სიკვდილი


           ყველას გიფიქრიათ ალბათ რა ხდება სიკვდილის, უფროსწორად სულის მიერ სხეულის დატოვების შემდეგ…. ამაზე მეც მიფიქრია და ვიტყვი, რომ მე მართლაც მჯერა სულის უკვდავების და მჯერა, რომ ჩვენ რეალურად არ ვკვდებით, სიკვდილი უბრალოდ პირობითი მცნებაა და ნიშნავს ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადასვლას, სამუდმო სასუფევლის დამკვიდრებას. ჩემი აზრით ცხოვრება დედამიწაზე ერთი ყველაზე დიდი გამოცდა და მზადებაა მომავალი სამუდამო ცხოვრებისთვის. აქ ჩვენ ვაბარებთ გამოცდას… ჩაჭრის შემთხვევაში კი ”მშვენიერი” საჩუქარი ჯოჯოხეთი გველოდება… ბევრ თქვენგანს დარწმუნებული ვარ ძალიანაც აშინებს გარდაუვალ სიკვიდილზე ფიქრი და ხშირ შემთხვევში თავსაც კი არიდებს ამ საკითხზე მსჯელობას. ჩემთვის სიკვდილი ნამდვილად არ არის ტრაგედია, ერთი მარტივი მიზეზის გამოც, მე არ მეშინია სიკვდილის, რადგან ეს ყველა ადამიანის ხვედრია  და კიდევ რაც არ უნდა სულელურად ჟღერდეს ძალიან მაინტერესებს ცხოვერება იქ ზეცაში, ამას გამოვცდი კიდეც, მაგრამ იმედია ძალიან დიდი ხნის შემდეგ 🙂 ამ თემაზე საუბარს ყველა გაურბის, რადგან ყველას ფსიქოლოგირი თავდაცვის ინსტიქტი აქვს გააქტიურებული და იმ თემებზე არ ფიქრობს, რაც არ სიამოვნებს.  მაინც რა არის სიკვდილი?” /> ეს კითხვა ყველა ჩვენგანს გვაინტერესებს და ბოლომდე პასუხი მაინც არავინ იცის. რამდენი წელია კაცობრიობა არსებობს და დანამდვილებით არავის დაუმტკიდებია სამოთხის ან თუნდაც ჯოჯოხეთის არსებობა, მაგრამ ჩევნი რწმენაც ხომ ამაში გამოიხატება, უნდა გვწამდეს ფაქტების გარეშე, გვწამდეს მთელი არსებით, რომ სული უკვდავდია და ის აქ დედამიწაზე არ ამთავრებს სიცოცხლეს.
არსებობს ბევრი ისტორია, რომელიც გადმოცემით ვიცით, ან პირადათ მოუყულია ადამიანს ვისაც ეს შეემთხვა, საუბარია კლინიკურ სიკვდილზე, როდესაც ადამიანის სული ცოტა ხნით ტოვებს სხეულს და ზეცაში გადაინაცვლებს. ყველა მათგანი ერთი და იგივე ისტორიას ყვება, რომ მათ გაიარეს გვირაბი, გვირაბის ბოლოს კი სინათლე დაინახეს, სადაც ანგელოზი დახვდათ, ანგელოზმა კი მოატარა და დაათვალიერებინა ჯოჯოხეთიც და სამოთხეც, საბოლოოდ ვიღაც ნათესავი შეხვდა და ეუბნევა, რომ შენი დრო ჯერ არ მოსულაო და უკან დედამიწაზე აბრუნებს :).. არ ვიცი რამდენად დამაჯერებელია ეს ყველაფერი ან რამდენად რეალური, მაგრამ მთავარი ერთია სული უკვდავია და მართლაც არსებობს სიცოცხლე იქ სადღაც ზეცაში.
საერთოდ სიტყვა მოკვდა არასწორი ფორმაა, უნდა იხმარებოდეს გარდაიცვალა, რადგან ადამიანი არ კვდება, უბრალოდ მდგომარეობას იცვლის.  სიკვდილი არ არის ტრაგედია, რომელიც თავს დაგვატყდება, ადამიანებმა მას სხვა თვალით უნდა შევხედოთ და ასეთი მძიმე აღარ იქნება მცნება სიკვდილთან შეგუება.  როდესაც ვიღაც იღუპება ვფიქრობთ და ღმერთს  ვეუბნებით ღმერთო რა დააშავა, ის ხომ ძალიან ახალგაზრდა, ძალიან კარგი ადამიანი იყოო, ამავე დროს კი რეალურად არც კი ვიცით რა არის სიკვდილი, კარგია ის თუ ცუდი…..

Advertisements

9 responses to “სიკვდილი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: