ნარკომანია=წამალდამოკიდებულება


ნარკომანია დღევანდელი კაცობრიობის უმთავრესი სენია. დიახ სენი და არა დანაშაული, რომელიც კანონით ისჯება. ეს ორი მცნება დღემდე ერთმანეთში ერევათ და ნარკომანს დამნაშავედ მიიჩნევენ, არა და იგი ზიანს მხოლოდ საკუთარ თავს აყენებს. სამწუხაროდ ამ სენმა საქართველოშიც მყარად მოიკიდა ფეხი… ადამიანები სხვადასხვა მიზეზის გამო ხდებიან წამალდამოკიდებულნი, ზოგს პირადი პრობლემის დავიწყება უნდა, ზოგს ფინანსური, ზოგი კი მხოლოდ გასინჯვას აპირებს და ჰგონია, რომ ამით დაამთავრებს თავის ურთიერთობას წამალთან, მაგრამ სწორედ აქ უშვებს გამოუსწორებელ შეცდომას. იგი პირველ ნაბიჯს დგამს ჭაობში, საიდანაც გამოსვლა მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ.ნარკომანიით დაავადებული ადამიანი ვერ აკონტროლებს საკუთარ თავს, იგი ზიანს აყენებს ოჯახის წევრებს და ყველაფერზეა წამსვლელი საკუთარი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. თუ ფული გამოელია იგი ყიდის ყველაფერს, რაც გააჩნია. იგი კარგავს ადამიანურ თვისებებს და მტაცებელ ცხოველს ემსგავსება, რომელიც გამალებული იბრძვის საკვების მოსაპოვებლად. ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი რაოდენობით გაჩნდა ახალი მომაკვდინებელი წამლები, რომელიც კუსტარულ პირობებში მზადდება და მომაკვდინებელი შედეგი მოაქვს ადამაინისთვის. იგი ანგრევს ადამიანის იმუნურ სისტემას და ძალიან მალე ახდენს ყველა ფუნქციის მოშლას, როგორც გონებრივის, ასევე ფიზიკურის. ამ ყველაფერს ემატება ის გარემო, სადაც ნარკომანს უწევს ცხოვრება. იგი ვერანაირად ვერ გამოსწორდება თუ მისი მეგობრები, სანაცნობი წრე წამალდამოკიდებული ადამიანებითაა გაჯერებული, ამიტომ მნიშვნელოვანია სანაცნობო წრის გამოცვლა, ყველაფრის დავიწყება, ეკლესიასთან აქტიური კონტაქტი და რაღათმაუნდა ნებისყოფა, იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამოძვრე ამ ჭაობიდან.
ასევე  ვფიქრობ ძალიან მნიშბნელოვანია მთავრობის პოზიციაც ამ საკითხთან დაკავშირებით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება ნარკომანი ადმიანის მიმართ, იგი არ არის დამნაშავე, იგი დაავადებულია. იგი გარემოების მსხვერპლია, რომელსაც ჩვენი დამხარება სჭირდება.. როგორც ვიცი პარლამენტში იყო განხილვა ამ საკითხთან დაკავშირებით და იმედია ერთხელ და სამუდამოდ მიიღებენ კანონს, რითაც ნარკომანი არა დამნაშავედ, არამედ დაავადებულად გამოცხადება….
ჩვენ კი ყველანი, როგორც საზოგადოების ნაწილი უნდა ვეცადოთ დავეხმაროთ ასეთ ადამიანებს გამოსწორებაში და არა პირიქით, როგორც ბევრს ჩვევია, გავრიყოთ ისინი საზოგადეობისგან.
და მაინც: რა არის ნარკოტიკი?
ნარკოტიკი (ბერძნული სიტყვიდან ”narkotikos” – გამაბრუებელი) – ნივთიერებაა, რომელსაც მედიცინაში იყენებენ ტკივილის გამაყუჩებელ და საძილე საშუალებად. ნარკოტიკებს უწოდებენ ნებისმიერ ქიმიურად აქტიურ ნივთიერებას, რომელიც სპეციფიკურ გავლენას ახდენს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. არსებობს სხვადასხვა შემადგენლობის და განსხვავებული მოქმედების ნარკოტიკი. მათში გამოყოფენ რამდენიმე ძირითად ჯგუფს:
დეპრესანტები, რომლებიც თავის ტვინზე დამთრგუნველად მოქმედებენ,
სტიმულატორები, რომლებიც აღაგზნებენ ნერვულ სისტემას,
ჰალუცინოგენები, რომლებიც იწვევენ უნებლიე მოჩვენებებს – ჰალუცინაციებს.
ყველა ამ ჯგუფის პრეპარატი შეიძლება იყოს როგორც ბუნებრივი, ისე – სინთეტიკური წარმოშობის.
უკეთესია თუ არა ბუნებრივი წარმოშობის ნარკოტიკები?
არ გეგონოთ, რომ ბუნებრივი უკეთესია! ყველა ნარკოტიკი საწამლავია.
როგორ მოქმედებს ნარკოტიკი?
 ნარკოტიკებს შეუძლიათ, შეცვალონ ადამიანთა შეგრძნებები. სხვადასხვა ნარკოტიკი სხვადასხვანაირად მოქმედებს: ზოგიერთი ამცირებს შფოთვას,  ზოგი მატებს თვითდაჯერებულობას და ავსებს ენერგიით, ზოგიერთი ადამიანებს ავიწყებს  მათ ცხოვრებაში არსებულ პრობლემებს. თუმცა ფაქტი ერთია, რომ საბოლოოდ მათ არც ერთი იმ მიზეზისა თუ პრობლემის აღმოფხვრა არ შეუძლიათ, რის გამოც მათ იყენებენ. პირიქით, მზარდი წამალდამოკიდებულების გამო ნარკომანის ცხოვრებას მთლიანად ნარკოტიკი განსაზღვრავს; მას სულ უფრო მეტი დოზა ესაჭიროება იგივე შეგრძნებების მისაღწევად. იგი იძულებულია მიიღოს ნარკოტიკული საშუალება, ისე, რომ არც ფიქრობს ამაზე.  კარგავს საღად აზროვნების და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარს, რაც განსაკუთრებით საშიშია და რაც უმეტესწილად განსაზღვრავს მის  მრავალ სარისკო ქცევას.
რატომ იყენებენ ნარკოტიკებს?
ნარკოტიკებს იყენებენ სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს შეიძლება იყოს თანატოლთა ზეგავლენა, დეპრესია, მოწყენილობა, ”ყველაფრის გასინჯვის” სურვილი და ინტერესი და ბოლოს, ის სასიამოვნო შეგრძნებები, რომლებიც გამოყენებისთანავე იჩენს თავს. ეს ეფექტი ე.წ. ”კაიფი” ხანმოკლეა, რადგან სასიამოვნო ეფექტები მხოლოდ სუბიექტური შეგრძნებებია, რეალურად კი, ორგანიზმი განიცდის ნარკოტიკების მავნე ზემოქმედებას და შედეგად ხდება მისი გამოფიტვა. ეიფორიის შემდეგ იწყება გამოსვლის ფაზა ე. წ. „ლომკა“, რომელიც არასასიამოვნო ემოციებთან არის დაკავშირებული, თავს იჩენს შემდეგი მოვლენები: გახშირებული ან შენელებული გულისცემა და სუნთქვა, მომატებული წნევა, გამოხატული ოფლიანობა, მომატებული ტემპერატურა, თავის ტკივილი, უძილობა, თავბრუსხვევა, გულისრევა, პირის სიმშრალე, ხელების კანკალი, წონასწორობის დარღვევა და სხვ.
რა არის ნარკომანია?
 ნარკომანია დაავადებაა, რომელიც ვითარდება ნარკოტიკულ საშუალებათა სისტემატური მოხმარების შედეგად და ვლინდება ნარკოტიკის მიღების დაუძლეველი ან ძნელად დასაძლევი მოთხოვნილების სახით. სამეცნიერო ლიტერატურაში მოიხსენიება, როგორც წამალდამოკიდებულება, რაც კარგად ასახავს დაავადების ძირითად სიმპტომს – ნარკოტიკზე ფიზიკურ და ფსიქიკურ დამოკიდებულებას.
რა განსხვავება ფიზიკურ და ფსიქიკურ დამოკიდებულებას შორის?
 ნარკოტიკულ ნივთიერებებს გააჩნიათ თვისება, ისე იმოქმედონ ადამიანზე, რომ გამოიწვიონ ფსიქიკური და ფიზიკური მიჩვევა – დამოკიდებულება. ფიზიკური დამოკიდებულება ვითარდება გარკვეული დროის განმავლობაში პიროვნების მიერ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისას. შემდგომ ვითარდება  აღკვეთის მდგომარეობა, აბსტინენცია, ე. წ. ”ლომკა”. ნარკოტიკის მცირე დოზით მიწოდების შემთხვევაშიც კი ეს მდგომარეობა გადაივლის ხოლმე. მიუხედავად ძლიერი სომატური გამოხატულებისა, ფიზიკური აბსტინენცია, როგორც წესი 2-3 კვირაში, ხოლო სათანადო მკურნალობისას უფრო ადრეც, ამოიწურება ხოლმე. თუმცა მას მერე, რაც ფიზიკური აბსტინენცია ამოიწურება, კიდევ უფრო მძლავრად გამოაშკარავდება ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. იგი ნარკოტიკისადმი დაუძლეველ ლტოლვაში გამოიხატება. ფსიქიკური კომპონენტი რომ არა, ნარკომანია ვერასდროს  გადაიქცეოდა იმ საშიშ სოციალურ სენად, რომელიც ასეთი საგანგაშოა.
ყველაზე ძლიერი და არასასიამოვნო ნარკოტიკზე დამოკიდებულებაში ფსიქოლოგიური დამოკიდებულებაა, რომელიც ფიზიკურზე ადრე ჩნდება (ზოგჯერ ნარკოტიკის ერთჯერადი მოხმარებისას) და გვიან სუსტდება იმ დონემდე, რომ პიროვნებას შეუძლია მას ადვილად მოერიოს. ეს ხდება თავშეკავებიდან 2-3 წლის თავზე.
და ბოლოს: ნურასდორს ნუ გაეკარებით ნარკოტიკებს !!!

Advertisements

3 responses to “ნარკომანია=წამალდამოკიდებულება

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: