შემთხვევაში ვზივარ ჩუმად და ხშირად ვვარდები უხერხულ სიტუაციში….
არ ვიცი, რა მჭირდა მორიდებულობა თუ რაიმე კომპლექსი, მაგრამ პასიურ რეჯიმში ვიმყოფებოდი, სკოლისგან განსხვავებით, სადაც ყოველთვის ყველაზე აქტიური ვიყავი…

ეს კურსი სამთვიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ერთი წელი მაინც ვიყავი ამ კლუბში და ბილიკს ახალ შენობაშიც გავყევი, რომელიც იქვე, მეორე ქუჩაზე მდებარეობს…. არ ვიცი, რატომ მაგრამ ახალ ჯგუფთანაც დავიწყე სიარული..სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდებოდი რა მინდოდა და რა აზრი ჰქონდა სიარულს….ასე გაგრძელდა რამდენიმე ხანს, სანამ ბოლოს სერთიფიკატი არ მივიღე…  დიახ, მე სერთიფიცირებული ბლოგერ-ჯურნალისტი ვარ.. : )

გგონიათ ამით დამთავრდა ეს ისტორია? იმედი უნდა გაგიცრუოთ.. სწორედ ახლა იწყება ყველაფერი…..  მე გავწევრიანდი ბილიკის ყველაზე მაგარ კლუბში…. (თუ შეიძლება კლუბი უწოდო). ეს გახლავთ ”ლიდერთა ქსელი” , რომელსაც უკავშირდება სასიამოვნო მოგონებები ბილიკთან მიმართებაში, მაგრამ არა ყველაზე სასიამოვნო….

მოკლედ ეს იყო ქსელი, სადაც ჩევნი ხელმძღვანელები იყვნენ ჩვენივე თანატოლები….
გვიტარდებოდა ტრენინგები, ვგეგმავდით სხადასხვა ღონისძიებებს, დავდიოდით ექსკურსიებზე, ზაფხულში რამდენიმე დღიანი ტრენინგები  – ურეკში, ზამთარში კი -ბაკურიანში გვიტარდებოდა…. მოკლედ იყო გართობაც და იყო საქმეც, ყველაფერი ეს შეთავსებით კი იყო ძალიან საინტერესო…. მაგრამ აქაც არ გამოვირჩეოდი განსაკუთრებული აქტიურობით… ვინმეზე ნაკლებს ნამდვილად არ ვაკეთებდი. პირიქით კლუბი, რომელიც სკოლაში მქონდა გახსნილი ყველაზე აქტიური  იყო…… (ქსელის წევრებს გვევალებოდა კლუბის გახსნა საკუთარ სკოლაში)
ამ ყველაფერმა ერთ წელს გასტანა… დამთავრდა ლიდერთა ქსელის პერიოდიც…. და თითქოს დამთავრდა ჩემი ურთიერთობაც ამ ორგანიზაციასთან…. მაგრამ…..
ერთ დღეს კვლავ გამოცხადდა კონკურსი სცენარის წერაზე.. მეც შევქმენი ჯგუფი და დავწერე სცენარი, რომელიც მოხვდა გამარჯვებულთა სიაში.. დავბრუნდი ბილიკში იმ კოკნურსით, რომელმაც პირველად იმედები გამიცრუა…
ჩემი სცენარის მიხედვით გადავიგეთ რამდენიმე წუთიანი ფილმი.. რომელიც აგვისტოს ომს შეეხებოდა.. (ამ სცენარზე სხვა პოსტში ვისაუბრებ და ვიდეოსაც განახებთ)
biliki  ბილიკი.. ჩემს კლუბში ვატარებ ტრენინგს .. 🙂

სწორედ ამ პერიოდში მომივიდა იდეა, რომ ბილიკში გამეკეთებინა ინტელექტუალური კლუბი, ეს აზრი ნელ-ნელა თავში გამიჯდა და საბოლოოდ შევთავაზე ბილიკის ხელმძღვანელობას, რომელმაც თანხმობა გამომიცხადა……
მოკლედ შევქმენი  კლუბი.. ავირჩიე პარტნიორი და დავიწყე აქტიურად საქმიანობა.. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ჩემი ყველაზე კარგი მოგონებები ბილიკთან მიმართებაში….. ვატარებდი ტრენინგებს, ღონისძიებებს, ლაშქრობებს და შეხვედრებს საინტერესო ადამიანებთან.. მოკლედ ვთვლი, რომ ჩემი კლუბი ბილიკში ყველაზე აქტიური იყო…… ამ დროს გაქრა ყოველგვარი ადრინდელი მორცხვობა თუ კომპლექსი. მესმის, გიჩნდება ბუნებრივი კითხვა, რატომ? იმიტომ, რომ საერთოდ ისეთი ტიპის ადამიანებს მივეკუთვნებოდი, რომელიც აუცილებლად ლიდერი უნდა იყოს ნებისმიერ საქმეში და თუ მას ეს ფუნქია არ აკისრია, დუნდება და უკანა პლანზე ყოფნას ამჯობინებს.. საბედნიეროდ ახლა მივხვდი ამ შეცდომას და ყველა სიტუაციაში ვცდილობ ისეთივე აქტიური ვიყო, როგორც ლიდერობის დროს… თუ გსურს ამ პერიოდზე კიდევ უფრო მეტი წაიკითხო იხილე ეს პოსტი… > სიყვარულის ტრენინგი

მოკლედ ბილიკმა ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ შეცვალა და მე ის მუდამ მემახსოვრება, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში…. მე ყველაფერი მიყვარს , რაც მას უკავშირდება და ყოველთვის თბილად გავიხსენებ ამ ორგანიზაციას….
იმედია არ ასცდით იმ ბილიკის გზას, რომელსაც ამ პოსტის დასასრულამდე უნდა მოეყვანეთ…

Advertisements

15 responses to “საუკეთესო პერიოდი ანუ გზა ბილიკისაკენ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: