ისლამი



სუფიზმი

სუფიზმი, თასავუფი [სუფ, ~მატყლი~, ~უხეში მატყლის ქსოვილი~, თასავვუფ – ~მატყლის ტანისამოსში გამოწყობა~, სინონიმია ტარიკა – ~გზა~, ~მისტიკური გზის~, ~მისტიკური შემეცნების სისტემის, მეთოდის~ მნიშვნელობით] – ასკეტურ-მისტიკური მიმდინარეობა ისლამში. მკვლევარები სუფიზმში ქრისტიანული, ირანული თუ ინდური რელიგიების კვალს ხედავენ. თვითონ სუფი ავტორები ყოველთვის ხაზს უსვამდნენ სუფიზმის ისლამურ წარმომავლობას.
სუფიზმის არსებობის პირველ ეტაპზე (VIII ს. შუა ხანებიდან IX ს. დასაწყისამდე) იგი უმთავრესად ასკეტიზმის იდეების გამომხატველი იყო. ტერმინები თასავუფი და სუფი ჯერ არ გამოიყენებოდა. ადრეული სუფიებისთვის დამახასიათებელი იყო გარესამყაროს ასკეტური უარყოფა, ~ამ სამყაროდან გაქცევა~, სიმდიდრის, ფუფუნების დაგმობა, ყურანისა და მოციქულის სუნას მითითებათა უმკაცრესი დაცვა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხშირი ლოცვა და დამატებითი მარხვა, ~სიღარიბის კულტი~, როგორც სულის გადარჩენის იდეალური საშუალება. 

მუჰამადი [ბიოგრაფია; მოღვაწეობა]

მუჰამადი დაიბადა დაახლ. 570 წელს, ე.წ. “სპილოს წელს”, თავისი დედის სახლში, მექის გარეუბანში.
მუჰამადის მამა _ ‘აბდ ალ-ლაჰი (არაბ. ალაჰის მონა) გარდაიცვალა იასრიბში მუჰამადის დაბადებიდან ორი თვის შემდეგ, როცა ის სირიიდან ბრუნდებოდა. ‘აბდ ალ-ლაჰის მიერ დატოვებული ქონება შეადგენდა 1 აქლემს, რამდენიმე თხას და 1 აბისინიელ მონას (ქალი – ბარაქა). დედა _ ამინა (კურაიშის ტომი). ისლამამდელ მექაში არსებობდა ჩვეულება _ მომთაბარეთა ოჯახებისათვის მიეცათ აღსაზრდელად ახალშობილები. წელიწადში ორჯერ _ გაზაფხულზე და შემოდგომაზე, ბანუ სა‘დის ქალები ჩამოდიოდნენ მექაში, რათა აღსაზრდელად წაეყვანათ მცირეწლოვანი ბავშვები. მუჰამადი მიაბარეს _ ხალიმას. ამ დროს მუჰამადი 6 თვის იყო. მუჰამადს კარგად ექცეოდნენ ოჯახში და იქ გაატარა 4 წელი. მუჰამადის ბიოგრაფები სწორედ ამ პერიოდს უკავშირებენ ლეგენდარულ გადმოცემას, რომლის მიხედვითაც ანგელოზებმა გული გაუპეს მუჰამადს და გაუწმინდეს უწმინდურობისაგან.

ისლამის წარმოშობა

ისლამის სამშობლო არაბეთის ნახევარკუნძულია. ისლამი ჩაისახა ჰიჯაზის ქალაქ მექაში, მე-7 საუკუნის პირველ მესამედში. ისლამის წარმოშობა არაბულ საზოგადოებაში გამოწვეული იყო მთელი რიგი სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური მიზეზებით. ისლამის წარმოშობის წინ არაბები იყვნენ პატრიარქალურ-თემური წყობილების რღვევისა და კლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბების პირობებში. როგორც ყველა ტომობრივ საზოგადოებაში, ტომს და მასში შემავალ ყველა გვარს თავისი წინამძღოლი ჰყავდა. თუმცა ეს არ ნიშნავდა ერთპიროვნულ მმართველობას. ისლამამდელ არაბეთში კოლექტიური მმართველობის პრინციპი მოქმედებდა, ფუნქციები განაწილებული იყო. 


One response to “ისლამი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: