ახალი ეტაპი


აი ატესტატიც ავიღე, დამთავრდა ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი ყველაზე ხანგრძლივი და საინტერესო ეტაპი, სახელად ”სკოლა”. (მაგრამ გული მწყდება, ვერცხლის მედალზე, ოქროსი მინდოდა… 🙂 მგონი დამსახურებულიც მქონდა, მაგრამ, დიდი მაგრამ.. 🙂

მაგრამ გული საერთოდ არ მწყდება, რადგან ვიცი, რომ წინ ბევრად უკეთესი და სანიტერესო პერიოდი სტუდენტობა მელოდება. თითქოს ყველაზე მნიშვვნელოვანი მომენტი დადგა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ამ ყველაფერს ჯერ კარგად ვერ ვაანალიზებ, რადგან ჯერ არ შემიგრძვნია უნივერსიტეტის, დამოუკიდებელი ცხოვრების მაცდური მტვერი, რომელიც ძველ ყოფას მომწყვეტს და ახალ თავგადასავალში გადამისვრის.

არ ვიცი წინ რა მელოდება, მომეწონება თუ არა ახალი ცხოვრება, ახალი ნაცნობობა, მაგრამ ერთი ნამდვილად ვიცი. ვიცი რისთვის მივდივარ, ვიცი რა მინდა ცხოვრებისგან და ვიცი, რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდ გამოცდილებას შემძენს, რადგან იცხოვრო დამოუკიდებლად ნიშნავს მართო საკუთარი ქცევები, ცხოვრება და თავად მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ასეთი მომენტი და სწორედ ასეთ დროს გვჭირდება სწორი ნაბიჯების გადადგმა, რადგან ამ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილება ჩვენს მომავალ ცხოვრებაში აისახება.

ძალიან ბევრი კითხვა მაწუხებს, ყველაფერი მაინტერესებს, რა? როგორ იქნება?…. ყველაზე მეტად სწავლის დაწყება მწყურია.. უკვე წარმომიდგენია ჩემი პირველი დღე ჯავახიშვილში…..ამასთანავე ცოტა მაშინებს ის ყოფითი პრობლემები, რაც წინ მელოდება, მაგრამ ესეც არაფერია, გადაულახავი ხომ არაფერი არსებობს…. 🙂

Advertisements

24 responses to “ახალი ეტაპი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: