რა უაზრო ცხოვრებაა…


ალბათ ყველას მოგისმენიათ მეგობრის მიერ წარმოთქმული შემდეგი სიტყვები: რა უაზრო ცხოვრებაა, როგორ მოვიწყინე, ყოველი დღე ერთმანეთს გავს… ამ სიტყვებს არა მარტო ჩვენს გარშემო მყოფნი, არამედ ჩვენც ძალიან ხშირად წარმოვთქვამთ. იმაზე კი არ ვფიქრობთ, როგორ შევცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ და გავიხალისოთ ის სხვადასხვა ქმედებით.

ძალიან ადვილია ილაპარაკო შენს გარშემო გამეფებულ უაზრობაზე და თანაც არაფერი გააკეთო მის შესაცვლელად.
ასე, რომ მოდით ერთად შევცვალოთ ეს გარემო და დავეხმაროთ ერთმანეთს რჩევებით…

მე ვფიქრობ, პირველ რიგში აუცილებელია გაერკვე შენს თავში და ჩამოყალიბდე რა გინდა სინამდვილეში, რას ითხოვ ცხოვრებისგან და რა გაგრძნობინებს იმ უაზრობის შეგრძნებას, რომელსაც შენ განიცდი.

ასევე არსებობს სხვა პრობლემაც, ბევრ ჩვენგანს ყველაფერი წესრიგში გვაქვს, არ გვაწუხებს სინამდვილეში ეს განცდა, მაგრამ მაინც ჩვევად გვაქვს ამ ფრაზის წარმოთქმა, რადგან მას ხომ ჩვეულებრივ ყველა იძახის და ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ გამონაკლისნი?!

მოკლედ ეს ფრაზები ჩვენი ყოველდღირობის ნაწილი გახდა და ნებისმიერ სოციალურ ქსელზე მიწერისას, როცა კითხავ ახლობელს: რა ხდება შენსკენ? ახალი რაა? პასუხი უმალვე მოდის : რავი არაფერი, უაზრობა რაა…. შენც ეთანხმები და ასე გრძელდება….

და მართლაც რას ფიქრობთ ცხოვრება უაზროა? (ამაზე კომენტარებში) მე კი ვფიქრობ, რომ უაზრობა პირობოთი ცნებაა და რომ ყველა ჩვენგანს შეგვიძლია უაზრო ცხოვრება საინტერესო გავხადოთ, ისევ და ისევ ჩვენი მონდომებით.

”აუ რა უაზრო ცხოვრებაა” – რატომ? – შენ თვითონვე თუ არ ხდი მას უაზროს… ასე, რომ ყველაფერი შენზეა დამოკიდებული.. ნუ დაექვემდებარები გარემოს, პირიქით მართე ის შენი სურვილისამებრ და გაიხალისე ცხოვრება…..

Advertisements

11 responses to “რა უაზრო ცხოვრებაა…

  • nick

    კარგი თქმულია, 🙂 იცი რა უაზროს იმიტომ ამბობენ რომ იმ მომენტსი მოიწყინეს თორემ ნებისმიერმა ადამიანმა რომ გადახედონ თავიან ცხოვრებას სრულფასოვნად ნადვლილად არ ეთქმის უაზრობა : ) აი უაზრობა იგივე მოწყენი;ლობასტანაა გაიგივებული : )

  • teennewson

    ki getanxmebi.. mara cudi isaa.. rom bevrs pirze sul es fraza akeria…..

  • salvedomina

    მშვენიერი პოსტია, ავტორის ენთუზიაზმს მივესალმები. სწორად შენიშნავს, რომ ჩვენვე შგვიძლია საინტერესო გავხადოთ ცხოვრება ელემენტარული წვრილმანების ცვლილებითაც კი, ბოლოსდაბოლოს წვრილმანები არასდროს გვიცრუებენ იმედს.. სულაც არ ვთვლი რომ ცხოვრება უაზრობაა, უბრალოდ ხანდახან გადახალისება სჭირრდება ჩვენი გარდერობივით, ან მაცივარივით..:))

  • teennewson

    სალვადომინია გეთანხმები, ჩვენ ყველას შეგვიძლია საინტერსო გავხადოთ ცხოვრება, თუნდაც ელემენტარული ცვლილებებით, ენთუზიზმი კი ამ საქმეში აუცილებლად ყველას დასჭირდება….

  • ნინი მაისურაძე

    gio rogorc yoveltvis dzalian kargi postia :* mec xshirad mitqvams eg fraza mowyenilobis dros an sxva raime problemis gamo 😀 da rogorc tqven mec vfiqrob rom am dros shegvidzlia shevcvalot chveni cxovreba da vicxovrot sainteresod ise rom shemdegshi am frazis tqma ar dagvchirdes :*

  • teennewson

    :*:*:* rogorc chans yvela metanxmeba da kargia.. : ) : *

  • anna

    ვერ ვიტან როცა მეკითხებიან რა ხდება ჩემკენ ახალი. თან ზოგჯერ ამას ისეთი ადამიანები რომ მეკითხებიან, მეორედ რომ ვხედავ, ნერვები მეშლება :დ სიტყვის მასალაა და მეტი არაფერი…

  • teennewson

    xo eg fraza mec magizianebs.. mara yvelaze cudi isaa, rom mec wamomcdeba xolme.. 😀

    • Butterfly

      ara da saertod araa uazroba…: )) ubralod mivechviet am frazis gameorebas… tanac martali xar roca ambob pirobiti cnebaao… yvelastvis sxvadasxva ragac aris uazroba…mag:tu me wignis kitxva miyvars da mteli dge shemidzlia tavaugeblad meti araferi gavaketo sulac ar chavtvli,rom am dgem uazrod chaiara,magram visac sulac ar uyvars wignis kitxva is aucileblad daichivlebs aset shemtxvevashi da ityvis,rom uazrobaa… ase… gamosavali mgoni imashia,rom vaketot yoveltvis chveni sayvareli saqme da cxovreba yoveltvis mshvenieri iqneba : ))

  • teennewson

    ხო მართალია… მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ადამიანები ამ ფრაზას ზოგჯერ მაშინაც იძახიან, როდესაც სულაც არ არიან უაზრო გარემოში…….

  • forester

    atrakeb da gixaria, ise wer titqos sheidzleba rame shecvalo

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: