პროფესიის არჩევა


ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში ძიობენ და მაინც ვერ პოულობენ საკუთარ თავს, საკუთარ პროფესიას. არა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანია ყველა ადამიანის ცხოვრებაში, რადგან შენი პროფესია წყვიტავს შენს მომავალ ცხოვრებასაც. ბევრი მათგანი დაუფიქრებლად ირჩევს პროფესიას და გარკვეული ეტაპის მერე ხვდება, რომ ეს ის არ არის რისი კეთებაც სურს, რისი კეთებაც სიამოვნებას ანიჭებს. მე კი ვფიქრობ, რომ თუ შენი საქმიანობა სიამოვნებას არ განიჭებს, შენ პროფესიონალი ვერასდროს გახდები, რადგან საქმისადმი სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. მაგრამ ამავდროულად ძალიან რთულია იპოვე ის პროფესია, რომელიც ნამდვილად შენი მოწოდებაა, რომლის კეთება მართლა გენდომება მთლელი დარჩენილი სიცოცხლე. ამიტომ არჩევანის გაკეთების დროს უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი. თავდაპირველად ჩამოვაყალიბოთ დაახლოებით რა სფეროში გვინდა მოღვაწეობა, საერთოდ რისი კეთება გვეხერხება და თუ გვეხერხება, რამდენად კარგად გამოგვდის ეს საქმე.

ბევრი ჩვენგანი პროფესის არჩევისას არ აქცევს ყურადღებას საკუთარ ინტერესებს და სხვისი ზეგავლენის ქვეშ ექცევა ან რაიმე ისეთ პროფესიას ირჩევს, რომელიც იმ დროისთვის პოპულარული და საკმაოდ მაღალანაზღაურებადია, მაგრამ ჩემი აზრით ეს არასწორი ხედვაა, რადგან საქმის სიყვარულის გაერეშე ძალიან ძნელია პროფესიონალი დადგე და დღესდღეობით შენი საქმის პროფესიონალი თუ არ ხარ ძალინ გაგიჭირდება სამსახურის შოვნა. მაგრამ რათქმაუნდა არსებობენ გამონაკლისი ადამიანებიც, რომლებიც შრომისმოყვარეობის შედეგად აღწევენ დასახულ მიზანს, საკუთარ ინტერესებს ჰობად აქცევენ და ამით იკლავენ საყვარელი საქმიანობისადმი მოთხოვნილებას.

ეროვნული გამოცდები წელს ჩავაბარე და არჩევანიც გავაკეთე, მაგრამ სამწუხაროდ ეს ის არჩევანი არ არის რაც მე რეალურად მინდოდა. თავდაპირველად სამედიცინოზე ჩაბარება მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე, რადგან მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. მეორეც მუდმივად შენობაში გამოკეტვა და კაბინეტში ჯდომა ჩემი სტიქია ნამდვილად არ არის. შემდეგ ჯურნალისტიკურზე მინდოდა ჩაბარება, დღესაც მინდა, მაგრამ უბრალოდ ვთვლი, რომ აუცილებელი არაა ჯურნალისტიკური დაამთავრო, რომ ჯურნალისტი გახდე, შეიძლება სულაც მაგისტრატურაზე აირჩიო ან და სულაც მეორად პროფესიად უნივერსიტეტში, რასაც ისედაც ვაპირებ. ამ და სხვა მიზეზების გამო ავირჩიე აღმოსავლეთმცოდნეობა, მაგრამ დიდი შანსია, რომ მე-2 კურსიდან სხვა ფაკულტეტზე გადავიტანო საბუთები(ალბათ დიპლომატიურზე). ვანხოთ ჯერ, პირველ კურსზე თუ არ მომხიბლა ამ პროფესიამ.

ასე, რომ თქვენ კარგად დაფიქრდით სანამ არჩევანს გააკეთებთ, მერე ჩემსავით ფაკულტეტის გამოცვლა, რომ არ მოგინდეთ….

Advertisements

11 responses to “პროფესიის არჩევა

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: