ჩვენც დავბერდებით


გადის დრო, დღეები, წუთები, წამები, ადამაინები იცვლებიან როგორც ფიზიკურად ისე სულიერად. მოდის დრო, დრო სიბერის, ასაკი როდესაც თვალს ავლებ წარსულ ცხოვრებას და აანალიზებ ყველაფერს. ხვდები, რომ ბევრი შეცდომა დაუშვი, მაგრამ მათი გამოსწორება უკვე გვიანია. მოდის სინანული, მაგრამ დაგვიანებული. იხსენებ შენს მიერ ჩადენილ სიკეთეებს, რაც სულიერად გამშვიდებს და მომავალი ცხოვრებისთვის გამზადებს. მეორე მხრივ ფიქრობ, რომ ამოწურე შენი ცხოვრება და დედამიწაზე აღარაფერი გესაქმება, თავს თითქოს ზედმეტად გრძნობ, მაგრამ მე გეტვი, რომ ეს ასე არ არის, სიბერით ყველაფერი არ მთავრდება, პირიქით ვინ იცის შეიძლება ახალი ეტაპიც იწყება, ზეამაღლებული ცხოვრებისა” />.
მოკლედ სიბერე და მოხუცი ადამიანები დღესდღეობით საზოგადეობაში სხვადასხვა დამოკიდებულებას იწვევენ, ზოგs აღიზიანებს მათი ქცევები, ზოგს პირიქით. ისეც ხდება, რომ ოჯახში მოხუც წევრსაც ვეღარ იტანენ და ხშირ შემთხვევაში თავშესაფარში გზავნიან, რაც ჩემი აზრით სრულიად დაუშვებელია. სიბერე არ არის დაავადება, სიბერე არ არის მავნე ჩვევა, სიბერე ჩვენი სყავარელი ადამიანების და მათ შორის საკუთარი თავის მომავალი მდგომარეობაცაა. ჩვენც აუცილებლად დავბერდებით და მივხვდებით, თუ რას ნიშნავს სიბერე, რას ნიშნავს, როცა არავის სჭირდები.
პირადათ მე მოხუცების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, არა იმიტო, რომ მეცოდებიან, არამედ იმიტომ, რომ ისინი ღირსნი არიან კარგი მოპყრობისა, ნებისმეირი მოხუცი ადრე, ხომ ჩვენსავით ახალგაზრდა იყო, ხომ ჩვენსავით ფიქრობდა. ნებისმიერი მათგანი მშობელიც იყო, ისეთ მშობელი, რომელთაც შვილებს ყველაფერი შესწირეს, საპასუხოდ კი, მათგან ცივი დამოკიდებულება ან კიდევ უფრო უარესი თავშესაფარში გაგზავნა მიიღეს.  არ მინდა ისე გაიგოთ თითქოს ყველა მოხუცის ბედი ასეთია, მაგრამ თქვენც იცით, რომ ასე მართლაც ხდება ბევრგან, რაც დაუშვებელია, ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენც აუცილებლად დავბერდებით.” />
ამ თემაზე ძალაინ ბევრს დაუწერია, მათ შორის განსაკუთრებულია ნიკო ლორთქიფანიძის თავსაფრიანი დედაკაცი, სადაც ქვრივ მოხუც ქალს შვილები არ უფასებენ იმ ფასდაუდებელ ღვაწლს, რომელიც ამ ქალმა მათ აღსაზრდელად გასწია.
ქუჩაში უპატრონოდ მათხოვრობისთვის და შემდგომ სიკვდილისთვის იმეტებენ.
ასევე ძალიან მომწონს ჰერმან ჰესეს პატარა მოთხრობა სიბერის შესახებ, რომელსაც აქვე დავდებ და აუცილებლად წაიკითხეთ….. : ))
ჰერმან ჰესე:

სიბერე ჩვენი ცხოვრების საფეხურია, რომელსაც, ისევე როგორც მის სხვა ეტაპებს, აქვს საკუთარი სახე, საკუთარი ატმოსფერო და ტემპერატურა, საკუთარი სიხარული და დარდი. ჩვენ, ჭაღარა მოხუცებს, ისევე როგორც ჩვენს უმცროს თანამოძმეებს, გვაქვს ამოცანა, რომელიც აზრს აძლევს ჩვენს არსებობას, ისევე როგორც სასიკვდილოდ განწირულ ავადმყოფს, მომაკვდავსაც _ რომლის სარეცლამდეც საეჭვოა, მიაღწიოს ხმამ ამქვეყნიური სამყაროდან _ აქვს თავისი ამოცანა, მანაც უნდა შეასრულოს მნიშვნელოვანი და საჭირო საქმე.
იყო მოხუცი _ ისეთივე შესანიშნავი და აუცილებელი ამოცანაა, როგორც იყო ახალგაზრდა, ისწავლო კვდებოდე (სიკვდილი) და სიკვდილი ისეთივე საპატიო ფუნქციაა, როგორც სხვა ნებისმიერი, _ იმ პირობით, თუ ეს სრულდება ყოველგვარი სიცოცხლის აზრისა და სიწმინდის წინაშე მოწიწებით, კრძალვით. მოხუცი, რომლისთვისაც სიბერე, ჭაღარა და სიკვდილის სიახლოვე მხოლოდ საძულველი და საშინელია, ისეთივე უღირსი წარმომადგენელია თავისი ცხოვრების ამ ეტაპისა, როგორიც ახალგაზრდა და ძლიერი ადამიანი, რომელსაც სძულს თავისი საქმიანობა, ყოველდღიური შრომა და ცდილობს მისგან თავი დაიძვრინოს.
მოკლედ რომ ვთქვათ: სიბერეში შენი დანიშნულება რომ შეასრულო და თავი გაართვა შენს ამოცანას, შეთანხმებული უნდა იყო სიბერესთან და იმ ყველაფერთან, რაც მას თან მოაქვს, უნდა უთხრა: `დიახ~. ამ `დიახის~ (დასტურის), იმის მზადყოფნის გარეშე, რომ მივეცეთ მას, რასაც ჩვენგან ბუნება ითხოვს, ჩვენ _ მოხუცები ვართ თუ ახალგაზრდები _ ვკარგავთ ჩვენს დღეთა ფასეულობასა (მნიშვნელობას) და აზრს და სიცოცხლეს ვატყუებთ.
ყოველმა ადამიანმა იცის, რომ სიბერეს ახლავს ათასგვარი ტვირთი და რომ ის სიკვდილით მთავრდება. წლითი წლობით მსხვერპლი უნდა გაიღო და ბევრ რამეზე უარი თქვა. უნდა ისწავლო, აღარ ენდო შენს გრძნობებსა და ძალებს. გზა, რომელიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ შენთვის პატარა გასეირნება იყო, გრძელი და რთული ხდება, და ერთ მშვენიერ დღეს ვეღარც შევძლებთ მის გავლას. უარის თქმა გვიხდება საჭმელზეც, რომელიც მთელი ცხოვრება გვიყვარდა. ფიზიკურ სიამოვნებასა და სიხარულს სულ უფრო იშვიათად განვიცდით და ამ სიამოვნებისთვის სულ უფრო ძვირი უნდა გადავიხადოთ. და შემდეგ, ყოველგვარი სნეულება და ავადმყოფობა, გრძნობების დაჩლუნგება, ორგანოების დასუსტება და ათასნაირი ტკივილი, განსაკუთრებით ღამღამობით, ხშირად ასეთი ხანგრძლივი და საშინელი _ ამ ყველაფერს თავს ვერ დააღწევ, ეს მწარე სინამდვილეა. მაგრამ საცოდაობა და სამწუხარო იქნებოდა, რომ მარტოოდენ დაკნინების, დაცემის ამ პროცესს მისცემოდი და ვერ დაგენახა, რომ სიბერესაც აქვს თავისი კარგი მხარეები, უპირატესობა, თავისი სანუგეშო და სასიხარულო. როცა ორი მოხუცი ერთმანეთს ხვდება, მათ მხოლოდ წყეულ ნიკრისის ქარებზე, სხეულზე, რომელიც აღარ გემორჩილება და ქოშინზე, კიბეზე ასვლისას რომ გაწუხებს, კი არ უნდა ილაპარაკონ, არამედ სასიხარულო და სასიამოვნო შეგრძნებებსა და შთაბეჭდილებებზე. ასეთები კი მრავლადაა.
როცა შეგახსენებთ მოხუცთა ცხოვრების ამ დადებითსა და შესანიშნავ მხარეზე და იმაზე, რომ ჩვენ, ჭაღაროსნებს, გვსმენია ძალის, მოთმინების, სიხარულის ისეთი წყაროების შესახებ, რომლებიც ახალგაზრდების ცხოვრებაში არავითარ როლს არ ასრულებენ, მე არ შემფერის ვილაპარაკო რელიგიისა და ეკლესიის ნუგეშისცემაზე. ეს მღვდლის საქმეა, მაგრამ შემიძლია, ჩამოვთვალო რაღაც-რაღაც საჩუქრები, რომლებიც ჩვენთვის სიბერეს მოაქვს. მათგან ჩემთვის ყველაზე ძვირფასია საგანძური იმ სურათებისა, რომლებიც ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ გონებაში აღგბეჭდვია და რომლებსაც, როცა შენი აქტიურობა ცხრება, სრულიად სხვა თანაგრძნობით უმზერ, ვიდრე ოდესმე წინათ. იმ ადამიანთა ხატებანი და სახეები, რომლებიც უკვე სამოცი-სამოცდაათი წელია წასულან ამ ქვეყნიდან, ისევ ჩვენთან არიან, გვიცქერენ ცოცხალი თვალებით. უკვე გამქრალ და სრულიად გადასხვაფერებულ სახლებს, ბაღებსა და ქალაქებს ვხედავთ ცოცხალთა და უვნებელთ, როგორც ოდესღაც, და შორეულ წლებში, ზღვისპირეთს, სადაც ათეული წლების წინ ვიმოგზაურეთ, ისევ მთელი თავისი ფერადოვნებით აღვიქვამთ ამ ჩვენს სურათებიან წიგნში.
მზერა, დაკვირვება, ჭვრეტა სულ უფრო მეტად გადადის ჩვევაში და განწყობილება და დამკვირვებლის პოზიცია განსაზღვრავს ჩვენს საქციელს.
…სურვილების, ოცნებების, გატაცებებისა და ვნებებისგან დევნილები, ჩვენც, როგორც ადამიანთა უმრავლესობა, ჩვენი ცხოვრების წლებსა და ათასწლეულებში მივქროდით მოუთმენლად, ცნობისმოყვარეობითა და იმედებით, მტკივნეულად განვიცდიდით წარმატებებსა და იმედგაცრუებებს, დღეს კი ჩვენი საკუთარი ცხოვრების დიდი, ილუსტრირებული წიგნის ფურცვლისას გვიკვირს, როგორი მშვენიერი და საამურია გამოხვიდე ამ რბოლიდან და სწრაფვიდან, და მიეცე Vიტა ცომტემპლატივალ-ს. აქ, მოხუცთა ამ ბაღში, ყვავის უამრავი ყვავილი, რომელთა მოვლაზეც კი არ გვიფიქრია. აქ ყვავის ყვავილი მოთმინებისა, მარცვალი კეთილშობილი, ჩვენ ვხდებით უფრო მშვიდნი, შემწყნარებელნი და რაც უფრო ნაკლები მოთხოვნილება გვაქვს ჩავერიოთ და ვიმოქმედოთ, მით მეტი უნარი გვეძლევა, დავაკვირდეთ და ყური მივუგდოთ ბუნების სიცოცხლესა და ჩვენს თანამოძმეთა ცხოვრებას, კრიტიკის გარეშე ვადევნოთ თვალი მის მსვლელობას და გვიკვირდეს მისი მრავალფეროვნება, ზოგჯერ _ თანაგრძნობითა და ჩუმი სევდით, ზოგჯერ _ სიცილით, ნათელი სიხარულით, იუმორით.
ამას წინათ ბაღში კოცონთან ვიდექი და ცეცხლში ვყრიდი ფოთლებსა და გამხმარ ტოტებს. ეკლიანი ღობის იქით ჩაიარა მოხუცმა ქალმა, რომელიც ალბათ 80 წლის იქნებოდა. იგი შეჩერდა და ყურება დამიწყო. მე მივესალმე, მაშინ მან გაიცინა და მითხრა: `სწორად მოიქეცით, კოცონი რომ გააჩაღეთ. ჩვენს ასაკში დროა, ნელ-ნელა შევეგუოთ ჯოჯოხეთს~. ამან მისცა ტონი საუბარს, რომლის დროსაც ერთმანეთს შევჩივლეთ ათასგვარი ტკივილისა და გაჭირვების შესახებ, მაგრამ სულ ხუმრობით (ხუმრობის კილოთი). საუბრის ბოლოს ვაღიარეთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ საშინლად მოხუცები, სანამ ჩვენს სოფელში ცხოვრობს ყველაზე უხუცესი, რომელიც ასი წლისაა.
როცა სრულიად ახალგაზრდები თავიანთი ძალის უპირატესობითა და გულუბრყვილობით ჩვენს ზურგს უკან იღიმებიან, სასაცილოდ ეჩვენებათ ჩვენი მძიმე სიარული და დაძარღვული ყელი, ჩვენ ვიხსენებთ, როცა ასეთი ძლიერები და ასეთივე მიამიტები ვიყავით, ოდესღაც ჩვენც ვიცინოდით, და სრულიად არ მიგვაჩნია, რომ დამარცხებულები ვართ, არამედ გვიხარია, რომ ცხოვრების ამ საფეხურს გადავაბიჯეთ და გავხდით უფრო ჭკვიანნი და მომთმენნი.

Advertisements

5 responses to “ჩვენც დავბერდებით

  • tsotnee

    ოქტავ მირბოს “მუქთამჭამელები” წაიკითხე. ავტორი იგივე პრობლემას ეხება რასაც ნიკო ლორთქიფანიძე “თავსაფრიან დედაკაცში” – ევროპა ამ საკითხისადმი მართლაც შემზარავია.

  • teennewson

    წაკითხული მაქ… თავსაფრიანი დედაკაცის მერე წერია მე-12 კლსის წიგნში…. დიდი შთაბეჭდილებაც მოახდინა ჩემზე. მაგრამ ამ პოსტში აღარ მოვიხსენიე….

  • ♥ Miss.Catalan.. ♥

    თავიდან პოსტი რომ ვნახე,გული შემიქანდა,ამხელაა და რა წაიკითხავსთქო.მაგრამ,კითხვა რომ დავიწყე ისე გამიტაცა,რომ ვერც კი შევნიშნე,ისე დავამთავრე…

    მადლობა მინდა გითხრა ამ პოსტისთვის 🙂

  • teennewson

    მადლობა შენ, რომ არ დაგეზარა და წაიკითხე…. : )

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: