აბიტურიენტობიდან სტუდენტობამდე


წლევანდელი წელი პირადად ჩემთვის ყველაზე საშინელი და დატვირთული იყო. ალბათ იბადება კითხვა, რატომ? რატომ და წელს აბიტურიენტი გახლდით. მთელი წელი მოსაბეზრებელი სიარული მასწავლებლებთან. დღე და ღამე სწავლა და წიგნებთან ერთად ჩაძინება. ეროვნულ გამოცდებს თან დაერთო სასკოლო გამოცდებიც და მთლად მოგვეცა ამოსუნთქვის საშუალება ამდენი გამოცდებით განებივრებულებს :D. მოკლედ საკმაოდ დავიტანჯეთ და მივხვდით, რომ 1993-იანებმა აშკარად რაღაც დავაშავეთ, რადგან ჯერ იყო კომპიუტერები არ მოგვცეს, 12 კლასი მოგვიწია, საატესტატო გამოცდები დაგვინიძშნეს, გრანტებიც მოუხსნეს ზოგიერთ ფაკულტეტს და ახლა კიდევ ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ პირველად ჩვენ მოგვიწევს ინგლისურ ენაში ტესტის ჩაბარება. ალბათ შეგშურდათ ჩვენი განსაკუთრებული იღბლიანობის, მაგრამ ეს კიდევ არაფერია…: )
მთელი წელი საკმაოდ კარგად ვმეცადინეობდი, უარს ვიძახდი კომპიუტერზე, ასე იყო ჩემი ბევრი მეგობარიც. დრო თითქოს მალე გადიოდა, ყოველშემთხვევაში ახლა ასე ვფიქრობ. მალე საატესტატო გამოცდების ჩაბარების დროც მოვიდა, ყველანი ვღელავდით რადგან პირველები ვიყავით, ვინც ამ გამოცდას აბარებდა, არ ვიცოდით რა შედეგები იქნებოდა. ბევრს სერიოზულად ჩაჭრისაც ეშინოდა. პირველ გამოცდაზე ძალიან ვნერვიულობდიდა ყოველი პასუხის მერე ქულას ველოდებოდი. ნელ-ნელა დავმშვიდდი შემდეგი საგნების ჩაბარებისას, თან კარგ ქულებსაც ვიღებდი, რაც კიდევ უფრო მახარებდა, მივხვდი, რომ საშიში არაფერი იყო.  როგორც იქნა ათივე გამოცდაც ჩავაბარე წარმატებით, მაგრამ შედეგი ანუ ატესტატი ჯერაც არავის აგვიღია. ველოდებით და ის კი არ ჩანს.. : ) მალე ამ გამოცდებს ეროვნულებიც დაერთო და ახალი ტალღა წამოვიდა ემოციების, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ეროვნულ გამოცდებზე ისე აღარ მინერვიულია, როგორც საატესტატოზე.  ახლა უკვე გამოცდების შედეგებს ველოდები, საკმაოდ კარგი თუ არა ნორმალური ქულები მაქვს და სტუიდენტი აუცილებლად გავხდები, ამავეს ვუსურვებ ყველა აბიტურიენტს.

Advertisements

2 responses to “აბიტურიენტობიდან სტუდენტობამდე

  • ანონიმური

    :)))) kompiuterebi ro ar mogvces me magaze dgemde dabogmili var :D:D:D:D erts davumatebdi *Pilotirebuli swavleba* (ai zogs ro egona ro frenas aswavlidnen is :D) sabednierod yvela 93s ar mouwia mara me mqonda amisi bedniereba :D:D:D yvelaze kargad is maxsovs mteli me7 klasi qartulshi MGELS ro vswavlobdi… :D:D:D da ui is rogor gamogrcha yvelaze mtavari MANDATUREBI :D:D:D sopo mandaturi chveni mesaidumle (kamfetebs ro gvchuqnis is) :))))

  • teennewson

    kompiuterebze mec dabogmili var… 😀 ara da rogor velodi….. mandaturebi imdenad saTuTi Temaa, rom magas calke vrceli posti schirdeba 😀

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: