პოლიტიკურ ლაბირინთში.


გვეშველება რამე? ეს კითხვა ძალიან ხშირად გაგვიგია ყველას ჩვენს გარშემო, ეშველება რამე საქართველოს? ისმის ეს კითხვაც იმ ადამინებისგან, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ საქართველოპში გატარებულ ახალ რეფორმებს. ასეთი ადამიანები ყურადღებას არ აქცევენ მიღწეულ შედეგებს და მხოლოდ უარყოფითზე ამახვილებენ ყურადღებას. შეიძლება ვინც ახლა ამ პოსტს კითხულობს. ფიქრობს, რომ საქმე მთავრობის თავგადაკლულ მომხრესთან აქვს, მაგრამ ეს ასე არ არის. უბრალოდ მე ვხედავ იმ მიღწევებს, რაც დღეს საქართველოში შეინიშნება. დაწყებული გზების გაყვანიდან, დამთავრებული საგანმანათლებლო რეფორმით… ყოველმა ჩვენგანმა იცი, რომ ტარდება რეფორმები, მაგრამ ნაკლებმა ადამიანმა იცის, რომ რეფორმებს შედეგბი ასე უცბად არ მოყვება და იდეალური არც რეფორმა არსებობს, არც ხალხი და რათქმაუნდა, არც მთავრობა. მე მესმის, რომ ხალხში ყოველთვის არსებობს წინააღმდეგობა და უარყოფითი დამოკიდებულება ამა თუ იმ რეფორმის თუ მთავრობის მიმართ. ეს ძალიან ლოგიკური და მისაღებიცაა, რადგან ასეთი დამოკიდებულებით მთვარობას მოდუნების საშუალებას არ აძლევ, მაგრამ, როდესაც ეს მუდმივდ გრძელდება და ვერ ხედავ იმ მიღწევებს, რაც რეალურად ჩვენს თვალწინ ხდება, საქმე უკვე ძალიან ცუდათაა და სერიოზული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება ამ პრობლემის გადასალახავად. მთვარი პრობლემა მოდი პირდაპირ ვიტყვი დეგრადირებული საზოგადოების ნაწილია, რომელიც ვერ აანალიზებს კარგად რაღაცეებს და ყველაფერს მთავრობას აბრალებს… კიდევ ერთხელ ვიტყვი მე არ მგონია, რომ მთავრობა იდეალურია, უბრალოდ შემიძლია დავინახო კარგიც და ცუდიც…. მოდი ავიღოთ განათლების რეფორმა, კონკრეტულად ეროვნული გამოცდები. მე ვერ ვიპოვი ისეთ ადამიანს ვისაც ეს რეფორმა არ მოსწონს და თუ ვიპოვი ფრთხილად გავეცლები, რადგან მას ყველაფერი რიგში ვერ ექნება….. ან კიდევ ვიღაც ფულიანი მამიკოს შვილი იქნება, რომელსაც სწავლას ფულით მოწყობა და ნაყიდი დიპლომი ურჩევნია…. საქართველო ნელ-ნელა წინ მიიწევს და ამის უარყოფა შეუძლებელია. მართალია ისიც ფაქტია, რომ დღეს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ბევრი ოჯახი იმყოფება და არსებობს კიდევ მრავალი პრობლემა, მაგრამ ქვეყანა ერთ დღეში ნამდვილად არ აშენებულა. ასე, რომ მე ვფიქრობ ჩვენ ახალგაზრდები ვართ ის ძალა, რომელსაც შეუძლია ის პრობლემებიც აღმოფხვრას, რაც დღეს კიდევ არსებობს. მოდით და ნუ ვიქნებით მხოლოდ მთავრობის კრიტიკაში. თუ რამე არ მოგვწონს არა სიტყვით, არამედ საქმით დავუმტკიცოთ, თუ მოგვწონს, მოდით უკეთესი გავხადოთ ის… ძალა ერთობაშია…..

Advertisements

8 responses to “პოლიტიკურ ლაბირინთში.

  • ნიკუშა_მარქსი

    ამ სტატიაში გიწერია ხელისუფლების თავგადაკლული მომხრე არ ვარო 🙂 სტატიის მიხედვით ასე არ არის…
    ხელისუფლებას ყველაზე მეტად ახლა კრიტიკა სჭირდება, ის რომ რეფორმები კარგია და შედეგები მალე დაიდებაო ამას ისედაც ამბობს ხელისუფლება, ყოველგვარი ვინმეს დახმარების გარეშე .

  • teennewson

    შენ შეიძლება ხელისუფლების მომხრედ ჩამთვალო, სტატიიდან გამომდინარე.. მაგრამ მე უბრალოდ იმ ადამიანების გამო დავწერე ეს სტატია, ვინც საერთოდ ვერაფერს კარგს ხედავს და მხოლოდ ცარიელი კრიტიკული სიტყვებით კმაყოფილდება, საქმეს კი არაფერს აკეთებს. თორე ისე მეც კარაგდ ვიცი ხელისუფლების ძალიან ბევრი ნაკლი და შეცდომები და მაგასაც შევეხები შემდეგ პოსტებში…. მადლობ კომენტარისთვის…

  • kanario

    gioo, dges ‘qronikas’ vuyurebdi, finalur nawilshi vrtav xolme, kulturis ambebi ufro mizidavs.. Ganaxlebuli batumi, anaklia, mestia, qutaisi, signagi achvenes da mesiamovna… Wamit echvic ki shemepara, xo saqartveloa-metqi?!
    Ise, adamianebi umadurebi rom vart (sxvadasxva dozit, magram yvela vart), cxadi iyo da sheni posti ertgvari mxilebaa mati. Momwons 🙂

  • teennewson

    დიდი მადლობა… მეც უფრო კრიტიკულ პოსტებს ვწერ ხოლმე მთავრობის მისამართით, მაგრამ მთლად უმადურობაც არ შეიძლება…. : ) მადლობა კომენტარისთვის…

  • მეანდერძე

    ერთი კრიტიკული აზრი მაინც დაგეწერა მთავრობის რომელიმე რეფორმაზე თუ არ არსებობს ცუდი რეფორმა რომელიც საქართველოში გატარდა? :))) განათლების რეფორმა მარტო ეროვნული გამოცდებით როდი შემოიფარგლება, სამინისტრო ყოველ წელს ცვლიდა “სტრატეგიას” და ამაში მილიონები იხარჯებოდა… პრობლემა კი გაუნათლებელ ხალხშია – http://www.youtube.com/watch?v=4LHrCACbWr8&feature=player_embedded აუცილებლად ნახე ეს ვიდეო

  • teennewson

    მაგაზე სხვა პოსტში ვისაუბრებ, უბრალოდ ამ პოსტში მხოლოდ დადებით მხარეებზე გავამახვილე ყურადღება, თორემ გასაკრიტიკებელი იმდენია, 10 პოსტის დაწერა დამჭირდება….

  • teennewson

    რა ქება-დიდებაა.. თავს ვხრი .. : ) ეს იყო ბრწყინვალე ვიდეო… კინემატოგრაფიის ნიმუში… : )) შენი ბლოგი გადავბრდგვენი… მომეწონა.. : ))

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: