შარშანდელთან შედარებით წელს აბიტურიენტებმა უკეთესი შედეგი აჩვენეს


2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოწმებული საგნების მაჩვენებლების მიხედვით, შარშანდელ წელთან შედარებით აბიტურიენტებმა უკეთესი შედეგი აჩვენეს.
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, სულ ერთიან ეროვნულ გამოცდებს წელს 34 000 აბიტურიენტი აბარებს. აბიტურიენტებმა საუკეთესო შედეგი ქართულ ენაში აჩვენეს, სადაც აბიტურიენტების მხოლოდ 6.4%ჩაიჭრა, უნარ ჩვევებში 7%, უცხო ენებში 12%-მა ვერ გადალახა ბარიერი, რაც შარშანდელ წელთან შედარებით მონაცემების მკვეთრი გაუმჯობესებაა.
რაც შეეხებაა არჩევით საგნებს, მათემატიკა მეოთხე საგნად წელს აბიტურიენტების 33.6%-მა აირჩია, საიდანაც 30% ჩაიჭრა, რაც საერთო აბიტურიენტების რაოდენობის 10%-ზე ნაკლებია. წელს ეს მაჩვენებელიც უკეთესია 2010 წლის მაჩვენებელთან შედარებით, როდესაც ჩაჭრილთა რაოდენობა 35%-ს შეადგენდა.
ხვალ, 3 აგვისტოს, ისტორიის გამოცდების შედეგები დაიდება, რომელიც აბიტურიენტების 36%-ს აქვს არჩეული, გეოგრაფია 9%-ს, ლიტერატურა 17%-ს, ფიზიკა 1%-ს, ქიმია 2.7% ხოლო ბიოლოგია10.5%-ს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ უსურვებს წარმატებას ყველა აბიტურიენტს და მოხარულია იმ ფაქტით რომ წლევანდელი შედეგები, შარშანდელი ეროვნული გამოცდების შედეგებთან შედარებით გაუმჯობესებულია. ასევე შეახსენებს საზოგადოებას, რომ არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს ჩარიცხვის 100%-იანი მაჩვენებელი. მაგალითისთვის, შარშან, ამერიკის შეერთებულ შტატებში მსურველთაგან 68% გახდა სტუდენტი, ხოლო აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი 2010 წელს დაახლოებით 30%-ს შეადგენდა.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: