გაკვეთილი(საკონკურსო)


სანამ კითხვას დაიწყებდეთ გეტყით, რომ ვმონაწილეობ პირველი არხის მიერ გამოცხადებულ ბლოგერთა კონკურსში, თემით ”გაკვეთილი” ასე, რომ შედით ამ ლინკზე და დაალაიკეთ ჩემი პოსტი,  (გიორგი ურუშაძე – ჩემი სახელი და გვარი აწერია) წინასწარ მადლობა…. აი აქ დააკლიკეთ  კონკურსი

გაკვეთილი? მრავლისმთქმელია…. არ ვიცი, საიდან დავიწყო წერა… მრავალი ასოციაცია მომდის თავში… მახსენდება სკოლა, რომელიც სულ რამდენიმე თვეა რაც დავამთავრე, მახსენდება ცხოვრებისეული გაკვეთილი, მაგრამ ერთ მთავარს ვხვდები. ნებისმიერი გაკვეთილი ეს იქნება ცხოვრებისეული თუ სკოლის ვიწრო გაგებით, ყველა ჩვენგანს გვასწავლის რაღაც ახალს, რაღაც სასარგებლოს, რომელიც საჭიროა შევითვისოთ მთელი არსებით.
საერთოდ ჩემნაირი ტიპის ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ეს ცხოვრება ერთი დიდი გაკვეთილია, რადგან  ჩვენს გარშემო არსებობს უამრავი მასწავალებელი, ახლობლების ან თუნდაც უცხო ადამაინების სახით. ყოველი მოვლენა, ქმედება თუ შეცდომა გაკვეთილია, რომელიც წარსულში ჩადენილი შეცდომის განმეორების საშუალებას არ გვაძლევს…
გაკვეთილი? დიახ მე მიმიღია ცხოვრებისგან მწარე გაკვეთილი, მაგრამ აუცილებელი და სასარგებლო…
გაკვეთილი? დიახ, მე უხვად გამიცია იგი ჩემი მცირეოდენი ცოდნისა და გამოცდილების მიუხედავად, მაგრამ ვიღაცისთვის ძალიან საჭირო და სასარგებლოც.
საერთოდ მცნება ”გაკვეთილი” თითქოს ყველაში მსგავს ასოციაციებს იწვევს.. ეს არის სკოლასთან  ან სხვა ცხოვრებისეულ მოვლენასთან დაკავშირებული, მაგრამ მე ვფიქრობ მასში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იგულისხმება, ვიდრე ბანალური სასწავლო პროცესის სახელწოდება.
ყოველი დღე ახალ გაკვეთილად უნდა მივიღოთ და ავითვისოთ რაღაც ახალი და ამ დროებისათვის შესაფერისი, რომელსაც აუცილებად დავნერგავთ ჩვენს ცხოვრებაში. ასევე შეგვიძლია ავირჩიოთ კონკრეტული პიროვნება, რომლის ცხოვრებას გაკვეთილის სახით მივიღებთ და ბევრ საჭირო რამესაც ვისწავლით.
გაკვეთილს რათქმაუნდა თან ახლავს მისი მომზადების და შემეცნების პერიოდიც, არა აქვს მნიშვნელობა სკოლისთვის ამზადებ გაკვეთილს თუ ცხოვრებისეულ გამოცდილებას იძენ მისი მეშვეობით,  ისევ და ისევ მთავარი ერთია, იძენ ცოდნას და გამოცდილებას. გაკვეთილის მიზანიც ხომ სწორედ ესაა.
ჩვენ ადამიანები ხშირად დავფიქრებულვართ სხვადასხვა თემაზე თუ მოვლენაზე, მაგრამ დღეს აღმოვაჩინე რომ თემა სახელად ”გაკვეთილი” შედის იმ თემათა კატეგორიაში, რომელზეც მე არასდროს მიფიქრია, რომელზედაც მე არასდროს დამიწერია და რომელზეც დღეს პირველად ვწერ. გამოგიტყდებით დ გეტყვით, რომ ეს თემა თავიდან სულაც არ მომეჩვენა საინტერესოდ, მაგრამ წერის პროცესში მივხვი, რომ ეს ასე არაა და მასში შემიძლია დავინახო ის ნიუანსები, რაზეც არ ვფიქრობთ ყოველდღიურად, დიახ ეს ასეა და მე ამ აღმოჩენით კიდევ ერთი ცხოვრებისეული გაკვეთილი მივიღე, კონკრეტულად მივხვდი, რომ თუ გაქვს პრეტენზია იყო ბლოგერი ან ზოგადად გთვლიდნენ ადამიანად, რომელსაც შეუძლია კარგად წერა, მაშინ შენ უნდა წერო ნებისმიერ თემაზე, ისეთივე პროფესიონალიზმით, როგორც შენ საყვარელ თემებზე.
და ბოლოს წაიკითხე ეს პოსტი? არ მოგეწონა ?.. მიხარია , რადგან მე შენ ჩაგიტარე გაკვეთილი თუ როგორ არ უნდა დაწერო…. ან კიდევ მეორე უკეთესი უკიდურესობა…  წაიკითხე და თან მოგეწონა?… ეს კიდევ უფრო მიხარია, რადგან შენ უკვე იცი როგორ წერო ისე, რომ გმოთქვა საკუთარი აზრი და არა საზოგადოებაში ფეხმოკიდებული დოგმატიკა…

Advertisements

6 responses to “გაკვეთილი(საკონკურსო)

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: